თვეში 4000 ლარი ERTAD.GE-გან!

თვეში 4000 ლარი ERTAD.GE-გან!

სიახლე კომპანია www.vivus.ge-გან! სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანიამ პროექტი ERTAD.GE წამოიწყო.

პროექტის მიზანია, საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეების კეთებაში დაეხმაროს.

პროექტები დაფინანსდება შემდეგი სფეროებიდან: განათლება, მეცნიერება, კულტურა, ხელოვნება, სპორტი, გარემოს დაცვა.

საქართველოში 4 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. თითოეულ მათგანს შეიძლება ჰქონდეს საინტერესო იდეა, რომლის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით. ახლა თქვენი დროა მისცეთ მას პროექტის სახე, გააგზავნოთ ვებ გვერდზე www.ertad.ge, და სწორედ ERTAD.GE დაგეხმარებთ იდეა რეალობად აქციოთ!

გაქვთ საინტერესო იდეა? თვლით, რომ ამ იდეით ადამიანების გარკვეული ჯგუფის ცხოვრებას შეცვლით და შეიტანთ მეტ პოზიტივს და სიხარულს? მაშინ ERTAD.GE თქვენთვისაა!

თქვენი განაცხადი შეგიძლიათ www.ertad.ge-ს ვებ გვერდზე განთავსებული სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით შეიტანოთ. განაცხადს თან უნდა დაურთოთ ვიზუალური მასალა ფოტოსა და ვიდეორგოლის სახით. ეს დაგეხმარებათ გულშემატკივრების მოზიდვასა და გამარჯვებაში.

რაც შეეხება პროექტის წლიურ ბიუჯეტს, ის 50 000 ლარს შეადგენს, ყოველ თვე კი პროექტების განხორციელებას 4000 ლარი მოხმარდება. ამასთან, გაცნობებთ, რომ ერთი პროექტის ბიუჯეტი 2500 ლარს არ უნდა აჭარბებდეს.

წლის განმავლობაში ყოველ თვე 2-3 პროექტი დაფინანსდება, რაც მთელი წლის მანძილზე უამრავ ადამიანს აძლევს შანსს ERTAD.GE-ს დახმარებით საკუთარი იდეები განახორციელონ.

პირველ ეტაპზე პროექტებს ERTAD.GE-ს კომისია განიხილავს, რის შემდეგაც პროექტები ღია კონკურსის ფორმატში განთავსდება ERTAD.GE-ს ვებ გვერდზე. გამარჯვებული გახდება პროექტის ის ავტორი, რომელიც Facebook-ის სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით ყველაზე მეტ მოწონებას მოაგროვებს.

ERTAD.GE არის ინიციატივა ყველასთვის, ვისაც საზოგადოების განვითარებაში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა სურს.

ERTAD.GE VIVUS.GE-ს პატრონაჟით!

ერთად უკეთესი მომავლისთვის!

www.ertad.ge

www.vivus.ge

www.facebook.com/ertad.ge

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი