დიეტოლოგები სწრაფი კვების ობიეტების მომხმარებლებითვის პრეპარატების დარიგების რეკომენდაციას იძლევიან, რომლებიც ქოლესტერინის დონის შემცირებასა და ცხიმიანი საკვებით მიყენებული ზიანის ნეიტრალიზებას უწყობენ ხელს. ამგვარ რეკომენდაციებს ლონდონის საიმპერიო კოლეჯის დიეტოლოგები იძლევიან.
ერთი აბი სტატინი - დღეში, მათი თქმით, იმ ზიანს ანეიტრალებს, რომელსაც ორგანიზმს ჩისბურგერისა და რძიანი კოქტეილის ყოველდღიური მიღება აყენებს.
გარდა ამისა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ ზომების მიღება იაფი ჯდება: მომხმარებელს ის 8 ცენტი დაუჯდება, რაც ერთი პაკეტი კეტჩუპის საფასურია.
ექიმმა დარელ ფრენსისმა და მისმა კოლეგებმა "კარდიოლოგიის ამერიკულ ჟურნალში" სტატია გამოაქვეყნეს, რომელშიც წერენ, რომ ზიანის ნეიტრალიზების ამგვარი მეთოდი შეიძლება სიგარეტში ფილტრის გამოყენებას შევადაროთ - ან ავტომობილში უსაფრთხოების ღვედის გამოყენებას.
მკვლევარებმა 43 ათასი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოიკვლიეს და დაასკვნეს, რომ დღეში ერთი აბი სტატინი გულსისხლძარღვთა დაავადების განვითარების შესაძლებლობას ამცირებს.
საინტერესოა, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფასტ-ფუდს წელიწადში მხოლოდ ერთხელ ჭამენ, ერთი აბი სტატინის მიღება შესამჩნევ ეფექტს არ იძლევა, მაგრამ მათთვის, ვინც ხშირად იკვებება ამგვარი საკვებით, ეს პრეპარატი კუპრის უზარმაზარ კასრში ერთი კოვზი თაფლის ტოლფასია, მიიჩნევს ექიმი ფრენსისი.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.