ულამაზესმა მორაგბე გოგონამ "X ფაქტორის" სცენაზე სტეფანე ააცეკვა

ულამაზესმა მორაგბე გოგონამ "X ფაქტორის" სცენაზე სტეფანე ააცეკვა

ფილარმონიაში "X ფაქტორის" შესარჩევი ტურები მიმდინარეობს. შოუს ახალი, მეოთხე სეზონი ტრადიციულად სიურპრიზებითა და ბევრი აღმოჩენით იქნება სავსე.

შოუს შესარჩევ ტურზე ახალგაზრდა მომღერლის - მარიამ გოგუაძის გამოჩენას ჟიურის წევრები და მაყურებელი აღფრთოვანებით შეხვდა. მენტორების გაოცება მისმა გულშემატკივრებმა გამოიწვიეს - აღმოჩნდა რომ მარიამი მორაგბეა, რომელსაც კასტინგზე რაგბის გუნდ "შვიდქალას" წევრები გულშემატკივრობდნენ. მარიამის სიმღერამ განსაკუთრებით სტეფანე მოხიბლა, რომელმაც მორაგბე გოგონასთან ერთად სცენაზე იცეკვა კიდეც.

მარიამი წარსულში ჩოგბურთელი იყო, 7 თვის წინ კი ოცნება აიხდინა და მორაგბე გახდა. როგორც თავად ამბობს, ამან თაყვანისმცემლები დაუფრთხო, რადგან ბიჭებს მისი ეშინიათ.

"ყოველთვის ვიყავი რაგბის გულშემატკივარი, მინდოდა თამაში მესწავლა, მაგრამ ვფიქრობდი ამისთვის განსაკუთრებული სიძლიერე იყო საჭირო. როცა პირველ ვარჯიშზე მივედი, სულ სხვანარად აღმოჩნდა ყველაფერი, თურმე მხოლოდ სისწრაფეა მთავარი. რაც მორაგბე გავხდი უფრო თავდაჯერებული ვარ და არაფრის მეშინია. რაგბის გამო ჯგუფიდანაც კი წამოვედი, რადგან რეპეტიცია და ვარჯიშები ერთმანეთს ემთხვეოდა. ამიტომ სოლო მომღერალი გავხდი" - გვითხრა მარიამმა.

რაც შეეხება სიმღერას, როგორც თავად ამბობს 11 თვის ასაკიდან მღერის: "სანამ ლაპარაკს დავიწყებდი, მანამდე ვმღეროდი. ბაბუა სუფრასთან როცა იჯდა, გვერდით დამისვამდა და კრიმანჭულს ვმღეროდი" - გვითხრა მარიამმა.

ასევე ნახეთ: იმიჯშეცვლილმა მაგდა ვასაძემ "X ფაქტორის" შესარჩევ ტურზე ფურორი მოახდინა

ბოლივუდის ლეგენდარული მსახიობი ირფან ხანი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა

"ელჩმა ურუგვაი-არგენტინის საზღვარი გაახსნევინა ჩვენთვის" - ნანი ბრეგვაძის შვილიშვილმა და რძალმა სამშობლოში დასაბრუნებლად, კორონავირუსის გამო ნახევარი მსოფლიო გაიარეს

ტყუპზე ორსული ია ჩანტლაძე იტალიელ ქმარს კორონავირუსმა დააშორა - "ველოდებით საზღვრების გახსნას, რომ ისევ შევძლოთ ერთად ყოფნა"