კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
14:11 / 22-07-2017
რას წერენ რუსები ხატია ბუნიათიშვილზე, მას შემდეგ რაც მისი და ორლანდო ბლუმის რომანი გახმაურდა
"Гамарджоба! 40 წლის ორლანდო ბლუმს ქართველ პიანისტთან აქვს რომანი" - ამ სათაურით აქვეყნებს რუსული Cosmopolitan ფოტოებსა და ინფორმაციას ინგლისელი მსახიობისა და ხატია ბუნიათიშვილის შესახებ.

გამოცემა წერს, რომ ცნობილი ფლეიბოის გული უკვე დაკავებულია და მან რამდენიმე დღის წინ პარიზში იდუმალ შავგრემან გოგონას ჩააკითხა. პრესამ გაარკვია, რომ მსახიობის "იდუმალი თანამგზავრი" ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილია. Cosmopolitan ასევე ახსენებს მკითხველს, რომ ორლანდო ბლუმი ცოტა ხნის წინ დაშორდა 32 წლის პოპ-ვარსკვლავს კეტი პერის, იქამდე კი დაქორწინებული იყო მოდელ მირანდა კერიზე, რომელთანაც ერთი ვაჟი ჰყავს.

აღნიშნულ ახალ ამბავს Cosmopolitan-ის ფეისბუქის გვერდზე რუსი ქალბატონების კომენტარები მოჰყვა, რომლებიც შურით აღვსილნი აფასებენ ხატიას:

"რუსები და უკრაინელები ყველაზე ლამაზები არიან... კავკასიაში იშვიათად ნახავ ლამაზ ქალს, ეს ჭეშმარიტებაა. და თუ ნახავ, აუცილებლად ლამაზმანი იქნება! განსაკუთრებით ასეთები არიან ოსები, ჩეჩნები... ორლანდოს ყოფილი ცოლი საოცარი სილამაზისაა, ასე რომ, დიდად არ გაგვახარა ბლუმმა..." - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი გოგონა.

"ორლანდო ძალიან უგემოვნოა, დიდად გამორჩეული ქალი არასდროს ყოლია"

"შევსებული და არც ისე ლამაზი ქალია... მოკლედ, ჩვეულებრივი, არაფრით განსაკუთრებული... განსაკუთრებით მისი ექსტრავაგანტული
ქალების შემდეგ..."

"...და დიდხანს არიან ერთად? ორლანდო ბლუმს კვირაში 7 რომანი აქვს. ველით როდის დამთავრდება ეს ხანმოკლე რომანი", - წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

თუმცა, ამ ღვარძლიან კომენტარებთან ერთად, ინტერნეტმომხმარებლები კარგ შეფასებებსაც წერენ წყვილზე.

"ქართველი ქალები ძალიან ლამაზები და ქალურები არიან, ისევე როგორც სომხები... არ მესმის ეს აგრესია მის მიმართ..."

"ქართველებს ძალიან ლამაზი და კეთილი გოგონები ჰყავთ..."

"ძალიან კარგი წყვილია! ერთი არაჩვეულებრივი პიანისტია, მეორე კი კარგი მსახიობი", - წერენ წყვილით აღფრთოვანებული ინტერნეტმომხმარებლები.

დაათვალიერეთ ფოტოები: ხატია ბუნიათიშვილი და ორლანდო ბლუმი პარიზში
12:03 / 02-08-2017
ანა
1
დამშვიდდით ქართველნო, ნამდვილად ძალიან ლამაზი ერი ვართ, შარმიანიც, მომხიბვლელიც საინტერესოც,ძალიან ნიჭიერიც,უზარმაზარი ისტორიისა და კულტურული ცივილიზაციის გენი კოდირებულია ნებისმიერ თქვენთაგანში, რითაც ნამდვილად უნდა ვამაყობდეთ, ბევრად უფრო კარგი იქნებოდა ჯანსაღი ცხოვრების წესით გვეცხოვრა, არა ნარკოტიკს, არა სიგარეტს, არა გინებას, არა აგრესიას,მეტი პოზიტივი, მეტი მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი აზროვნება და ბევრად მეტი ზრუნვა, პატივისცემა და სიყვარული ერთმანეთისა და ქვეყნის მიმართ. და მართლაც საუკეთესო და წარმატებული ერი ვიქნებით საუკეთესოთა შორის !!!!!!!!!!!!!!
ეკა
0
03 აგვისტო 2017 17:09
ნახე რა ჩაგვიტარა, სამოთხეში მგონია თავი, ამიტომაც ცხოვრების დონე უნდა იყოს მაღალი, და ისე რომ გაყოფილები ვართ ჩემიანებად და სხვისიანებად გინდ მთავრობაში გინდ პარლამენტში, ცნობადებად და უცნობებად, ზედა და ღარიბ ფენად, მარიაჟებად, და ა.შ......
ეკა
0
03 აგვისტო 2017 17:08
ნახე რა ჩაგვიტარა, სამოთხეში მგონია თავი, ამიტომაც ცხოვრების დონე უნდა იყოს მაღალი, და ისე რომ გაყოფილები ვართ ჩემიანებად და სხვისიანებად გინდ მთავრობაში გინდ პარლამენტში, ცნობადებად და უცნობებად, ზედა და ღარიბ ფენად, მარიაჟებად, და ა.შ......
12:17 / 01-08-2017
goreli2
5
პროცენტულად თუ ავიღებთ, საქართველოდან უფრო მეტია წასული "სამუშაოდ" ვიდრე რუსეთიდან...;ისე ცნობისათვის:მონღოლები ჩვენთანაც კარგახანს "სტუმრობდნენ."ასე,რომ ზოგიერთს ისტორიის ცოდნა არ აწყენდა.
მსგავსი სიახლეები
ამბობენ, რომ Coldplay-ის სოლისტმა, კრის მარტინმა გააცნო ბლუმს ბუნიათიშვილი
ქართველ პიანისტსაც ფორმაში ყოფნის საკუთარი საიდუმლო აქვს
Cartier-ს ახალი საათის Panthère de Cartier-ის პრეზენტაციისადმი მიძღვნილი საღამო
"დადის ქუჩებში ხალხთან შესახვედრად, არა არჩევნების წინ, არამედ არჩევნების მოგების და წაგების შემდეგ"
ამ ბრენდის ელჩის წოდებას ქართველი პიანისტის გარდა, ოსკაროსანი მსახიობი კევინ კოსტნერი ატარებს
"ბოლო დღე სინგაპურში მამასთან ერთად"
ყველაზე გრძელი და მდიდრული (162 მეტრი) იახტა მსოფლიოში რომან აბრამოვიჩს 
პაპარაცებმა ლოს ანჯელესში საკუთარი სახლის შეზლონგზე კოცნისას გამოიჭირეს
სახელდება რამდენიმე კანდიდატი, რომლებიც შესაძლოა პარტიის ახალ სახეებად ვიხილოთ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:14 / 23-08-2017  Image პატრიარქმა ბორჯომში ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეებს საკვები და სასმელი გაუგზავნა
"ვამბობთ "ღმერთის გარეშე არაფერი ხდება", მაგრამ არ შეიძლება ადამიანების ძალისხმევის გამორიცხვა"
14:10 / 23-08-2017  Image რა ბედი ეწიათ ბორჯომის ტყეში მობინადრე ცხოველებს
უკვე მეოთხე დღეა, ბორჯომის ხეობის ბიომრავალფეროვნებას ხანძარი ანადგურებს
14:48 / 23-08-2017  Image თბილისელმა მძღოლმა "სითი-პარკს" 16 000-ლარიან ჯარიმაზე სასამართლოში დავა მოუგო
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს 1 წლის განმავლობაში დაგროვილი 10-ლარიანი საჯარიმო ქვითარი დაგვიანებით ჩაბარდა"
14:23 / 23-08-2017  Image თაკო ნაცვლიშვილის უმცროსი და, რომელსაც ასევე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ
ოჯახს ცოტა ხნის წინ მეოთხე შვილიც შეეძინა
13:01 / 23-08-2017  Image "ბორჯომის ტყეში ბენზინიანი ბიდონი ვიპოვეთ" - რა ინფორმაციას ავრცელებს აკა სინჯიკაშვილი
"პატრული მოვიყვანე, მერე შსს მოვიდა, შეაფასეს"
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49