1 ივნისი "ბეკოსთან" ერთად

1 ივნისი "ბეკოსთან" ერთად

"ასეთი ლამაზი დღე ჯერ არ მქონია", - 11 წლის მარიამს და მასთან ერთად 14 მზრუნველობამოკლებულ პატარას ბავშვთა საერთაშორისო დღე კომპანია "ბეკომ" მიულოცა.

კომპანია "ბეკომ" "მომავლის გზის" აღსაზრდელებს მუშთაიდის ბაღში დაუვიწყარი დღე აჩუქა. არაერთი საჩუქარი და სიურპრიზი 15 მზრუნველობამოკლებულ ბავშვს კომპანიამ ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაუკეთა.

მუშთაიდის ბაღთან "ბეკოს" ბრენდირებული ავტობუსი დღის მეორე ნახევარში გაჩერდა, საიდანაც ასევე "ბეკოს" ლოგოიანი თეთრ მაისურიანი ბავშვები გადმოვიდნენ. პატარები კომპანიის მიერ მოწყობილი სპეციალური ადგილისკენ სირბილით გაეშურენ, სადაც მათ არაერთი სიურპრიზი ელოდათ. ცოტა ხანში მუშთაიდის ბაღში "ბეკოს" ბრენდირებულ სტენდთან უკვე ხალხმრავლობა იყო. "ბეკოსთან" ერთად მზრუნველობამოკლებული პატარების გარდა პირველ ივნისს მუშთაიდის ბაღის სხვა პატარა სტუმრებიც აღნიშნავდნენ.

"ძალიან მომწონს აქაურობა. ამ ბაღში ადრეც ვარ ნამყოფი, აქ კარუსელებზეც ვმჯდარვარ, მაგრამ ასეთი კარგი დრო ადრე არ გამიტარებია. თან ეხლა ჩემს მეგობრებთან ერთად ვარ და ყველა ერთად ვერთობით. ბევრს ვცეკვავთ და ვმღერით. დღეს ბავშვების დღეა და ყველას ვულოცავ", - აღნიშნა მარიამმა.

მუშთაიდის ბაღში "ბეკომ" სპეციალური კუთხე მოაწყო და 15 მზრუნველობამოკლებული ბავშვისთვის უამრავი გასართობი პროგრამა ჩაატარა.

კომპანიამ პატარებს საჩუქრად ბრენდირებული ბუშტები, დროშები, მაისურები, კეპები და "ბეკოს" ლოგოიანი გაკვეთილის ცხრილები გადასცა.

"რა მაგარია ამდენი საჩუქარი თან ერთ დღეში, ეს დღე არასდროს დამავიწყდება, ნეტა სულ პირველი ივნისი იყოს", - თქვა ნიკამ.

პროგრამის ფარგლებში ბავშვებმა დახატეს და სხვადასხვა სახის თამაშები ითამაშეს. ხატვასა და ნახატების გაფერადებაში მონაწილეობის მიღების საშუალება ყველა მსურველს შეეძლო. ღონისძიების ბოლოს პატარების ნამუშევრები "ბეკოს" ბრენდირებულ დაფაზე გამოიფინა.

ბავშვებმა კომპანიის პრომო სტენდთან სამახსოვრო სურათებიც გადაიღეს. ღონისძიებაზე ფოტო და ვიდეო გადაღებას კომპანიის წარმომადგენლები უზრუნველყოფდნენ. სურათები კომპანიის ფეისბუქზე აიტვირთება. ასევე დამზადდება 5 წუთიანი პრომო ვიდეო, რომელიც youtube-ზე აიტვირთება.

მზრუნველობამოკლებული ბავშვების გარდა კომპანიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობის საშუალება მუშთაიდის ბაღში მისულ სხვა პატარებსაც ჰქონდათ.

პროგრამის ბოლოს მზრუნველობამოკლებულ პატარებს საჩუქრად ატრაქციონებისთვის განკუთვნილი ბარათებიც გადაეცათ.

"ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ, ასეთი ღონისძიება მოგვეწყო. გვსურდა, ერთი ლამაზი და დაუვიწყარი დღე გვეჩუქებინა მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისათვის. კომპანია "ბეკო" მსგავს ღონისძიებებს ტრადიციულად ყოველ წელს აკეთებს,- განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა ხატია ტყებუჩავამ.

დღის ბოლოს "ბეკომ" პატარები "ვენდისში" დაპატიჟა. სახლში მისულებს კი კიდევ ერთი სიურპრიზი - ახალი ტელევიზორი და ბრენდირებული ტორტი დახვდათ.

ბავშვთა საერთაშორისო დღე 15 მზრუნველობამოკლებული პატარისთვის ფეიერვერკებით დასრულდა.

ფოტოალბომის სანახავად ეწვიეთ "ბეკოს" ფეისბუქის გვერდს: www.facebook.com/BekoGeorgia

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი