ახალი შეთავაზება "აი სი ჯგუფისგან"

ახალი შეთავაზება "აი სი ჯგუფისგან"

სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი სტრატეგიას ცვლის და მომხმარებელს ინდივიდუალურად, მათ მოთხოვნილებებზე მორგებულ სადაზღვევო პროდუქტებს სთავაზობს, რაც შეთავაზების დაყოფას ასაკის, სქესის, ცხოვრების სტილის, შემოსავლების და პროდუქტის მახასიათებლების მიხედვით გულისხმობს.

აი სი ჯგუფის ავტოდაზღვევის ახალი პროდუქტი ახლა უფრო მეტად ოჯახზეა ორიენტირებული და სპეციალურად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის შეიქმნა. იგი ყველა ტიპის ოჯახის მოთხოვნას აკმაყოფილებს და მოიცავს:

1) პრემიუმ სეგმენტზე

• თუ ოჯახში ორი მანქანაა, ცოლის მანქანის დაზღვევას ნახევარ ფასში;

• თუ ოჯახში ერთი მანქანაა - პაკეტს "მთელი ოჯახი ერთ საჭესთან", რაც მართვის მოწმობის მქონე ყველა წევრს მოიცავს ახალგაზრდა და გამოუცდელი მძღოლების დამატების ჩათვლით.

• თუ ახალგაზრდა ოჯახია ან ოჯახის ახალგაზრდა წევრს ჰყავს მანქანა - სპეციალური პაკეტისმოქმედებას- "ჩემი პირველი ძვირფასი მანქანა"

პრემიუმ კლასის დაზღვევის საბაზისო ღირებულება წელიწადში 500 - აშშ დოლარიდან იწყება!

2) კარგი მანქანის მფლობელებისთვის

• ფასდაკლებას მეოჯახე მამაკაცებისთვის

• მინიმალურ ფრანშიზას - 50 აშშ დოლარიდან

• პაკეტის "მთელი ოჯახი ერთ საჭესთან"დამატების შესაძლებლობას

• ახალი პროდუქტების "სტიქია"და "მოგზაურის"დამატების შესაძლებლობას

ამ სეგმენტზე დაზღვევის საბაზისო ღირებულება წელიწადში 250 - აშშ დოლარიდან იწყება

3) გამოცდილი მძღოლებისთვის

• სტანდარტული რიკებისგან დაზღვევას

• პაკეტის "მთელი ოჯახი ერთ საჭესთან"დამატების შესაძლებლობას

"გამოცდილი"- ეს არის სპეციალური შეთავაზება მეორად მანქანებზე. ის ხელმისაწვდომია ყველასთვის ხელმისაწვდომია და მისი პრემია თვეში 30 ლარიდან იწყება.

ამასთან, სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი ყველა ოჯახს ულოცავს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და ყველას, ვინც აღნიშნულ პერიოდში აი ჯგუფის ოფისში (T: 220 33 33) ვიზიტისას ავტოდაზღვევას შეიძენს, საჩუქრებს გადასცემს.

გახდით აი სი ჯგუფის მომხმარებელი და გაატარეთ დაუვიწყარი დღე ოჯახთან ერთად

• აკვაპარკ Gino Paradise-ში

• მცხეთაში რესტორან "გუჯარში"

• მთაწმინდის პარკის "ბომბორაში"

ან ისიამოვნეთ რომანტიული ვახშმით:

• რესტორან "ფუნიკულიორში"

• რესტორან "ძველ მეტეხში"

"ჩვენ გვსურს, რომ აი სი ჯგუფთან ერთად თქვენ სასიამოვნო მოგონებები და გამოცდილება გქონდეთ აი სი ჯგუფთან ერთად.

ჩვენ ორიენტირებულები ვართ მომხმარებლების კმაყოფილებაზე და მათზე ზრუნვა ჩვენი მიზანია", - აცხადებენ აი სი ჯგუფის მენეჯმენტში.

აი სი ჯგუფის სააღდგომო შეთავაზება დღეიდან დაიწყო და ამაღლების ჩათვლით გაგრძელდება.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი