ინდოელი მსახიობი დიპიკა პადუკონე, რომლის მოკვლაზეც ნაციონალისტური პარტიის ლიდერმა 1.5 მლნ დოლარი დააწესა, ამბობს, რომ მუქარას არ შეუშინებია.
ფილმის "პადმავატი" ჩვენება მას შემდეგ გადაიდო, რაც ინდოელმა პოლიტიკოსმა სურაჯ ამუმ მის მკვლელობაზე ჯილდო დააწესა. ფილმის წინააღმდეგ გამოსვლებს აწყობდნენ ინდუისტური ჯგუფები, მათ არაერთხელ სცადეს გადასაღებ მოედანზე თავდასხმა.
"პადმავატი" ინდუსი დედოფლისა და მუსულმანი მმართველის რომანზეა გადაღებული.
"როგორც ქალი, მსახიობი და ამ ქვეყნის მოქალაქე, ძალიან გაბრაზებული ვარ, თუმცა არცერთხელ შემშინებია," - განაცხადა პადუკონემ "მუმბაი მირორთან".
პოლიტიკოსმა სურაჯ პალ ამუმ დიპიკასა და რეჟისორ სანჯაი ლილა ბჰანსალის მკვლელობაზე პრემია რამდენიმე დღის წინ დააწესა.