იმიჯშეცვლილმა მაგდა ვასაძემ "X ფაქტორის" შესარჩევ ტურზე ფურორი მოახდინა

იმიჯშეცვლილმა მაგდა ვასაძემ "X ფაქტორის" შესარჩევ ტურზე ფურორი მოახდინა

ფილარმონიაში "X ფაქტორის" შესარჩევი ტურები მიმდინარეობს. შოუს ახალი, მეოთხე სეზონი ტრადიციულად სიურპრიზებითა და ბევრი აღმოჩენით არის სავსე.

შოუს შესარჩევ ტურში არაერთი ცნობილი მომღერალი გამოჩნდა, მათ შორის მაგდა ვასაძე, რომელიც ქართველმა მსმენელმა გაიცნო პროექტიდან "ახალი ხმა".

მაგდას გამოჩენას "იქს ფაქტორის" სცენაზე სტეფანე განსაკუთრებულად შეხვდა, რადგან "ახალ ხმაში" მაგდა სწორედ მისი გუნდის წევრი იყო. მას შემდეგ მაგდამ წარმატებული კარიერა აიწყო - "გუფი ლენდთან" და დათო ხუჯაძესთან ერთად, კლუბებში კონცერტებს მართავდა, თუმცა როგორც ჩანს, სურს წარმატებას უფრო დიდ სცენაზე მიაღწიოს და კიდევ ერთხელ შეახსენოს თავი ფართო აუდიტორიას, ამიტომაც "იქს ფაქტორში" მონაწილეობა გადაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ მაგდას გარეგნობა სრულიად განსხვავდება მისი ძველი იმიჯისგან. ტრადიციულად შთამბეჭდავი შესრულებით მაგდამ ჟიურის ოთხივე წევრისგან ოთხი "კი" დაიმსახურა და შემდეგ ტურში გადავიდა. მაგდას სიმღერის დასრულების შემდეგ, აღფრთოვანებული ჟიურის წევრები - სტეფანე, სოფო ნიჟარაძე, გიორგი გაბუნია და ლელა წურწუმია სცენაზე ავიდნენ და მაგდას წარმატება ერთხმად მიულოცეს.

ფილარმონიაში "X ფაქტორის" შესარჩევი ტურები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.

როგორ განვითარდება მოვლენები "X ფაქტორის" სცენაზე და სცენის მიღმა - ადევნეთ თვალყური AMBEBI.GE-ზე

ასევე ნახეთ: სოფო ნიჟარაძეს "ფრთები ამოუვიდა" - მომღერლის ჩაცმულობას "ფეისბუქში" განიხილავენ

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება