კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
10:44 / 01-12-2017
ულამაზესი ქართველი მოდელი და ცნობილი მორაგბე დაინიშნენ
ქართველი მოდელი ანა შელია და წარმატებული მორაგბე ლაშა ლომიძე დაინიშნენ. წყვილი 2 წელზე მეტია ერთადაა და მათი ურთიერთობა ახლა უკვე ახალ ფაზაში გადავიდა.

18 წლის ანა შელია თაკო ჩხეიძის სააგენტოს Geomodels-ის მოდელია და საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული და მაღალანაზღაურებადია, ის გასულ წელს პარიზის მოდის კვირეულზე გამოვიდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდის ჩვენებაში. 25 წლის ლაშა ლომიძე "ბორჯღალოსანია" - ის საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მე-8 ნომერია და ინგლისური რაგბის კლუბის London Irish-ის მორაგბეა.

ანა შელია OK!-ის მოულოდნელ ნიშნობასა
და სიყვარულის ისტორიას უამბობს.

- როგორია თქვენი გაცნობის ისტორია?
- ლაშამ ჩემს შესახებ მაშინ გაიგო, როცა მე 14 წლის ვიყავი, სწორედ მაშინ იყო პირველი მესიჯიც. მაგრამ როცა ჩემი ასაკი გაიგო, მიხვდა, რომ ურთიერთობა ამ ეტაპზე ვერ შედგებოდა.

2 წლის მერე, ბათუმში ერთმანეთს შემთხვევით შევხვდით, შემდეგ მე ერთ შემოდგომას ლონდონში გავემგზავრე, რა დროსაც ლაშა საფრანგეთში იყო და ჩემ სანახავად 1 დღით ჩამოვიდა, ისტორია აქედან იწყება.



- აქამდე თუ გეგმავდით ნიშნობას, როგორი იყო ხელის თხოვნა?

- არ ვგეგმავდით, ეს ყველაფერი ძალიან მოულოდნელი იყო, თუმცა მოგვიანებით გავიგე, რომ ლაშა ამისთვის 1 თვეზე მეტ ხანს ემზადებოდა. ხელი ძალიან ლამაზად მთხოვა, სამწუხაროდ ვიდეო არ გვაქვს, მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით. წინასწარ გეგმა მხოლოდ ბიძაჩემმა და ლაშას რამდენიმე მეგობარმა იცოდა  განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები OK!-ზე
14:42 / 03-12-2017
m.k.
0
ძალიან კარგები ხართ. გამრავლდით და გაიხარეთ...
მსგავსი სიახლეები
ანა მოდელ ლიკა კვარაცხელიასა და ფეხბურთელ მურთაზ შელიას უფროსი ქალიშვილია
+VIDEO: "ყოველთვის მინდოდა მამუკასთან ერთად მეთამაშა ნაკრებში და ამიხდა ეს ოცნება, ზელანდიასაც ვეთამაშე"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:31 / 13-12-2017  Image სტამბოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
ქალბატონი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული
13:35 / 13-12-2017  Image პრემიერი გაჩეჩილაძეს პასუხობს - თუ ბრალდებები არ დადასტურდა, გამობრძანდეს და ბოდიში მოიხადოს
"თუ დადასტურდება, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა"
13:45 / 13-12-2017  Image საცხოვრებელ კომპლექს "მწვანე ალმასში" უპრეცედენტო 20%-იანი ფასდაკლება დაიწყო!
ახალი წელი სასიამოვნო სიახლეებთან ერთად, ფასდაკლებებთან ასოცირდება. 
16:40 / 13-12-2017  Image ყოფილი პოლიციელი - როცა დაჭრილი ამირან რობაქიძე დაეცა, მასთან ავტომატი არ დამინახავს, იარაღი არავის ჰქონია - ამხელა ავტომატი თუ ვერ დავინახე, მაშინ დავრბმავებულვარ
"ახლა რომ რეჟიმი იყოს, ციხეში იჯდებოდი დიდი ხნის წინ"
13:11 / 13-12-2017  Image შესაძლოა, "ფრესკომ" ბაზარი დატოვოს - სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მუდმივი დეფიციტია
ბაზარზე მრავლად არიან როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური კომპანიები,

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49