საქართველოში იმპორტირებული მედიკამენტების 60.4% ინდოეთიდან შემოდის. ამის შესახებ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (”აფბა”) ფარმაცევტული ბაზრის შუალედურ კვლევაშია ნათქვამი.
”აფბას” ინფორმაციით, მედიკამენტის იმპორტიორი ქვეყნების ათეულში მეორე ადგილზე 13.8%-ით ჩინეთია, 4.7% გერმანიიდან იმპორტირებულ წამლებზე მოდის, 4.1% - იტალიაზე, 2.8% - ლატვიაზე, 2.8% - ესპანეთზე, 2.4% - ბელგიაზე, 1.6% - კორეაზე, 1.6% - უკრაინაზე, ხოლო 1.4% - აშშ-ზე.
”ილუზია აღმოჩნდა ის, რომ წამლები საქართველოში იწარმოება. უმეტესი მათგანი მზა პროდუქტის სახით ინდოეთიდან და ჩინეთიდან შემოდის, საქართველოში მათი უბრალოდ დაფასოება ხდება. დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტის მხრივ ადგილობრივ მწარმოებლებს შორის ”ავერსი” ლიდერობს”, - ნათქვამია შუალედური კვლევის შედეგებში.
მედიკამენტების მთლიან იმპორტში ავერსის წილი 66.3%-ია, GMP - 20%, ”გამას” - 3.3%, ”ბიოფარმის” - 2.2%”, ”თბილქიმფარმის” - 2%, ”ნეოფარმის” - 1.4%, ხოლო ”ბათფარმასა” და ”პოპოლის” 1.1%-1.1%