განიტვირთეთ და გალამაზდით

განიტვირთეთ და გალამაზდით

თუ გრძნობთ, რომ გადაიღალეთ, შინაგან დისკომფორტს განიცდით, თვალები ძველებურად აღარ გიბრწყინავთ, და გსურთ, უწინდებურად ლამაზი, ჯანმრთელი და ენერგიული იყოთ, აუცილებლად მოიწყვეთ განტვირთვის დღე...

დასაწყისისთვის ვაშლი, ფორთოხალი, ლიმონი, ბანანი, ნებისმიერი კენკრა, სტაფილო, კომბოსტო, კამა, ნიახური და პიტნა მოიმარაგეთ. უარი თქვით ყავასა და სიგარეტზე, რა თქმა უნდა, ალკოჰოლურ სასმელზეც.

საუზმედ მიირთვით ერთი ჭიქა ფორთოხლის, ვაშლის ან გრეიპფრუტის წვენი. თუ ცხელი სასმელი გირჩევნიათ, მაშინ პიტნის ნაყენი თაფლით ან ნახევარი ლიმონის წვენით გაზავებული 1 ჭიქა ცხელი წყალი დალიეთ. შუადღემდე, შიმშილის დასათრგუნავად, იმყოფინეთ ერთი-ორი ვაშლი, ბანანი ან ფორთოხალი; სადილად კი - ახალი ხილისა და ბოსტნეულის შემდეგნაირად მომზადებული სალათა მიირთვით: ვაშლი, გახეხილი სტაფილო, კომბოსტო, ფორთოხალი ან ბანანი შეანელეთ ლიმონის წვენითა და ერთი ს/კ მცენარეული ზეთით. სალათას უხვად მოაყარეთ მწვანილი.

5 საათისთვის კვლავ მიირთვით პიტნის ნაყენი თაფლით ან ლიმონის წვენით; ვახშმად კი იმ ხილ-ბოსტნეულისგან მოამზადეთ სალათა, რომელიც უფრო მეტად მოგწონთ.

ძილის წინ მიიღეთ ბალახეული ჩაი თაფლით.

ამ პროცედურის შემდეგ, თქვენი სხეული ინტენსიურად გაიწმინდება ათასგვარი ტოქსინისა და წიდებისაგან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გარეგნული ეფექტი თვალში საცემი გახდება. ნუ დაიზარებთ და გაიკეთეთ სახის კანის ნიღაბიც, საღამოს კი თბილი აბაზანა მიიღეთ, რომელშიც ჭინჭრის ან გვირილის ნახარშს ჩაუმატებთ.

თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, ქუჩაში მიმავალს ბევრი აღფრთოვანებულ მზერას გაგაყოლებთ, თვალებიც უწინდებურად აგიციმციმდებათ და დაღლილობის გრძნობა სადღაც გაქრება.…

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი