25 წლის ქართველი მხატვრის ნამუშევარი "სოთბის" აუქციონზე გაიყიდა

25 წლის ქართველი მხატვრის ნამუშევარი "სოთბის" აუქციონზე გაიყიდა

ლევან სონღულაშვილის ნამუშევარი ნიუ-იორკის "სოთბის" აუქციონზე გაიყიდა. 25 წლის ქართველი მხატვრის "მონაზონი" ნიუ-იორკელმა კოლექციონერმა შეიძინა. თუმცა, ამ დრომდე უცნობია, რა თანხა გადაიხადა კოლექციონერმა ქართველი მხატვრის ნამუშევარში.

ნიუ იორკის ხელოვნების აკადემიის აუქციონი სახელწოდებით Take Home A Nude "სოთბის" სააუქციონო სახლში 24 ოქტომბერს გაიმართა. აუქციონზე რამდენიმე არტისტის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი და მას ჰოლივუდის ვარსკვლავები ესწრებოდნენ, მათ შორის მსახიობები ნაომი უოტსი და ბრუკ შილდსი.

ლევან სონღულაშვილის "მონაზონზე" ათამდე კოლექციონერი აკეთებდა არჩევანს, თუმცა საბოლოოდ, ის ამერიკელი კოლექციონერის კერძო კოლექციაში მოხვდა. "მონაზონი" სონღულაშვილის 2012 წლის ნამუშევარია.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ახალგაზრდა ქართველი მხატვრის ნამუშევარი "სოთბის" სააუქციონო სახლში აუქციონზე იყიდება. 2015 წელს, სონღულაშვილის კიდევ ერთი ნახატი "მედუზა" ასევე ნიუ-იორკელმა კოლექციონერმა შეიძინა. მხატვარმა "მედუზა" 22 წლის ასაკში თბილისში შექმნა.

ლევან სონღულაშვილმა თბილისის სამხატვრო აკადემია 2013 წელს დაამთვრა და ამჟმად ნიუ იორკის ხელოვნების აკადემიაში გადის სამაგისტრო კურსს. მისი ნამუშევრები აქამდე ნიუ იორკის რამდენიმე გამოფენაში იყო გამოფენილი. ის პირველი ქართველია, რომელმაც აკადემიის პრესტიჟული ჯილდო მიიღო.

Georgian artist’s work "The Nun" sold at Sotheby’s auction

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება