მოდელი ჟიზელ ბუნდჰენი ძუძუთი კვების დაკანონებას მოითხოვს

მოდელი ჟიზელ ბუნდჰენი ძუძუთი კვების დაკანონებას მოითხოვს

სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი მშობიარობიდან ექვსი კვირის შემდეგ თავის ჩვეულ საქმიანობას დაუბრუნდა. დედისთვის მოვლენების ასე არასტანდარტული შემობრუნების მიუხედავად, ბრაზილიელი სუპერმოდელი დაჟინებით მოითხოვს, მიიღონ საყოველთაო კანონი, რომელიც დედებისთვის შვილების ექვს თვემდე ძუძუთი გამოკვებას სავალდებულოს გახდის. 

ის აცხადებს, რომ ძუძუთი კვება, რომელიც სამწუხაროდ არც ისე ხანგრძლივი აღმოჩნდა, მას ფორმის სწრაფად დაბრუნებაში დაეხმარა. მოდელმა შინ იმშობიარა და, მისი თქმით, მშობიარობის პროცეში ის მედიტირებდა. ჟურნალ Harper's Bazaar-ისთვის მიცმულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ნათლად იცოდა, რა ტკივილის გადატანაც მოუხდებოდა. მშობიარობისთვის მოდელი ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც დიდი ხნის განავლობაში ემზადებოდა. მშობიარობამდე ორი კვირით ადრე ბუნდჰენი კუნგ-ფუთი იყო დაკავებული, კვირაში სამჯერ იოგას ვარჯიშებს აკეთებდა და ყოველდღე მედიტირებდა, იტყობინება The Daily Mail.

ძუძუთი კვების საკითხი დღეს ძალიან აქტუალურია. ექსპერტების თქმით, მრავალი ქალი აცხადებს, რომ ძუძუთი კვება მათში უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს და მიმზიდველ ქალბატონებად თავს ვეღარ გრძნობენ. მაგრამ სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დედობა ქალის ცხოვრებაში განსაკუთრებული ეტაპია და ის მზად უნდა იყოს, რომ ბავშვის საჭიროებების შესაბამისად შეიცვალოს.

მომზადებულია medicine.newsru.com-ის მიხედვით.

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი