"მსოფლიო რბენის" დაწყებამდე 10 დღე დარჩა - 2500-ზე მეტი მონაწილე საქართველოდან მსოფლიოსთან ერთად ირბენს

"მსოფლიო რბენის" დაწყებამდე 10 დღე დარჩა - 2500-ზე მეტი მონაწილე საქართველოდან მსოფლიოსთან ერთად ირბენს

მსოფლიო რბენა - ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში 4 მაისს, 14:00 საათზე კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით გაიმართება.

ასი ათასობით ადამიანი 35 ქვეყნიდან გაერთიანდება იმისთვის, რომ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი გახდეს.

მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში უკვე 2500 კაცზე მეტია დარეგისტრირებული, რეგისტრაცია 27 აპრილს შეწყდება. ღონისძიების მედიაპარტნიორები არიან ლელოweek და პალიტრაTV.

აღსანიშნავია, რომ მონაწილეობას 26 ქვეყნიდან 200-ზე მეტი უცხოელიც მიიღებს. რაც შეხება დეტალებს, ორგანიზატორების ინფორმაციით ტრანსპორტირება მარშრუტით თბილისი-კახეთი-თბილისი უზრუნველყოფილი იქნება. მონაწილეები ასევე მიიღებენ სანომრე ნიშანს, რომელსაც დაიმაგრებენ მაისურზე. სტარტის აღებიდან 30 წუთის შემდეგ ფინიშ მანქანა დაიძვრება. მონაწილეები უნდა შეეცადონ რომ ფინიშ მანქანამ არ გადაუსწროს, რადგან გადასწრების შემთხვევაში მონაწილე თამაშს გამოეთიშება. გამარჯვებული კი ის იქნება, ვისაც ფინიშ მანქანა ყველაზე ბოლოს დაეწევა. ამასთან ყოველ მე-5 კმ-ზე განთავსებული იქნება გამაჯანსაღებელი პუნქტები წყალითა და ხილით.

მორბენალს, რომელიც შეჯიბრს გამოეთიშება, უკან სტარტზე სპეციალური ავტობუსი დააბრუნებს.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა მონაწილის შედეგების კონტროლი ხდება ავსტრიიდან.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია კონცერტი. სცენა ლოპოტას გადსახვევთან, სტარტის ზონაში იქნება მოწყობილი. მონაწილეობას კი ქართული მუსიკალური ჯგუფები, მათ შორის ჯგუფი "ყველა", "გამოუვალი მდგომარეობა", "მწვანე ოთახი", "Loudspeakers", "Catch the Clouds" მიიღებენ.

მსოფლიო რბენასთან დაკავშირებით 4 მაისს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე თელავი-ყვარელის გზატკეცილზე მოძრაობა შეზღუდული იქნება. მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემოვლითი გზით გურჯაანი-აფენი-კაბალის მიმართულებით.

"მსოფლიო რბენის" შედეგად 2 გამარჯვებული (ერთი ქალი და ერთი მამაკაცი) გამოვლინდება.

ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაეცემა Wings for Life-ის ფონდს, რომელიც აწარმოებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. Wings for Life da Red Bull-ის საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს ღონისძიების შედეგად შეგროვებული ფულის Wings for Life-ის ფონდში გადარიცხვას EMS (European Merchant Services) საგადასახადო სისტემის გავლით.

მონაწილეობის საფასური 20 ლარია. რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებ-გვერდზე www.wingsforlifeworldrun.com 2014 წლის 27 აპრილის ჩათვლით.

ნათია ლეშკაშელი

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი