ქართველი მოდელი, რომელიც მალე ჰოლივუდს დაიპყრობს

ქართველი მოდელი, რომელიც მალე ჰოლივუდს დაიპყრობს

მსოფლიო მოდის ინდუსტრია მალე კიდევ ერთ ქართველ მოდელს მარიამ ურუშაძეს გაიცნობს.

მარიშა ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სამოდელო სააგენტოს Hollywood Model Management-ის რჩეული გახდა. მარიშა ნინო ცქიტიშვილის სამოდელო სააგენტო Look Models-ის მოდელია. მარიშა ურუშაძის წარმატების შესახებ, AMBEBI.GE-ს სააგენტოს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნინო ცქიტიშვილი ესაუბრა.

"მარიშა, მსოფლიოს ნომერ პირველ სამოდელო სააგენტო Hollywood Model Management-ის რჩეული გახდა, რომელიც ლოს-ანჯელესში მდებარეობს. ცნობილი მოდელები ლანა გოდნია და ვასილია პავლოვა სწორედ ამ სააგენტოში მოხვედრის შემდეგ გაიცნო მსოფლიომ. Hollywood Model Management ჩემი სააგენტოს პარტნიორია. როდესაც ნახეს მარიშას მონაცემები, მოეწონათ და ის იანვარში გაემგზავრება ლოს-ანჯელესში.

- რა ასაკში მოვიდა მარიშა თქვენს სააგენტოში?

- მარიშა 14 წლის იყო, როცა ჩვენს სააგენტოში მოვიდა. ის ლოს-ანჯელესში გამგზავრებამდე მილანის სამოდელო სააგენტო NEXT-ში მიემგზავრება, სადაც იმყოფება თაკო ნაცვლიშვილი. მილანიდან მარიშა პარიზში წავა და შემდეგ უკვე ლოს-ანჯელესში.

მარიშას შესახებ ცოტა ხნის წინ ცნობილი გამოცემა Vogue-ის ონლაინ-გვერდი წერდა. "განსაკუთრებით ყურადღებას იმსახურებს მარიშა ურუშაძე: ხვეული თმით, ნაზი გამოხედვით. თოჯინის მსგავსი გარეგნობის გოგონა ყველაზე მეტად მოთხოვნადი მოდელია ქვეყანაში" - ვკითხულობთ სტატიაში, რომელიც თბილისის Mercedes-Benz Fashion week-ის 5 საუკეთესო ქართველ მოდელს მიუძღვნა ბლოგერმა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება