რატომ დაშორდნენ რუსი სექს-სიმბოლო და მისი ქართველი მეუღლე

რატომ დაშორდნენ რუსი სექს-სიმბოლო და მისი ქართველი მეუღლე

რუსული მედია აქტიურად განიხილავს ცნობილი წყვილის დაშორების ამბავს. რუსი სექსსიმბოლო ანფისა ჩეხოვა და მისი მეუღლე, ქართველი მსახიობი გურამ ბაბლიაშვილი, 8-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაიყარნენ.

გარედან მათი სიყვარული იდეალურს ჰგავდა - წყვილი პატარა ვაჟს ზრდიდა, მედიასთან გულახდილად ლაპარაკობდა მათი ვნებიანი სიყვარულის და მყარი ოჯახის შესახებ, მოგზაურობდა საქართველოში გურამ ბაბლიაშვილის ახლობლების მოსანახულებლად, თუმცა როგორც ჩანს, ყველაფერი იდეალურად არ იყო...

გადაცემაში "მილიონიანი საიდუმლო", ჩეხოვამ გაშორების მიზეზებზე ისაუბრა. მან ისიც გაიხსენა, რომ გურამთან ურთიერთობის ინიციატორი თავად იყო - მიზნად დაისახა და მიაღწია სიმპატიურ ქართველთან ურთიერთობას. "თუმცა, დიდად არც ერთს არ გვსურდა დაქორწინება. იმდენად არ ვჩქარობდით დაქორწინებას, რომ გურამმა ხელი უკვე ორსულს მთხოვა", - ამბობს ჩეხოვა. ქორწილი საბოლოოდ მაინც შედგა - წყვილმა სეიშელის კუნძულებზე იქორწინა, როცა მათი შვილი სოლომონი უკვე 3 წლის იყო.

ანფისას თქმით, მათ ერთობლივ ცხოვრებას ახლდა კონფლიქტები და დაძაბულობა, რაც ორივეს ფეთქებად ხასიათს უკავშირდებოდა. ტელეწამყვანისა და მსახიობის თქმით, ისინი პერიოდულად ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. ჩეხოვამ აღიარა, რომ 6 თვის მანძილზეც კი ყოფილან დაშორებული და ის მარტოობას ეჩვეოდა.

ნახეთ: ანფისა ჩეხოვასა და გურამ ბაბლიშვილის თანამედროვე მდიდრული ბინა

გადაცემის სტუდიაში მისულმა გურამ ბაბლიაშვილმა კი აღიარა, რომ მეუღლეს ღალატობდა. "სიმართლეს ვიტყვი. მე არ ვყოფილვარ ერთგული ქმარი. ანფისამ ამის შესახებ არ იცოდა. არ მყოლია საყვარელი და არ მქონია სერიოზული ურთიერთობა, თუმცა ეს კაცის ბუნებაა, ასე გამოვიდა. მე მიყვარს ანფისა, თუმცა ჩვენი გზები უკვე გაიყო" - აღნიშნა ქართველმა მსახიობმა საუბრისას.

ანფისა და გურამი მშვიდობიანად დასცილდნენ ერთმანეთს - ბაბლიაშვილმა მეუღლეს და შვილს ბინა და მანქანა დაუტოვა, ამასთან ყოფილი მეუღლეები შვილზე ზრუნვას ერთობლივად გააგრძელებენ.

ასევე დაგაინტერესებთ: "შენ ხარ ჩემი ნახევარი, რომელმაც მაჩუქე ზღაპრული მემკვიდრე..." - გურამ ბაბლიშვილის მილოცვა ანფისა ჩეხოვასადმი

8 თვის ფეხმძიმე ქეთა თოფურია დაინიშნა - ნიშნობის ფოტოები "ინსტაგრამიდან"

რატომ აჩუქა ჯორჯ კლუნმა 14 მეგობარს მილიონ-მილიონ დოლარი - "ვიფიქრე, ავტობუსმა რომ დამარტყას, მაინც მათია ჩემი ქონება და რატომ ველოდო ავტობუსს?!"

ქერემ ბურსინი: თურქი ვარსკვლავი, რომელიც ქალების უფლებებისთვის იბრძვის - როგორ ცხოვრობს და ვისთან აქვს სასიყვარულო ურთიერთობა ქართველი თინეიჯერების ფავორიტ მსახიობს