საქართველოში LEVI’S-ის ბრენდის პროდუქციასა და მის მომხმარებელებს ამიერიდან ოფიციალურად დაიცავს კანონი!

საქართველოში LEVI’S-ის ბრენდის პროდუქციასა და მის მომხმარებელებს ამიერიდან ოფიციალურად დაიცავს კანონი!

თბილისში, 17-19 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, აშშ-ის პატენტისა და სავაჭრო ნიშნის ოფისის ორგანიზებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული საბაჟო ღონისძიებებისა და ინსტიტუციური განვითარების შესახებ. აღნიშნულ კონფერენციაზე ასევე იყო მოწვეული კომპანია Levi Strauss & Co -ს ევროპის რეგიონალური უსაფრთხოების დირექტორი, ბატონი ზბიგნიუ ტრენდაკი, რომელმაც ასევე რამდენიმე საქმიანი შეხვედრა გამართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.

„ბატონი ტრენდაკის ვიზიტის მთავარ მიზეზს საქართველოს სახელმწიფო საბაჟო რეესტრში ლევისის ბრენდის რეგისტრაცია და ყალბი პროდუქციის შემოტანა/ რეალიზების აკრძალვა წარმოადგენდა. ამაში თავისთავად იგულისხმება ის, რომ ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც ლევისის ბრენდის ქვეშ იქნება გატარებული, საქართველოს საბაჟო პუნქტებზე გაივლის სპეციალურ შემოწმებას და ქვეყნის საზღვრებს გადმოკვეთს მხოლოდ ორიგინალი პროდუქცია.

აღსანიშნია, რომ დღევანდელი რეზულტატი Levi Strauss & Co-ს, ჯინს გალერი ჯგუფისა და სახელმწიფოს რამდენიმე ეტაპიანი აქტიური შეხვედრების, მოლაპარაკებებისა და დიდი შრომის შედეგია, რომლის მთავარი მიზანიც სწორედ ლევისის ბრენდისა და რაც მთავარია ბრენდის მომხმარებლების უფლებების დაცვა გახლდათ.

დღეისათვის, შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში უკვე არის დარეგისტრირებული კომპანია Levi Strauss & Co-ს კუთვნილი ნიშნები: LEVI'S, LEVI'S 501 და გამოსახულებითი სასაქონლო ნიშნები (რეგისტრაციის N2366, N2381), რომელთა გამოყენებასაც ასევე იცავს კანონი", - განგვიცხადა საქართველოში LEVI’S -ის ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორი კომპანიის, Jeans Gallery Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ცანავამ.

შეგახსენებთ, რომ LEVI’S -ის პროდუქცია საქართველოში ოფიციალურად და ექსკლუზიურად არის წარმოდგენილი, მხოლოდ Jeans Gallery Group-ში შემავალი მაღაზიების ფილიალებში. Jeans Gallery Group უკვე 20 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და გვთავაზობს მსოფლიოში აღიარებული ბრენდების ორიგინალ პროდუქციას. კომპანიის მაღაზიებში ოფიციალურად და უმეტეს წილად ექსკლუზიურად არის წარმოდგენილი 30 ზე მეტი ბრენდი, მათ შორის : Levis, Dockers, Lee, Wrangler, Rifle, Falke, Burlington, Airstep, Ash, Gaimo, Softinos, Bensimon, Vans და სხვა.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი