11 და 12 ივლისს თბილისი TBILISI SUMMER SET FESTIVAL 2014-ს უმასპინძლებს!!!

11 და 12 ივლისს თბილისი TBILISI SUMMER SET FESTIVAL 2014-ს უმასპინძლებს!!!

11 და 12 ივლისს მათე მოტორსის ახალ აშენებულ პავილიონში გასამართი, ამიერკავკასიის ყველაზე მასშტაბური ელექტრონული მუსიკის ფესტივალისთვის TBILISI SUMMER SET მზადება თითქმის დასრულებულია.

პირველად ქართული მუსიკის ისტორიაში ერთდროულად ორი მუსიკალური სცენა იფუნქციონირებს, რომელზეც ორი ღამის განმავლობაში 10 უცხოელი და 20-მდე ქართველი არტისტი დაუკრავს.

ქართველი მსმენელის გემოვნების გათვალისწინებით, თითოეულ სივრცეში განსხავავებული ჟანრის მუსიკა დაიკვრება: Set Stage შედარებით მსუბუქ და მელოდიურ, IDM მუსიკაზე ორიენტირებულ არტისტებს დაეთმობა, ხოლო Freedom Stage-დან უფრო მეტად ტექნო და ჰაუს მუსიკას შემოგთავაზებთ.

TBILISI SUMMER SET FEST 2014 ლეგენდარულ უცხოელ ჰედლაინერებთან ერთად სცენას უთმობს როგორც ახალგაზრდა და დამწყებ, ასევე ძალიან პოპულარულ ქართველ არტისტებს.

სპეციალურად ფესტივალისთვის საქართველოს ნორვიჩის ხელოვნების სკოლიდან DAN TOMBS ეწვია. ათობით ფესტივალის შემდეგ, SUMMER SET-ს ვიზუალურად სწორედ ის გააფორმებს ქართველ VJ-ებთან ჯარა მამალაძესა და თემო მაჭავარიანთან ერთად.

უცხოელი არტისტების ინფო:

11 ივლისი

FRITZ KALKBRENNER - მუსიკოს ძმასთან Paul-თან ერთად დაწერა საუნდტრეკები ლეგენდარული ფილმისთვის Berlin Calling, ჰიტი Sky and Sand 129 კვირა იყო გერმანული ჰიტ-აღლუმებშიჩარტში. Kölsch - მისი მუსიკა ხასიათდება როგორც მელოდიური, ეიფორიული ტექნო ფორტეპიანოს ელემენტებით. PETAR DUNDOV - უკრავს ფესტივალებზე I Love Techno EXIT, Awakenings Wire.. SUN GLITTERS - ჟანრები CHILLWAVE, DUBSTEP, SHOEGAZE ლუქსემბურგელი მუსიკოსის Victor Ferreira-ს პროექტს ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების მსმენელისთვის მისაღებად აქცევს.

12 ივლისი

MODERAT - მუსიკალური პროექტი 2002 წელს Modeselektor-ის და Apparat_ის კოლაბორაციით ჩამოყალიბდა, 2009 წელს ის წლის საუკეთესო ცოცხალ პროექტად აღიარეს. MODESELEKTOR - მელომანების დადებითი გამოხმაურების გამო პროექტი თბილისს ხელმეორედ ეწვევა. NATHAN FAKE - წარმატებული დებიუტი 2003 წელს შედგა. მუსიკოსმა სამი ალბომი გამოუშვა. Patrice Bäumel -დიჯეი და პროდუსერი დიდი ხანია ამსტერდამში მოღვაწეობს და კლუბის "11” რეზიდენტია. Nuno Dos Santos -2005 წელს წლის ტალანტად აღიარეს, მეტწილად ფოკუსირდება House და Techno მიმართულების მუსიკაზე. DAVID AUGUST - ქართველი მელომანების ასე საყვარელი მუსიკალური სამყაროს აღმოჩენა მხოლოდ 17 წლის იყო, როდესაც მნიშვნელოვანი არტისტების გვერდით უკრავდა.

პროგრამა:

11 ივლისი

■ Set Stage■ ■ Freedom Stage■

21:00 - 22:30 Oimactta (Live) 20:00 - 21:00 Ash

22:30 - 00:45 Vincent Volt 21:00 - 21:15 George Effe

00:45 - 01:50 Exit (Live) 22:15 - 23:30 Bero

01:50 - 03:00 Sun Glitters (Live) 23:30 - 01:00 Gio Shengelia

03:00 - 04:35 Fritz Kalkbrenner (Live) 01:00 - 02:35 Kölsch (Live)

04:35 - 07:00 Sikha B2B Lasha 02:35 - 05:30 Petar Dundov

05:30 - 07:00 The Forest

12 July

■ Set Stage■ ■ Freedom Stage■

21:00 - 22:30 Stimmhalt 20:00 - 21:30 Greambeam & Leon

22:30 - 00:00 Nikakoi & Tba 21:30 - 22:30 Jorjick

00:00 - 01:00 Vako Key 22:30 - 00:00 Vako T (Live)

01:00 - 02:00 Nathan Fake (Live) 00:00 - 01:30 David August (Live)

02:00 - 03:30 MODERAT (Live) 01:30 - 04:00 Nuno Dos Santos

03:30 - 05:00 MODESELEKTOR 04:00 - 05:30 Patrice Bäumel

05:00 - 07:00 Tomma 05:30 - 07:00 Bacho & Cobert

ოფიციალური მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი (დიღომი), მე-12 კილომეტრი

ბილეთები

ორდღიანი აბონემენტი - 45 ლარი

ერთდღიანი ბილეთი - 25 ლარი

ონლაინ-რეჟიმში MYTICKETS.GE

ბილეთები და აბონემენტები გაიყიდება ადგილზევე

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი