"მტრობა სვეცკურად 2" - ცნობილი ქართველები, რომლებმაც ერთმანეთი საჯაროდ ლანძღეს

"მტრობა სვეცკურად 2" - ცნობილი ქართველები, რომლებმაც ერთმანეთი საჯაროდ ლანძღეს

ცნობილი ადამიანები ერთმანეთს ხშირად უპირისპირდებიან, მაგრამ ამის შესახებ სახალხოდ იშვიათად ლაპარაკობენ. მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, სელებრითების დაპირისპირება სააშკარაოზე ხშირად გამოდის.

ია ფარულავა - ნინო კუზანოვა

ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული დაპირისპირება მსახიობ ია ფარულავასა და კარდიოლოგ ნინო კუზანოვას შორის მოხდა. ფარულავამ ამის შესახებ სოციალურ ქსელში სახალხოდ დაწერა: "ქოცი მეგობარი ბევრი მყავს, არავისთან არ მქონია კონფლიქტი საერთოდ. მხოლოდ ერთმა ჩაისვარა მაგრად და ისიც ძალად ქოცი თუ ქოცებთან შეტენვით იყო ვერ გავიგე", - დაწერა იამ და თვალებდაქაჩული ბარბის ფოტო გამოაქვეყნა. რატომ დაუპირისპირდნენ უახლოესი მეგობრები ერთმანეთს, უცნობია.

წაიკითხეთ ასევე: რას პასუხობს "ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტი ნინო კუზანოვას ბრალდებას და რას წერენ კარდიოლოგზე გვარამია და ფარულავა

ნიკა გვარამია - გიორგი ცაგარელი

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ორი დღის წინ, ლიზა ბაგრატიონის შეყვარებულს, გიორგი ცაგარელს დაუპირისპირდა და სახალხოდ უშვერი სიტყვებით გალანძღა. ამის მიზეზი ის ფაქტი გახლდათ, რომ ნასვამმა მუსიკოსმა სოციალურ ქსელში ქართული არხები გააკრიტიკა, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს ნაციონალების მონები, საზოგადოებრივ არხს კი ნაფტალინში ჩარჩენილი უწოდა. გიორგის პოსტს ''რუსთავი 2''-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოეხმაურა და მის კოლეგებს მოუწოდა, ეს ადამიანი მათ ეთერში არასდროს გაეპიარებინათ.

''ამ ნაბ**რ შიზოიდს რატომ დაათრევ ჩვენს ეთერში და რატომ აპიარებ, მარინა ბერიძე? ტრ... გაითხაროს თავისი ალტი ხემიანად. p.s. ნინო ნახუცრიშვილი, თეონა ჯორბენაძე, ნიკოლოზ რაჭველი იმედია, სწორად ვიქნები გაგებული, მეგობრებო: ნებისმიერი იმ ღონისძიების რეკლამა, სადაც ეს ყ... რაიმე ფორმით მაინც მონაწილეობს, ჩვენს ეთერში ვერ მოხვდება.

და არა მხოლოდ რეკლამა, ეგ ღონისძიებები საერთოდ არ გაშუქდება ვერც წინმსწრებად და ვერც შემდგომად.

ნიკა გვარამიას პოსტს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, ზოგმა მოუწონა გიორგის საქციელი, ზოგმა კი გვარამია გააკრიტიკა.

ნინა წკრიალაშვილი - სალომე გოგიაშვილი

სალომე გოგიაშვილი და ნინა წკრიალაშვილი ერთმანეთს 2014 წელს დაუპირისპირდნენ. ამის მიზეზი სალომეს ყოფილი ქმარი ვასკა თევდორაშვილი გახლდათ, რომელმაც მთელი ქონება ბანკში ჩადო, სესხი აიღო, მის მეგობრებს, მათ შორის ძმებ კოდუებს ფული გამოართვა და საქართველოდან წავიდა. ეს ამბავი მას შემდეგ გახდა ცნობილი, როცა სალომემ სოციალურ ქსელში სერგეი ზვერევის და ნინა წკრიალაშვილის ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა. დასათაურებულ ფოტოს, სადაც სოციალურის ქსელის მომხმარებლებს სამი განსხვავების პოვნას სთხოვდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პოსტი ნინამ თავის გვერდზე გააზიარა და სალომეს წარმატება უსურვა. ნინას სალომეს მიმართ გამოქვეყნებულ თბილ სტატუსს სალომემ სოციალურ ქსელში სულ სხვა ემოციით უპასუხა: "სანამ ამდენ სითბოს გადმოაფრქვევ ჩემი მისამართით, მანამდე გეფიქრა, სანამ დაუწვებოდი, რომ ერთ დროს ეს ჩემი ძალიან კარგი ნაცნობის ქმარი იყო. იმედია, მომავალში კიდევ ვინმე ძალიან კარგი ახლობელი, მსგავს ისტორიას არ წააწყდება შენი მონაწილეობით", - უპასუხა სალომემ.

თიკო სადუნიშვილი - შორენა ბეგაშვილი

თიკო სადუნიშვილი და შორენა ბეგაშვილი 2013 წელს ერთმანეთს საჯაროდ დაუპირისპირდნენ. როგორც თიკომ განაცხადა, ბეგაშვილის გაღიზიანება "თბილისი ლაივის" სიუჟეტს მოჰყვა, სადაც შორენა ბეგაშვილის ეროტიული კადრები ჩასვეს. თიკოს ამ განცხადებას სოციალურ ქსელში შორენა ბეგაშვილი გამოეხმაურა. "წამლის გულისთვის ყველაფერზე წამსვლელი იყავი, თმა დაივარცხნე და დაგავიწყდა რაღაცეები? იფიქრე ბევრი, სანამ შენს აზრებს გადმოაფრქვევ, ან წადი ბავშვს მიხედე, თუმცა ამასაც ვერ გააკეთებ, დედობა გაქვს ჩამორთმეული". ამაზე თიკო სადუნიშვილი გაღიზიანდა და შორენას თავადაც სოციალური ქსელით უპასუხა: "მერწმუნე, შენ ბრალდებებს იარაღის მუქარის ქვეშაც არ გამოვეხმაურებოდი, მაგრამ ერთი რამ შეგეშალა, ის რაც 10 წლის შვილის დედას არ ეპატიება. შეიძლება შენთვის დედობრივი მოვალეობის შესრულება საკუთარი ინტიმური სცენების საყურებლად შვილთან ერთად პრემიერებზე სიარულია, თუმცა ამ ქმედების გაკრიტიკება ჩემს კომპეტენციაში არ შედის".

ნანუკა ჟორჟოლიანი - ნანა ლეჟავა

ნანუკა ჟორჟოლიანის და ნანა ლეჟავას დაპირსპირება წლების წინ დაიწყო, თუმცა ჟორჟოლიანი ამის შესახებ საჯაროდ ორი წლის წინ ალაპარაკდა. დაპირისპირების მიზეზი კი ნანუკას ძმის დაკავება გახდა, რაზეც სიუჟეტი ნანა ლეჟავამ მოამზადა. "ნანა ლეჟავას იმდენი ტყუილი და საშინელებაც აქვს ნაკეთები, განსაკუთრებით ახლობლების ფარულად წერა. მეგობრების და ასე შემდეგ"...

როგორც ჟურნალისტმა დაწერა, ნანა ლეჟავამ მასზე და მისი ოჯახის წევრებზე ისეთი სიუჟეტები მოამზადა, სადაც არცერთი სიტყვა მართალი არ იყო.

ლალი მოროშკინა - თაკო ფხაკაძე

თაკო ფხაკაძის, ნანუკა ჟორჟოლიანისა და ლალი მოროშკინას დაპირისპირება თბილისში არასდროს დაავიწყდებათ. ლალი მოროშკინა "პრაიმ-ტაიმის" და "ნანუკას შოუს" ერთობლივი გადაცემის ჩაწერაზე, უგემოვნო ქალბატონად დაასახელეს, რაზეც ჟურნალისტი გაღიზიანდა და თაკო ფხაკაძეს არტერიაში ჩანგალი ჩაარტყა. ამის გამო ჟურნალისტი პატიმრობაშიც იმყოფებოდა, ციხიდან გამოსულმა ლალი მოროშკინამ წიგნი "გისოსებს მიღმა საქართველოა" გამოსცა, სადაც პატიმრების პრობლემები იყო ასახული.

ინგა გრიგოლია - გოგა ხაჩიძე

ინგა გრიგოლია და გოგა ხაჩიძე ერთმანეთს სამი წლის წინ დაუპირისპირდნენ. მაშინდელმა პარლამენტარმა სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლიას ძველი ინტერვიუდან ფრანგმენტი გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალისტი გაზეთ "ასავალ დასავალზე" საკუთარ აზრს გამოთქვამდა. ხაჩიძე დაინტერესდა, ახლაც ასე ფიქრობდა თუ არა ინგა გრიგოლია? მათ შორის დაპირისპირება სოციალურ ქსელში იმით ამოიწურა, რომ გრიგოლიამ ხაჩიძეს კარგი დასვენება უსურვა.

ეკა კვალიაშვილი - მარინა ბერიძე

ეკა კვალიაშვილის და მარინა ბერიძის დაპირისპირების შესახებ წლებია ლეგენდები დადის. ჯერ კიდევ მაშინ, როცა "არტ-იმედი" არსებობდა, სადაც ქართველი მომღერლები იყვნენ გაერთიანებული, ეკას და მარინას შორის არსებული დაპირისპირების გამო, ამბობენ რომ ეკამ მარინას საფერფლე ესროლა. ფაქტია, რომ მას შემდეგ მარინა ბერიძეს ეკა კვალიაშვილი არცერთი კონცერტის სიაში აღარ ჩაუსვამს. მათი დაპირისპირება წლების შემდეგაც გაგრძელდა, როცა ბერიძემ "სარკისთვის" მიცემულ ინტერვიუში დანგრეულ ოჯახზე და ეკა კვალიაშვილზე ისაუბრა. ბერიძის ინტერვიუ მომღერლისთვის უცნაური აღმოჩნდა, რადგან ვერ მიხვდა, მარინა ბერიძის ქმართან რა საერთო ჰქონდა. თუმცა მიტევების დღეს ეკა კვალიაშვილმა მარინა ბერიძეს შეცდომები მიუტევა.

"მირანდა მეუღლეზე 6 წლით უფროსია..." - რას წერს რუსული მედია მიმი შელიაზე და ვინ არის "სკანდალური გოგონა", ვისაც გრიშა მამურინი ქართველ მოდელამდე ხვდებოდა

"12 დაბადების დღეა, ტორტი არ მიჭამია... ბოლო პერიოდია, ტვინიდან სიტყვა შეზღუდვა ამოვიღე" - როგორია ანი გიუნტერის ფორმაში ყოფნის საიდუმლო

"ეს საოცრება მოხდა" - ანიტა რაჭველიშვილი ორსულად არის