ლონდონის მადამ ტუსოს მუზეუმში ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ცვილის ფიგურები დააშორეს

ლონდონის მადამ ტუსოს მუზეუმში ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ცვილის ფიგურები დააშორეს

მას შემდეგ რაც ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის დაშორების შესახებ გახდა ცნობილი, ლონდონის მადამ ტუსოს მუზეუმში მათი ცვილის ფიგურებიც დააშორეს.

ჯოლის ფიგურა ნიკოლ კიდმანის გვერდით, ბრედ ბიტის კი – მორგან ფრიმანის ფიგურის ახლოს განათავსეს. ჰოლივუდის ყველაზე სექსუალურ და ლამაზ წყვილად აღიარებული მსახიობების ფიგურები, მადამ ტუსოს მუზეუმში 3 წლის წინ დადგეს.

უცხოური მედია მსოფლიოს ყველაზე სექსუალური წყვილის გაყრის მიზეზად სხვადასხვა მიზეზს ასახელებს. ერთ-ერთი ვერსიით, დაშორების მიზეზი ის გახდა, რომ ბრედ პიტმა ფრანგ ოსკაროსან მსახიობ მარიონ კოტიართან გააბა რომანი.

იხილეთ ვიდეო

ანჯელინას და ბრედს 6 შვილი ჰყავთ. აქედან სამი - 10 წლის შაილო და 8 წლის ტყუპები - ვივიენი და ნოქსი, წყვილის ბიოლოგიური შვილები არიან. დანარჩენი სამი - 15 წლის მედოქსი, 11 წლის ზაჰარა და 13 წლის პაქსი აყვანილები არიან და მშობლები მათზე ერთნაირად ინაწილებდნენ პასუხისმგებლობას.

წაიკითხეთ: ვინ არის ქალი, რომელთან რომანსაც ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის დაშორებას მიაწერენ

"ეს კარმაა!" - რას ამბობს ბრედ პიტის ყოფილი ცოლი, რომელიც ქმარმა ანჯელინას გამო მიატოვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება