ბახმარომ "მწნილისა და მურაბის ფესტივალს" უმასპინძლა

ბახმარომ "მწნილისა და მურაბის ფესტივალს" უმასპინძლა

"მარნეულის სასურსათო ქარხნის" "მწნილისა და მურაბის ფესტივალმა" სტარტი ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბახმაროში აიღო. ფესტივალი ტრადიციულ დოღს დაემთხვა, რომელიც ყოველ წელს, ფერისცვალების დღესასწაულზე იმართება. ფესტივალში მონაწილეობა ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, ცხენოსნობის მოყვარულებმა, ბახმაროს სტუმრებმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს. "მწნილისა და მურაბის ფესტივალის" ფარგლებში მოეწყო მწნილისა და მურაბის კუთხეები, სადაც ღონისძიების სტუმრებს "მარნეულის სასურსათო ქარხნის" უგემრიელესი, ქართულ ნედლეულზე დამზადებული მწნილისა და მურაბის დაგემოვნების საშუალება მიეცათ. ფესტივალზე "მარნეულის სასურსათო ქარხნისა" და "მარნეული აგროს" პროდუქცია სპეციალურ ფასად გაიყიდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ფოლკლორულმა ანსამბლმა "მოძახილმა". ბავშვებს განსაკუთრებული სიხარული, საყვარელი ზღაპრის გმირებმა, ოჩოფეხიანმა ანიმატორებმა და ილუზიონისტმა მიანიჭეს.

მამუკა მარკოიძე, ოზურგეთის რაიონის მცხოვრები: "ბახმაროში დოღზე დასასწრებად და ჩვენებურების საგულშემატკივროდ ჩამოვედი. ნადვილად არ ველოდი აქ თუ ასეთი ღონისძიებები და მხიარულება დამხვდებოდა. ყველაფერი მომწონს. დავაგემოვნე "მარნეულის სასურსათო ქარხნის" პროდუქტი, ცოტა ნაბახუსევი ვარ და განსაკუთრებით მომიხდა მწნილი (იცინის). იმედია, ეს ფესტივალი ერთჯერადი არ იქნება და მომავალ წელსაც ჩაატარებენ".

"მარნეულის სასურსათო ქარხნის" პროდუქტი დააგემოვნეს უცხოელმა ტურისტებმა, ყაზახმა და უკრაინელმა სტუმრებმა, რომლებიც ბახმაროს სილამაზით მოგვრილ აღტაცებასთან ერთად, ფესტივალზე მოხვედრის სიხარულსაც ვერ მალავდნენ. უკვე გადაწყვეტილია, რომ ბახმაროში დაწყებული ფესტივალი საქართველოს სხავადასხვა რეგიონს მოივლის. შემდეგი გაჩერება ბათუმია. როგორც მარნეულის სასურსათო ქარხანის დირექტორმა ირინა გაფრინდაშვილმა გვითხრა, საფესტივალო ღონიძიებების ჩატარება ასევე დაგეგმილია: ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, მარნეულში, თელავსა და თბილისში.

ირინა გაფრინდაშვილი, "მარნეულის სასურსათო ქარხანის" დირექტორი:

- ბახმაროს "მწნილისა და მურაბის ფესტივალით" სტარტი აიღო მსგავსი ღონისძიებების მთელმა სერიამ, რომელიც აგვისტოს ბოლოდან მოყოლებული, შემოდგომის განმავლობაში სხავდასხვა დროს, სხავდასხვა რეგიონში გაიმართება და დედაქალაქში, თბილისობის დღესასწაულზე დასრულდება. გვიხარია, რომ ფესტივალს ასეთი კარგი გამოხმაურება მოჰყვა. აქვე გეტყვით, რომ დოღის სამ კატეგორიაში გამარჯვებულებს გადაეცათ "ნაბეღლავის", "ბახმაროსა" და "მარნეულის სასურსათო ქარხნის" წამახალისებელი პრიზები - სიმბოლური თასები და ფულადი ჯილდოები.

- თქვენი ქარხანა უახლოეს მომავალში რა სიახლეებს გეგმავს?

- მოგეხსენებათ, მიღწეულ წარმატებებს არ ვჯერდებით და ყოველწლიურად ვანახლებთ ასორტიმენტს, ვცდილობთ დავხვეწოთ რეცეპტები ისე, რომ ჩვენი პროდუქციის გემოვნური თვისებები მოვარგოთ, ჩვენი ხალხის გემოვნებას. წელს, მაგალითად, დავამატეთ წითელი ტყემლის ახალი სახეობა, რომელსაც "ტრადიციული" ვუწოდეთ. პროდუქტი იმ ტრადიციული რეცეპტითაა დამზადებული, რომლითაც ტყემალი ოჯახებში მზადდება. ასევე ვხვეწავთ წარმოების პროცესს და დიდ ძალისხმევას ვდებთ სოფლის მეურნეობის განვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს პროდუქციას ქართულ ბაზარზე უკვე აქვს თავისი ადგილი, მაინც მნიშვნელოვანი წილი მოდის იმპორტულ საქონელზე. ჩვენი მიზანია გავზარდოთ ადგილობრივი წარმოება და ჩავანაცვლოთ იმპორტი, რაც დადებითად მხოლოდ მარნეულის სასურსათო ქარხანაზე კი არა, მთელი ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება. სეზონზე ყოველდღიურად 150-ზე მეტ ფერმერთან გვაქვს კავშირი, თუ გაიზრდება წარმოება, შესაბამისად გაიზრდება მოთხოვნა სოფლის მეურნეობის პროდუქტზე, რაც პირდაპირ აისახება სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.

"მარნეულის სასურსათო ქარხანა" "მარგებელი ჰოლდინგის" ნაწილია, რომელიც 2007 წელს დაარსდა და საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა. ქარხანა, რომელიც ევროპული სტანდარტების მქონე დანადგარებითაა აღჭურვილი, 50-ზე მეტი დასახელების ქართული ნედლეულისგან დამზადებულ, ნატურალურ და გემრიელ საკონსერვო პროდუქტს უშვებს.

ნათია დოლიძე

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი