წიწაკა ტკივილსა და ანთებას აცხრობს

წიწაკა ტკივილსა და ანთებას აცხრობს

ცხარე წიწაკა ფართოდ გამოიყენება როგორც ხალხურ, ასევე ოფიციალურ მედიცინაშიც. ზომიერი რაოდენობით გამოყენებისას მას გამამაგრებელი მოქმედება აქვს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აძლიერებს მადას, ეხმარება ენერგიის მოკრებაში, დაგიცავთ პირღებინებისგან ზღვის ავადმყოფობის დროს. წიწაკის საფენები წარმატებით ცვლის მდოგვისას (ამ უკანასკნელისაგან განსხვავებით, წიწაკის საფენი შეგიძლიათ ორი დღე არ მოიხსნათ).

წიწაკის ნაყენი და მის ბაზაზე დამზადებული მალამო გამოიყენება როგორც გამათბობელი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება რადიკულიტის, რევმატიზმის, ართრიტის, მიოზიტის (კუნთების ანთება), გაციებისა და მოყინვის დროს, ასევე, როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება ნევრიტის შემთხვევაში. დასაზელ სითხეს შემდეგნაირად ამზადებენ: ჯერ აკეთებენ ნაყენს მწვანე წიწაკის სპირტზე, შემდეგ ორ წილ მცენარეულ ზეთს უმატებენ. მადის გასაღვიძებლად რეკომენდებულია წიწაკის ნაყენის ჭამამდე მიღება (არაუმეტეს 10-20 წვეთი). წიწაკის ნაყენს (არაყს) ბაქტერიციდული თვისებაც აქვს, ამიტომ სასარგებლოა მწვავე კუჭ-ნაწლავის აშლილობის დროს.

მწარე წიწაკის ბაზაზე დამზადებული ნახარში გამოიყენება ანგინის დროს ყელში გამოსავლებად, კბილების გასამაგრებლად და ღრძილების სამკურნალოდ.

შენიშვნა: ადამიანებმა, რომლებსაც კუჭ-ნაწლავის დაავადებები აწუხებთ, მწარე წიწაკის მოხმარებისგან თავი უნდა შეიკავონ, თუმცა მის ბაზაზე დამზადებულ პრეპარატებს სხვებიც სიფრთხილით უნდა მოეკიდონ. მათ შეიძლება გვერდითი მოვლენები -ალერგია და კონტაქტური დერმატიტი გამოიწვიონ.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი