"მე ამაზე არ მიფიქრია..." - ნინო ანანიაშვილი მოსკოვში გამართული კონცერტის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

"მე ამაზე არ მიფიქრია..." - ნინო ანანიაშვილი მოსკოვში გამართული კონცერტის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

25 თებერვალს მოსკოვის დიდ თეატრში ნინო ანანიაშვილის ცეკვას ქართული საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა. სოციალურ ქსელში ქართველი პრიმა-ბალერინა ცხარედ გააკრიტიკეს საბჭოთა ოკუპაციის დღეს "ბოროტების სათავეში ჯალათების საამებლად" კონცერტის გამართვისთვის.

შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელმა ბალეტის წევრებთან ერთად საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის რაისა სტრუჩკოვას ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე იცეკვა. ქართველი პრიმა საღამოს ორგანიზებაზეც ზრუნავდა.

კონცერტის შემდეგ ნინო ანანიაშვილმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში ასეთი კომენტარი გააკეთა: "უბრალოდ, ეს რიცხვი დაემთხვა, მე ამაზე არ მიფიქრია. უბრალოდ, ეს დღე... იყო ერთადერთი, დაგეგმილი ერთი წლის წინ".

ვიდეო: ანანიაშვილი პირველი კომენტარი

ანანიაშვილი მოსკოვის დიდ თეატრში ცეკვის გამო საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმაც გააკრიტიკეს, მათ შორის ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟლიანმა, "ტაბულას" დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გივი თარგამაძემ და სხვებმა.

ასევე წაიკითხეთ: "ტეხავს, სამარცხვინოა... ვერ წარმომედგინა, რომ ასეთ შეცდომას დაუშვებდა" - ანანიაშვილს მოსკოვში ცეკვის გამო აკრიტიკებენ

"მოველი, რომ შემოტევა იქნება, მაგრამ მზად ვარ" - ნინო ანანიაშვილი ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს

ახალი წლის ახალი სკანდალი - კიმ კარდაშიანი და ქანიე უესტი ერთმანეთს დაშორდნენ: რა გახდა განშორების მიზეზი

94 წლის ფილ სფრინგერის მუსიკალური გზავნილი ქართველებს - რას ამბობს კომპოზიტორი, რომელიც მუსიკას ფრენკ სინატრასა და ელვის პრესლისთვის წერდა