ბორმენტალის მეთოდის რა საიდუმლოს ამხელს ვადიმ ბელკოვი

ბორმენტალის მეთოდის რა საიდუმლოს ამხელს ვადიმ ბელკოვი

"ბორმენტალის" წონის კორექციის ცენტრს სანკტ-პეტერბურგელი ექიმი ფსიქოთერაპევტი, წონის კორექციის ჯგუფების წამყვანი სპეციალისტი ვადიმ ბელკოვი სტუმრობს. "ამბები.გეს" მკითხველს ის წონის კლების რამდენიმე რეცეპტს გაუმხელს.

- რა მეთოდით ხელმძღვანელობთ მუშაობისას?

-  წონის დაკლება "ბორმენტალის" მეთოდით, ითვალისწინებს მომხმარებლის ფსიქოლოგიურ და ფიზიოლოგიურ თავისებურებებს, გახდომის მსურველები მარტივად და კომფორტულად იკლებენ, ყოველგვარი მედიკამენტისა და პრეპარატების, სპეციალური ვარჯიშებისა ან რომელიმე საკვებ პროდუქტზე უარის თქმის გარეშე.

ოქროს წესია: როგორც კარგავთ წონას, ასევე ინარჩუნებთ. თუ თქვენ გიჭირთ წონის დაკლება, თუ მძიმედ გადაგაქვთ დიეტა, ასევე რთული იქნება სასურველი წონის შენარჩუნებაც, ხოლო მეთოდი, რომლითაც მე ვმუშაობ, თავის თავში აერთიანებს მხოლოდ კომფორტულ წესებს იმის შესახებ, როგორ დავიკლოთ ზედმეტი კილოგრამები და მოვუაროთ ჩვენს უზადოდ ჯანმრთელ და ლამაზ სხეულს.

-  შეგიძლიათ გაგვიზიაროთ ზოგიერთი საიდუმლო და ხერხი?

-  რასაკვირველია. ისინი უბრალო და გასაგებია, ადვილად შესასრულებელი. გაცილებით ეფექტურია, თუკი მათ ერთობლივად გამოვიყენებთ. ცალცალკე ისინი ძალიან ნელა მოქმედებენ. ალბათ შეგიმჩნევიათ და იცით, რომ მაღაზიაში მშიერი შეხვალთ, საჭიროზე მეტ პროდუქტს შეიძენთ. იგივე გემართებათ, როდესაც ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ, მაგალითად: კარგად დანაყრებიდან 6-7 საათის, ან წახემსებიდან 5 საათის შემდეგ მიუჯდებით სუფრას. შიმშილს მოსდევს გადამეტებული ნაყროვანება. როგორც წესი, გვშია 4 საათის შემდეგ. ამიტომ ვიზრუნოთ, რომ საკვების მიღების შორის შუალედი არ აღემატებოდეს 4 საათს. თუკი გიყვართ ტკბილეული, დააკვირდით, დღის განმავლობაში რამდენჯერ მიირთმევთ გარნირს, მაგალითად ბრინჯს, წიწიბურას, კარტოფილს ან მაკარონს? თუ ამას იშვიათად აკეთებთ, ნახშირწყლების უკმარისობა ტკბილეულით იქნება ანაზღაურებელი. იეშმაკეთ, როცა გაქვთ გემრიელი ნამცხვარი ან შოკოლადი ის გარნირის შემდეგ მიირთვით, ამით სასუსნავის ნაკლებ ულუფას დასჯერდებით. თუ გიყვართ ხორცი, გზა სიგამხდრისკენ უფრო იოლია. ხორცი ნაკლებ კალორიულია, ე.ი. მისი გადამუშავებისა და შეთვისებისთვის ორგანიზმი ხარჯავს საკმაოდ დიდ ენერგიას. დღეში რამდენჯერმე მიირთვით ხორცი - ეს არის საშუალება მისცეთ თქვენს ორგანიზმს საჭირო ენერგია გასახდომად. ამასთანავე, ხორცი უკეთ ანაყრებს.

-  უცნაურია, თითქოს ეს ყველაფერი ვიცი, მაგრამ მაინც ვერ ვაკეთებ.

-  გასაგები და ბუნებრივი. ამ ეშმაკობის მიუხედავად, მათი შესრულება, ხშირი აწონვა, რათა შენიშნო როგორ იკლებ, ძალიან მოსაწყენია. ასეთი რამ ადრე თუ გვიან ხდება. საშუალოდ ადამიანს ჰყოფნის ნებისყოფა შეასრულოს ყოველივე გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შემდეგ უინტერესო ხდება. ცხოვრების ჩვეულ რიტმს მიყვები, დღე-დღეს ჰგავს, ყოველდღიური პასუხისმგებლობა სამსახურში. ჰგონია, რომ მარტოა, ვერავინ უგებს, არავინ უჭერს მხარს.. მიიჩნევს რომ გახდომა მისი საქმე არაა, ჯერ ამის დრო არ დამდგარა და ხვალ გადადებს იმ საქმეს, რასაც შეუძლია სიამოვნების მინიჭება დღეს, გადადებს გაურკვეველი დროით, მაშასადამე... არასოდეს.

-  აღიარება რთულია, მაგრამ მეც ასე ვიქცევი, რა ვქნა, რა გავაკეთო?

-  მოგვმართეთ ჩვენ. ამიტომაც არის ბორმენტალის მეთოდი განსაზღვრული მთელი წლისათვის.ჩვენი მომხმარებელი ვერ ხედავს საკუთარ თავს იმ სიტუაციაში რომელშიც ხვდება. ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად, ხანდახან საჭიროა შეხედო თავს სხვისი თვალით, თითქოს სარკეში იყურები. ამ სარკის ფუნქციას ჩვენი სპეციალისტები ირგებენ. მოტივირებული მომხმარებლები მოდიან ბორმენტალში და თავიანთ წარმატებებზე გვიამბობენ, რომ უკვე შეძლეს. ჩვენ ვხედავთ მათ ძლიერ მხარეებს და ვასწავლით გამოიყენონ ეს შესაძლებლობები გასახდომად. მართლაც, ისინი აღწევენ შესანიშნავ შედეგებს, ეყრდნობიან რა თავიანთ ძლიერ მხარეებს არა მარტო გახდომისას, არამედ ცხოვრებაშიც. წონის დაკლებისას ადამიანს მხარდაჭერა სჭირდება და ეს მას აქვს ბორმენტალის სპეციალისტების სახით.

-  როგორი წონით მოდიან თქვენთან?

- სხვადასხვა, დაწყებული რამდენიმე კილოგრამიდან დამთავრებული ათეულობით ჭარბი კილოგრამით.

-  წონის დაკლებისას სხვადასხვა პაციენტის მიმართ მიდგომა განსხვავებულია?

-დიახ, რასაკვირველია, არის განსხვავება,თუმცა მკურნალობა ჯგუფში მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, მიდგომა ინდივიდუალურია. თითოეული კლიენტი განიხილება ინდივიდუალურად. ეს აუცილებელია იმისთვისაც, რომ ყოველი ადამიანი წონაში იმატებს გარკვეული მიზეზების გამო. ჩვენი მიდგომა კლიენტისადმი, დამოკიდებულია მის წონაზე. მაგალითად, გახდომის მსურველი იწონის 100 კგ-ს და სურს 60 კგ იყოს, ე.ი. უნდა დაიკლოს 40 კგ. ეს შეიძლება გაგრძელდეს 6 თვეს, ან 1 წელიწადს. ამ დროის განმავლობაში მას ბევრი ცდუნება და სტრესი მოელის, მიზანი შორია, ცდუნება ახლოს. ეს რომ გამოვასწოროთ, დრო თვეებად უნდა დავყოთ . მაშინ გამოვა, რომ მიზანი თვეში გახდება 40:6=6,6კგ დაკლება. ეს არც თუ ისე შორეული მიზანია. და თუკი თვეს კვირებად დავყოფთ, მიზანი მოახლოვდება , ე.ი. კვირაში უნდა დავიკლოთ - 6,6:4=1.6კგ-ს.

მაგრამ თუკი ადამიანს უნდა 5ან10კგ-ს დაკლება მიზანი გაცილებით ახლოსაა, რადგან ის მალე და მარტივად იკლებს და იმწამსვე გადადის მიღებული შედეგის შენარჩუნებაზე .

- მოკლედ სამუშაო ბევრია. დამოუკიდებლად რასაკვირველია ვერ შეძლებ. ხშირად რა წინააღმდეგობას აწყდება წონის დაკლებისას ადამიანი?

- ალბათ ყველაზე ძნელი სიტუაციაა, როცა არ შეგიძლია ჭამო, ე.ი.რეგულარულად ჭამა. ადამიანი არ ჭამს 4 საათის განმავლობაში. მას შია, შიმშილი აიძულებს ორგანიზმს, როცა შეჭამს შეინახოს ცხიმი, რომ მოემზადოს შემდგომი შიმშილისთვის. აქ პრობლემა საკვებში კი არ არის, როცა არ გვაქვს ახლომახლო, არც რეჟიმშია, როცა ვერ იცლი საჭმელად. საჭმელი შეგიძლია თან წაიღო, მაგალითად სახლიდან. ხშირად პრობლემა გარშემომყოფთა დამოკიდებულებაა. როდესაც სახლიდან მოტანილს მივირთმევ, სხვები იფიქრებენ, რომ უცნაური ვარ. მაგრამ იზრუნო ჯანმრთელობაზე სულაც არ არის უცნაური. შინიდან მოტანილი მიირთვა ჩუმად, მოფარებულ ადგილას, როცა არავინ ჭამს ამ მომენტისათვის, ცოტა არ იყოს უხერხულია. ამიტომაც , გარშემომყოფთა ყურადღება რომ არ მიიქციოს, ადამიანი უარს ამბობს ჯანსაღ კვებაზე და საღამომდე შიმშილობს, ხოლო საღამოს ბევრს ჭამს და ამიტომაც იმატებს წონაში.

ბევრნი ამას ვერ უძლებენ , ფიქრობენ: "ასეთ პირობებში ვერ გავხდები", "ეს ჩემთვის არაა", "მე ჯერ არ ვარ მზად, იქნებ ოდესმე შევძლებ, მერე", "მე არ შემიძლია გავაკეთო ის, რაც სხვებს უცნაურად მიაჩნიათ"... დრო კი გადის და წონაში ვიმატებთ. დიახ, გასახდომად სიმამაცეა საჭირო . სწორედ "ბორმენტალი" დაგეხმარებათ იპოვოთ თქვენში ძალა, თქვენი შეუგრძნობელი ძლიერება, რაც ადამიანს ეხმარება იყოს ძლიერი, მოხდენილი, მიზანმიმართული და ბედნიერი. ეს არის ჩვენი მიზანიც.

- რამდენად ძვირი ჯდება ეს ბედნიერება?

- რადგან ეს არ არის გარკვეული პროდუქტებით შემოფარგლული კვება, ადამიანი მიიღებს იმას, რაც აქვს სახლში,რასაც მანამდე ჭამდა. შესაბამისად ხარჯი ოჯახს არ ეზრდება, ასევე სახლის გარეთაც.

- 700 ლარი, ეს არის მომსახურების სრული ღირებულება?

- დიახ მხოლოდ 700 ლარია.ზოგს აშინებს ესთანხა, მინდა განვმარტო, კურსი ერთ წლიანია და ეს ერთ წელზე გათვლილი თანხაა. წონის დაკლებისთვის ხშირად1 წელი არ არის საჭირო, ამ ერთი წლის განმავლობაში ხდება წონის დაკლებაც და შენარჩუნებაზე მუშაობაც. რაც შეეხება თანხის გადახდის ფორმას,გვაქვს 0% განვადებაც 3 თვიდან 1 წლამდე და ეს უკვე საკმაოდ კომფორტულია როდესაც ერთიანადგადახდის საშუალება არ არის. ასევე მოქმედებს საოჯახო და სხვა ფასდაკელბები.

თუ უკვე გადაწყვიტე მოახდინო პოზიტიური ცვლილებები შენს ცხოვრებაში შეგიძლია ახლავე დარეკო, გაიარო პირველადი უფასო კონსულტაცია და დაიწყო წონაში დაკლება უკვე დღესვე. ტელ: 2519997, 2326828 თბილისი, 235953 ქუთაისი. 293881 ბათუმი.

Fb - bormental.georgia

bormentali:ge

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი