მოდელობიდან გაეროს ტრიბუნამდე - დაათვალიერეთ 24 წლის თათია დოლიძის ფოტოები

მოდელობიდან გაეროს ტრიბუნამდე - დაათვალიერეთ 24 წლის თათია დოლიძის ფოტოები

თათია დოლიძე - ეს სახელი და გვარი უკვე რამდენიმე დღეა ქართულ ინტერნეტსივრცეს იპყრობს. 24 წლის ქართველი გოგონა გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელია. ახალგაზრდა დიპლომატი ქართველი თანატოლების პრობლემებს გაეროს გენერალურ ასამბლეას 2016-2017 წლებში გააცნობს.

რამდენიმე დღის წინ, თათია სიტყვით გამოვიდა გაეროს 71-ე გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის სხდომაზე, სადაც საქართველოში კონფლიქტის ზონებში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების პრობლემებზე ისაუბრა.(იხილეთ ვიდეო)

დაათვალიერეთ თათია დოლიძის ფოტოები - პოდიუმიდან გაეომდე

საქართველოს ახალგაზრდა წარმომადგენელს გაეროში საკმაოდ მრავალმხრივი ცოდნა და გამოცდილება აქვს შეძენილი. ჰოლანდიაში, მაასტრიხტის უნივერსიტეტში წარჩინებით დაეუფლა მაგისტრის ხარისხს. ამჟამად კი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ევროპული სწავლების ინსტიტუტში სადოქტოროს კანდიდატია და დისერტაციის დაცვისთვის ემზადება. მანამდე ევროპარლამენტში სტაჟიორად, ბრიუსელის წამყვან კვლევით ცენტრში (CEPS) კვლევით ასისტენტად და ჩეხეთში მასარიკის უნივერსიტეტში პროფესორის ასისტენტად მუშაობდა.

ნახეთ 1-წუთიანი ლამაზი ვიდეო თათია დოლიძის შესახებ

ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ და ესპანურ ენებს. არის რამდენიმე პუბლიკაციისა და კვლევითი ნაშრომის ავტორი. აღსანიშნავია, რომ აქტიური დიპლომატიური საქმიანობით დაკავებამდე, გოგონა წარმატებით მოღვაწეობდა პოდიუმზე - თათია ლალი ტოტიკაშვილის სამოდელო სააგენტოს მოდელი გახლდათ. ახლაც, თათია დოლიძემ რამდენიმე მოდის კვირეულში მიიღო მონაწილეობა.

წაიკითხეთ ვრცელი ინტერვიუ თათია დოლიძესთან

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება