კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:22 / 07-04-2017
გაერო-ს ტრიბუნიდან "ცეკვავენ ვარსკვლავებში" - ვინ გაუწევს პარტნიორობას შოუში უმშვენიერეს თათია დოლიძეს
ის გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელია. პროფესიით ევროპათმცოდნე, ამბობს, რომ დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს, დღეისათვის ლამის 24-საათიანი რეჟიმში მუშაობს. მიზანმიმართული და საქმეზე ორიენტირებული თათია დოლიძე რასაც უნდა აკეთებდეს, სურვილი აქვს, რომ მაქსიმალურად დაიხარჯოს.

1 წლის წინ, როცა თათია დოლიძე სიტყვით გამოვიდა გაეროს 71-ე გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის სხდომაზე და საქართველოში კონფლიქტის ზონებში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების პრობლემებზე ისაუბრა, მის შესახებ მთელმა საქართველომ გაიგო.

საქართველოს ახალგაზრდა წარმომადგენელს გაეროში მრავალმხრივი ცოდნა და გამოცდილება აქვს. ჰოლანდიაში, მაასტრიხტის უნივერსიტეტში წარჩინებით დაეუფლა მაგისტრის ხარისხს. ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ და ესპანურ ენებს. არის რამდენიმე პუბლიკაციისა და კვლევითი ნაშრომის ავტორი.

ცოტა ხნის წინ კი ახალი, სრულიად განსხვავებული გამოწვევის წინაშე დადგა: მეგაშოუში "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობა შესთავაზეს და ფიქრის შემდეგ დათანხმდა. სულ მალე საცეკვაო შოუს მეშვიდე სეზონი დაიწყება და ამ ლამაზსა და ჭკვიან გოგონას მაყურებელი პროფესიონალ მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილთან ერთად სცენაზე იხილავს.

- ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო, ბევრი ვიფიქრე ამაზე. საერთოდ ხელოვნება და მისი ნებისმიერი დარგი მიყვარს, მაგრამ ცალკე ცეკვა-სიმღერასთან დიდი შეხება არასდროს მქონია, მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს და ბავშვობაში გამომდიოდა კიდეც ეს ყველაფერი... დედაჩემს სამხატვრო სტუდია აქვს და ვხატავ. მაგრამ ხომ ვამბობ, ხელოვნებისთვის დრო არასდროს მქონია იმის გამო, რომ საკმაოდ მცირე ასაკიდან მეტ დროს სწავლა-განათლებას ვუთმობდი. გონებას ვავარჯიშებდი, ვიდრე სხეულს... თუმცა ბალერინობა ნამდვილად მინდოდა, მაგრამ არც ბალეტზე მივლია. 21 წლის რომ გავხდი, დედამ ბალერინის ფორმაში დამხატა... ახლა ამ პროექტში ჩართვით, ვიფიქრე, ერთიანად ავინაზრაურებ ჩემი ბავშვობის დანაკლისს-მეთქი.

- პროექტის პროდიუსერი ნოე სულაბერიძე პირადად დაგიკავშირდათ?
- კი და შემომთავაზა მონაწილეობა მიმეღო, მაგრამ ძირითადი პრობლემა დროსთან დაკავშირებით მქონდა. საერთოდ, უდროობას ვუჩივი, ქვეყნიდან გასვლა ხშირად მიწევს. ამიტომ ბევრი ვიფიქრე და ისეთი კონტრაქტი შევადგინეთ, რომლზეც პროექტის ორგანიზატორები გარკვეულ დათმობებზე წამოვიდნენ, რაც საბოლოოდ ჩემთვის მისაღები აღმოჩნდა, თუმცა მაინც ვნერვიულობ, რამდენად მექნება საამისოდ დრო.

როდესაც რაღაცას ვაკეთებ და საზოგადოების წინაშე ვაპირებ გამოსვლას, პასუხისმგებლობის გრძნობა მაღალი მაქვს და ამ დროს ყველაზე მეტად იმას განვიცდი, რამდენად მექნება და მეყოფა დრო. თუმცა, საბოლოოდ მაინც ვიფიქრე, რომ ბევრი გოგონასთვის სტიმულისმომცემი შეიძლება აღმოჩნდეს ჩემი პროექტში ჩართვა. მერე სტერეოტიპების მსხვრევის მომენტიც იყო, რადგანაც როცა სტატუსი გზღუდავს, რაღაცებისგან ვერ თავისუფლდები. იმის გამო, რომ ვარ ლექტორიც, იმაზეც ვიფიქრე, სტუდენტებს რა რეაქცია ექნებათ ჩემს ამ ნაბიჯზე-მეთქი და საბოლოოდ დავასკვენი, რომ რადგანაც შენი ცხოვრების ძირითად ნაწილში პერანგი და პიჯაკი გაცვია, ეს სხვა რაღაცაში არ უნდა გზღუდავდეს!..

თანაც 25 წლის გოგონა ვარ და სანამ ამის შესაძლებლობა მაქვს, ვიშრომებ, სიამოვნებას მივიღებ ამით, ჩემი სხეულისთვისაც კარგია და გამოცდილებასაც მივიღებ. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ვეწევი და ესეც ამისთვის ერთ
You must have Flash Player installed in order to see this player.
-ერთი მაგალითი იქნება. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ საზოგადოებაში ამ ჩემი ნაბიჯის გამო სხვადასხვა აზრი გაჩნდეს, თუმცა ვფიქრობ, მაინც მისაღები იქნება.

- გაეროში ახალგაზრდობის წარმომადგენელი ხართ საქართველოდან. თქვენს დღევანდელ საქმიანობაზეც ვისაუბროთ.
- 2 თვეში მანდატი მეწურება, ჩემს შემცვლელს ავირჩევ და ამ ყველაფერს დიდი კამპანიით დავასრულებ... ზოგადად ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობ: ნიუ-იორკში ბოლო გამოსვლა თებერვალში მქონდა, საინტერესოდ და კარგად ჩაიარა. ახლა გამოვაცხადე გამარჯვებული ახალგაზრდა და გაერო-ს დაფინანსებით ოსებთან მოლაპარაკებაზე გავაგზავნი. შემორიგების პროცესებში ვართ ჩართულები და ოს და აფხაზ ახალგაზრდებთან ერთად, აქტიურად ვმუშაობ. ცოტა ხნის წინ პარლამენტში მქონდა გამოსვლა, სადაც კონფლიქტებთან დაკავშირებით ჩემი ხედვები წარვადგინე. შემომთავაზეს ერთ-ერთი კვლევა და კონსულტანტიც ვარ, შეთავაზებული იქნება განსაკუთრებული სტატუსი აფხაზეთისთვის.

ასე რომ, ამ კუთხით ბევრ აქტივობაში ვარ ჩართული. ამასთან, ევროპული პოლიტიკის მიმართულებით, საქართველოს უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობ (ბრიუსელში სამი წელი ვმუშაობდი), ჩეხეთში ლექციებს კი ვკითხულობდი, მაგრამ საქართველოში აქამდე ლექტორობის გამოცდილება არ მქონდა, ასევე განათლების ლაბორატორიაში ორატორულ ხელოვნებაში საავტორო კურსს ვკითხულობ, სადაც 14-დან 35 წლამდე ახალგაზრდები არიან, ვთანამშრომლობ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტთან და მათთვის კვლევებს ვწერ ევროკავშირის ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები რა გავლენას ახდენს საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე და ცოტა ხნის წინ ამასთან დაკავშირებით ჩემი ახალი ნაშრომი გამოქვეყნდა.

- როგორც ცნობილია, სამოდელო გამოცდილებაც გაქვთ...
- ეს ჰობის სახით იყო ყოველთვის, იმის გამო, რომ ამისთვისაც დრო არ მყოფნიდა. უნივერსიტეტში 16 წლის მოვეწყვე და მაშინვე შევედი სამოდელო სააგენტო "ნატალიში", მოდის კვირეულებზე და ჩვენებებზე გამოვდიოდი, რადგან საზღვარგარეთ მიწევდა ხოლმე ყოფნა, ფეშენვიკებს ვერ ვემთხვეოდი, თუმცა ამ სფეროში ყველას ვიცნობ. ვინაიდან მაგისტრატურის კურსს ჰოლანდიის უნივერსიტეტში გავდიოდი, იქაც ჰოლანდიურ სამოდელო სააგენტოსთან დავიწყე თანამშრომლობა, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ იმ საქმიანობას ინტენსიურ სასწავლო კურსს ვერ შევუთავსებდი და სააგენტოს გამოვეთიშე. სულ ბოლოს რა ჩვენებაშიც მივიღე მონაწილეობა, ეს "მერსედეს ბენცის მოდის კვირეული" იყო, სადაც სამჯერ გამოვედი.

სამოდელო საქმიანობისთვის პროფესიული თვალსაზრისით არასდროს შემიხედავს იმიტომ, რომ რასაც ვაკეთებ, ბოლომდე უნდა დავიხარჯო. სამოდელო კარიერა რომ ამერჩია, მთელ დროს იმას დავუთმობდი და შეიძლება იქაც მქონოდა მიღწევები. მართლა დიდ შრომას დებენ გოგოები ამ საქმეში.

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" რა შედეგებზე აკეთებთ ფსონს?
- ჯერ არაფერი ვიცი, გავიცანი მხოლოდ მეწყვილე, ოთო ფოლადაშვილი, პროფესიონალი მოცეკვავე. არაჩვეულებრივი ბიჭია, სასიამოვნო საურთიერთო ადამიანი, რაშიც გამიმართლა. მსუბუქად წავივარჯიშეთ, რითაც თვითონ კმაყოფილი დარჩა, ყოველ შემთხვევაში, ასე თქვა, ვნახოთ, რა როგორ იქნება...

ლალი ფაცია
AMBEBI.GE

მთავარი ფოტო: Levan Leko Chkonia
14:27 / 27-04-2017
ოცნება შენთანაა გოგო არ შეგვარცხვინო ეხლა აბა ჰე აბა ჰო )))))
ბიძიკო
14:26 / 27-04-2017
მიდი მიდი ტატია აბა ანახე ამ ქართველებს როგორ უნდა ცეკვა იქ ხო ანახე სხვა ერების დიპლომატებს კლასი ეხლა აქ მიხედე მიდიიი ))) ავოეეეეე
ბიძო
მსგავსი სიახლეები
თითქმის 3-წლიანი პაუზის შემდეგ, პროდიუსერი ნოე სულაბერიძე ტელეკომპანია "იმედში" დაბრუნდა
დღეს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში მეგა-შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეშვიდე სეზონი იწყება
"ღარიბია, თუ მდიდარი, ჩვენთან ცხოვრება ყველას სიამოვნებს და უხარია!
უმშვენიერეს ალექსანდრას მაყურებელი ცოტა ხანში მეგაშოუ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" იხილავს!
"ცალკე ისტორიაა ჩემი სიცხიანი ქმარი, რომელიც მთელ ავარიას ტელეფონში ისმენდა"
წყვილმა ქორწილი 13 ნოემბერს, ფუნიკულიორზე აღნიშნა
VIDEO+PHOTO 24 წლის ქართველი გოგონა გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელია
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:24 / 30-04-2017  Image თბილისში, ზესტაფონის ქუჩის ერთ-ერთი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
"ვისაც საჭიროება ექნება, რომ დავაკმაყოფილოთ დროებითი ფართით, გამგეობა ამას უზრუნველყოფს"
13:37 / 30-04-2017  Image ბრძოლებში დაბადებული ჯარის ისტორია - ქართული შეიარაღებული ძალები 26 წლისაა!
1992 წელს ფორმები რომ დაგვირიგეს, ჯერ ეროვნული არ გვქონდა, ისევ საბჭოთა გვერგო
16:21 / 30-04-2017  Image ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი დაქორწინდა - პატარძლის გრანდიოზული კაბა და კადრები ქორწილიდან
წვეულების ბოლოს წყვილმა 7-სართულიანი ტორტი გაჭრა
12:29 / 30-04-2017  Image საბჭოს მოედანზე ქვეითად მოსიარულე ქალს მანქანა დაეჯახა
დაშავებულს მრავლობითი ტრავმები აღენიშნება
19:40 / 30-04-2017  Image მახინჯაურიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში კიდევ ერთი ასწლოვანი ტიტა გადააქვთ
აჭარიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში 10-ზე მეტი მრავალწლოვანი ხის გადატანა განხორციელდა
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49