"New York, New York" - ცნობილი ჰიტი მომღერალმა "Georgia, Georgia!"-თი შეცვალა

"New York, New York" - ცნობილი ჰიტი მომღერალმა "Georgia, Georgia!"-თი შეცვალა

მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი მომღერლის რობი უილიამსის კონცერტი"დინამო არენაზე" სრული ანშლაგით დასრულდა.

მუსიკოსი მსმენელის წინაშე გრანდიოზული შოუთი წარსდგა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე მომღერლის ათასობით თაყვანისმცემელი მივიდა.

უილიამსმა ყველასათვის ცნობილი ჰიტები შეასრულა. მათ შორის "New York, New York", რომელიც მომღერალმა"Georgia, Georgia!"-თი შეცვალა.

მოულოდნელობა იყო ქართველი მსმენელისთვის სცენაზე მომღერლის მამის გამოჩენა.

ასევე განსაკუთრებულად სამახსოვრო იქნება ეს კონცერტი ერთი ქართველი გოგოსთვის, რომელიც უილიამსმა სცენაზე აიყვანა.

კონცერტის დასასრულს კი ბრიტანელმა მომღერალმა სუფლიორი მსმენელისკენ შემოაბრუნა და ქართველ თაყვანისმცემლებთან ერთად პოპულარული ჰიტი my way შეასრულა.

(დაათვალიერეთ შთამბეჭდავი ფოტოები კონცერტიდან)

"New York, New York" - ცნობილი ჰიტი მომღერალმა"Georgia, Georgia!"-ით შეცვალა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება