ინგა გრიგოლიას "რეაქცია" ეთერში აღარ გავა?

ინგა გრიგოლიას "რეაქცია" ეთერში აღარ გავა?

ამბები.გე-თვის ცნობილი გახდა, რომ ინგა გრიგოლიას "რეაქცია" ეთერში აღარ გავა. ჩვენი წყაროს ცნობით, ინგა გრიგოლიას და არხის ხელმძღვანელობას შორის ამ წუთებში ხმაურიანი საუბარი მიმდინარეობს. გრიგოლია გადაცემის დახურვას აპროტესტებს.

შევეცადეთ თავად გრიგოლიას დავკავშირებოდით, მაგრამ ის ტელეფონს არ პასუხობს.

"ამბები.გე" გადაცემის მთავარ პროდუსერს სოფო ნიკოლაიშვილს დაუკავშირდა.

- არაფერი მსმენია გადაცემის დახურვის შესახებ. მე და ინგა გუშინ დავბრუნდით ამერიკიდან. დღესაც ვნახე, მაგრამ ამაზე საუბარი არ ყოფილა. მე ვემზადები 20 სექტემბრისთვის, გადაცემა ეთერში უნდა გავიდეს.

თამარ ბოჭორიშვილი

ასევე იხილეთ:  დაიხურება თუ არა "იმედის კვირა" - შალვა რამიშვილის კომენტარი

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები