15:29 / 02-07-2014
ColorWay აფართოებს შესაძლებლობებს და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს!
თანამედროვე მსოფლიო სწრაფი ტემპით მიიწევს წინ, ახალი იდეებისა და ტექნოლოგიების ცხოვრებაში დანერგვისა და გენერირების გზით, რომლებიც ჩვენი ცხოვრების ხარისხს, დონესა და შესაძლებლობებს აუმჯობესებენ. ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვის ერთერთი ლიდერი არის ბეჭდვისათვის სახარჯი მასალებისა და საწმენდი საშუალებების საერთაშორისო ბრენდი - კომპანია ColorWay.

ColorWay მომხმარებლებს სთავაზობს კომპლექსურ გადაწყვეტილებას ჭავლური და ლაზერული ბეჭდვისათვის, მათ შორის:
- მელნის უწყვეტი მიწოდების სისტემებს (მუმს) და მელნებს
- ფოტოქაღალდს ჭავლური და ლაზერული ბეჭდვისათვის
- ლაზერულ კარტრიჯებს.

პრინტერის ან მრავალფუნქციონალური მოწყობილობის (მფმ) ყოველმა მფლობელმა იცის, რომ ჩვეულებრივ კარტრიჯების ერთი კომპლექტის ღირებულება საბეჭდი მოწყობილობის ღირებულების 50%-ს შეადგენს. ამასთან დამზადებული ანაბეჭდების რაოდენობა საკმაოდ მცირე.

ჭავლურ ბეჭდვასთან დაკავშირებულ საკითხებთან ColorWay-ს კომპლექსური მიდგომა, მომხმარებელს აძლევს საჭირო სახარჯი მასალების შეძენისას მნიშვნელოვანი თანხების დაზოგვის საშუალებას. ორიგინალური სახარჯი მასალების შეძენისას ფულადი სახსრებისა და დროს რეგულარულ ხარჯებთან შედარებით, მუმსი საჭიროებს ერთჯერად ხარჯებს ყიდვის დროს და მოემსახურება მომხმარებელს იმდენივე ხანს, რამდენსაც თავად საბეჭდი მოწყობილობა. დამატებით მხოლოდ მელნების შეძენა იქნება საჭირო, რომელთა ღირებულება და ხარჯი უმნიშვნელოა.

ამგვარად, 10*15 სმ ზომის სურათის დაბეჭდვის ღირებულება, მუმსი + ColorWay-ს მელნების გამოყენებით საშუალოდ შეადგენს 0,01 ლარს. ხოლო სისტემის კონტეინერების მოცულობა იძლევა შეუწყვეტლად და დატენვის გარეშე 1500-ზე მეტი ფოტოსურათის დაბეჭდვის საშუალებას (10 * 15 ფორმატის).

ეს კი არსებითი ეკონომიაა ბეჭდვისას, 20-ჯერ მეტი!

შეთავაზება მუმსი პრინტერებისა და მფმ-ის ყველაზე უფრო პოპულარულ მოდელებისათვის Canon, НР и Epson.

მყიდველებს საშუალება ექნებათ დარწმუნდნენ, რომ თანამედროვე სახარჯი მასალების გამოყენება დადებითად აისახება ფოტოსურათებისა და დოკუმენტების ხარისხზე. ColorWay-ს მელნები იძლევა ფერთა გადაცემით მაღალი ხარისხის ტექსტებისა და ფოტოსურათების დაბეჭდვის საშუალებას, რითაც უზრუნველყოფს კაშკაშა ნათელ ანაბეჭდებს. ანაბეჭდების საუკეთესო ხარისხი მიიღწევა მელნებთან ერთად ColorWay-ს ორიგინალური ფოტო ქაღალდის გამოყენებით.

ColorWay-ს ფოტო ქაღალდის ასორტიმენტი ფართო და მრავალფეროვანია: 150-ზე მეტი დასახელების! მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრიალა ან მქრქალი ფოტო ქაღალდი, АРТ სერიის ფოტო ქაღალდი, სუპერ პრიალა, მიკროფოროვანი, მაგნიტური, ასევე სპეციალური ფოტო ქაღალდი მაისურებსა და სხვა ქსოვილის საფუძველზე ბეჭდვისათვის. შეეთავაზება 10х15, А4-დან А3-დე და А3+ ფორმატები, სხვადასხვა შეფუთვებში: 20,50,100 და 500 ფურცელი.

ყოველ მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მისი მოთხოვნებისა და ამოცანების შესაბამისი ფოტო ქაღალდი, ეს იქნება ფოტოსურათების ბეჭდვა, სარეკლამო მასალების, პოსტერების, კალენდრების და ა.შ.

ColorWay-ს ლაზერული კარტრიჯები და ტონერი საშუალებას აძლევს მომხმარებელს მნიშვნელოვნად დაზოგოს სახსრები და მიიღოს შესანიშნავი შედეგი.

მთავარი უპირატესობები - ხარისხიანი კომპონენტები, ახალი კორპუსი, ისევე როგორც ორიგინალური კარტრიჯები ექვემდებარება დატენვას და აღდგენას, ამასთან ორიგინალურთან შედარებით 2 - 4 ჯერ იაფია.

ბრენდი ColorWay იძლევა 100%-იან გარანტიას მთელს თავის პროდუქციაზე!

ColorWay-ს კომპლექსური გადაწყვეტილება ბეჭდვისათვის - ეს მომგებიანი, ხარისხიანი და კომფორტულია!

ცალკე უნდა აღინიშნოს საწმენდი საშუალებები: ColorWay სთავაზობს 40-ზე მეტი სახეობის საწმენდ საშუალებებს, მათ რიცხვში საოფისე, კომპიუტერული და მობილური ტექნიკის მომხმარებელთათვის სხვადასხვა დანიშნულებისა და გამოყენების სფეროების სალფეთქები, კომპლექტები, სითხეები და სპრეები.

ColorWay სთავაზობს შეფარდების ოპტიმალურ ვარიანტს:
პროდუქციის გამოყენების მოხერხებულობა, მრავალფეროვანი არჩევანი, ხარისხი და ფასი. საწმენდი საშუალების შერჩევისას ყველაზე მთავარია - დაბინძურების ხარისხისა და ტექნიკის სახეობის განსაზღვრა.

მომხმარებლებმა, რომელთა მოხმარებაში იმყოფება დიდი ოდენობით სხვადასხვაგვარი სახეობის მოწყობილობები, უპირატესობა უნდა მიანიჭონ უნივერსალურ საწმენდ საშუალებებს, მაგალითად CW-1031, 4129, 4130, 1334, 1071. მოცემულ საშუალებებში შედის ტექნიკის მაქსიმალურად ეფექტიურად გასაწმენდი ინსტრუმენტების კომპლექტები. ისინი გათვალისწინებულია ყველა შემთხვევისათვის, მშვენივრად უვლიან როგორც კომპიუტერულ, ასევე აუდიო და ვიდეო ტექნიკას. ასუფთავებენ ყველაზე ძნელადმისაწვდომ ადგილებს და ნებისმიერი ხარისხის დაბინძურების ზედაპირს.

მოგზაურებს, მომხმარებლებს, რომლებიც არ მუშაობენ ერთ ადგილზე და რომლებსაც სჭირდებათ მობილური მოწყობილობები, შეეთავაზებათ უნიკალური და შეუცვლელი პორტატული (შეიძლება ითქვას ჯიბის) საწმენდი კომპლექტები, როგორებიცაა CW-4803 და CW-4810, CW-4132, 4109, 6108, 6109, 4805.

ფოტომოყვარულებს და პროფესიონალ ფოტოგრაფებს ასევე შეეთავაზებათ სპეციალური და უნივერსალური დანიშნულების საწმენდი საშუალებების ფართო სპექტრი, რომლებიც შესანიშნავად ასუფთავებენ ობიექტივს, ეკრანს და დაიცვან ტექნიკას მტვრის, ჭუჭყისა და ცხიმისაგან.

თანამედროვე 3D TV, TFT/LCD-მონიტორების მფლობელებს შეეთავაზებათ მთელი რიგი ანტისტატიკური საწმენდი საშუალებები, რაც იძლევა თქვენი მოთხოვნების შესაბამისი საჭირო პროდუქტის შერჩევის საშუალებას (CW-4128, 4111, 4821).

ColorWay-ს საწმენდ საშუალებებს გააჩნია ანტიბაქტერიული და ანტისტატიკური თვისებები, რაც დადებით გავლენას ახდენს მომხმარებლების ჯანმრთელობაზე. ცნობილია, მაგალითად, ჩვეულებრივი მობილურ ტელეფონებსა და კლავიატურებზე გროვდება ბაქტერიებისა და მიკრობების ყველაზე მეტი რაოდენობა.

ColorWay სასაქონლო ნიშნის საწმენდი საშუალებების გამოყენებით თქვენ ახანგრძლივებთ თქვენი ტექნიკის მუშაობის ვადას, სარგებლობის პროცესში ღებულობთ სიამოვნებასა და კომფორტს!

ColorWay - ბეჭდვისათვის სახარჯი მასალებისა და საწმენდი საშუალებების № 1 ბრენდია!

R
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:59 / 27-05-2017  Image ქუთაისში ავტოავარიას ბავშვი იმ დროს ემსხვერპლა, როდესაც დედა მე-4 შვილზე მშობიარობდა
ბავშვი საკუთრ სახლის წინ გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა
13:24 / 27-05-2017  Image რას ამბობს განათლების მინისტრი 11 000 სკოლის მოსწავლეზე, რომელმაც გამოცდები ვერ ჩააბარა
"როგორც კი ოჯახი შეეცდება, რომ შვილს აუცილებლად უმაღლესში უკრას თავი, რა თქმა უნდა, რეპეტიტორიც
11:47 / 27-05-2017  Image თაღლითობა საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენებით - დაკავებულია პირი, რომელმაც ავტოლომბარდიდან 25 000 ლარი უკანონოდ მიიღო
ავტოლომბარდიდან თაღლითობის გზით 25 ათასი ლარის სესხის მიღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
17:09 / 26-05-2017  Image რა ხდება ტვინში ღვინის დეგუსტაციის დროს - ნევროლოგების კვლევის შედეგები გაგაოცებთ
"დაწყებული ღვინის ბოთლის დანახვიდან, მის გასინჯვამდე და გადაყლაპვამდე, პროცესში მთელი
13:33 / 26-05-2017  Image "პირველი ჯენტლმენი" - ლუქსემბურგის გეი პრემიერის მეუღლე მსოფლიო ლიდერების ცოლებთან ერთად
ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ქსავიე ბეტელი ერთსქესიან ქორწინებაში 2015 წლიდან იმყოფება
პოპულარული კომენტარები
ინდურ სერიალად ნუ გადააქცევთ . ესაა უდიდესი ტრაგედია რაც მოხდა. მარტო ის რომ ეს გოგონა პრიმა ბალერინა გახდა, თუ ფიქრობს ვინმე ეს როგორი შრომის ფასად მიაღწია.ბალერინობას რომ მიაღწიო, უნდა იყო სათნო კეთილი, ნიჭიერი შრომისმოყვარე.რატომ არავინ არ ამბობს რატომ დაიწყო სმა ? ლოთი იყო და ისე ცეკვავდა? როგორ , ლოთობით გახდა პრიმა ბალერინა? ცოტა დაუკვირდით რა, მარტო მის ლანძღვაზე რომ გადახვედით ეგრე სადაა. იცის ვინმემ ის დედა , თუ დედობილი, როგორ ეპყრობოდა? რას ეუბნებოდა ?სულაც იქნებ მან მიიყვანა იმ ზომამდე, რომ ეს საშინელება ჩაიდინა. ჩვენ არაფერი ვიცით.იქნებ ისეა გამწარებული ,რომ არც ნანობს ეს უბედური გოგო. გ ინდათ გამლანძღეთ მეცოდება ორივე
და რა გინდათ,რომ თქვენი აგრესიული და დამცინავი კომენტარებით თქვათ?გინდათ დაამტკიცოთ,რომ მაღალი ზნეობის და მორალის მატარებლები ხართ?!თუ იმას გვიჩვენებთ,რომ ეკლესიურები და რელიგიურები ხართ?! რომელიღაც თქვენთაგანი წერდა,რომ ამ ყველაფერს ბავშვები და ახალგაზრდები ხედავენ...არ გაგიგიათ,რომ ჰომოსექსუალიზმი გადამდები არ არის?! ადამიანი ასეთი იბადება! გაიგეთ ხალხნო!!!რა სიბნელეა ასეთი უსაშველო...გამოდით გამოქვაბულიდან! პრეტენზიები ხომ გაქვთ,რომ ხალხი მოძღვროთ?-დაჯექით და ცოტაოდენი განათლება მიიღეთ! დაიმახსოვრეთ,რომ ადამიანი სხვისი მაგალითით და წაქეზებით გეი ვერ გახდება! სხვისი მაგალითით ბავშვმა შეიძლება სწავლას მოუკლოს, მასწავლებელს ეუზრდელოს... მაგრამ ჰომოსექსუალად ვერ გადაიქცევა! საფრანგეთის პრეზიდენტს რაც შეეხება: საინტერესო ლოგიკა გაქვთ-კაცმა თუ შეიძლება თავისზე ბევრად უმცროსი გოგონა ცოლად შეირთოს(მარტო საქართველოში რამდენია ასეთი...), რატომ არ შეიძლება კაცს ჰყავდეს თავისზე უფროსი ცოლი?! ამერიკის პრეზიდენტს რამდენი წლით უმცროსი მეუღლე ჰყავს?მას რატომ არ აკრიტიკებთ? რატომ გაქვთ ყოველთვის შერჩევითი "სამართალი"?არ გეყოთ ამდენი ბოღმის გადმონთხევა?ამით ხომ მხოლოდ იმას ამტკიცებთ,რომ ლუზერები ხართ და დაკომპლექსებულები... თქვენი მაღალი ზნეობის და წრფელი რელიგიურობის კი სჯერა რომელიმე საღად მოაზროვნეს?!
ინტერნეტკონფერენცია
2017-05-24 06:59:12
სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სავარაუდო...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49