სასიამოვნო სიახლე Samsung Electronics-ისგან - Galaxy Alpha და Galaxy Note 4 უკვე საქართველოშია

სასიამოვნო სიახლე Samsung Electronics-ისგან - Galaxy Alpha და Galaxy Note 4 უკვე საქართველოშია

Samsung Galaxy Note 4 და Samsung Galaxy Alpha უკვე საქართველოშია. "Note ნიშნავს" - ამ სლოგანით შემოდის ბაზარზე კომპანიის უახლესი სმარტფონი Samsung Galaxy Note 4. ახალი Galaxy Note 4 და Galaxy Note Edge ყველაზე თანამედროვე Note შესაძლებლობებს ქმნის, რომელსაც მომხმარებელი ტრადიციულად Galaxy მოწყობილობისგან ელოდება.

სპეციალური 5,7 დიუმიანი Quard HD Super AMOLED ეკრანი მომხმარებელს უფრო მკეთრ და ზუსტ კონტენტს სთავაზობს. გარდა ამისა, Galaxy Note 4 აღჭურვილია მოწინავე კამერის სისტემით, რომელიც უფრო მკვეთრ და ზუსტ გამოსახულებას აღბეჭდავს. 16 მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა ხელის რხევისას გამოსახულების სტაბილურობას უზრუნველყოფს, 3,7 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა კი f/1.9 დიაფრაგმით 90 გრადუსიანი ხედვის კუთხით სტანდარტულ გადაღებას გთავაზობთ. გადაღების კუთხე საჭიროებისამებრ შესაძლებელია 120 გრადუსამდე გაზარდოს, რათა მომხმარებლებმა გადაიღონ ჯგუფური ფოტო მეგობრებთან ერთად.

გარდა ამისა, უახლეს მოდელს აქვს თითის ანაბეჭდის სკანერი პირადი ინფორმაციის დაცულობისთვის და პირველად მსოფლიოში ულტრაიისფერი სხივების სენსორი მობილურ მოწყობილობაში.

კომპანია "Samsung Electronics"-მა ასევე წარმოადგინა ახალი, უნიკალური სმარტფონი - Samsung Galaxy Alpha, რომელიც კომპაქტური ზომით, მეტალის ჩარჩოთი და კორპუსის სასიამოვნო ზედაპირით გამოირჩევა. საქართველოს ბაზარზე პირველ ეტაპზე ოქროსფერი Galaxy Alpha შეზღუდული რაოდენობით, 1000 ცალი გაიყიდება. განსაკუთრებული ფერის გარდა, ყოველ ხელსაწყოს ექნება წარწერა Limited Edition და რიგითი ნომერი კორპუსზე. Galaxy Alpha Gold ექსკლუზიურად მოდურ და ფუნქციონალურ აქსესუარებთან ერთად გაიყიდება, რომლებიც კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს განუმეორებელ სტილს. მოგვიანებით სტანდარტული კომპლექციის Galaxy Alpha შავ და თეთრ ვარიანტებს შესთავაზებს მომხმარებლებს.

Galaxy Note 4-ზე წინასწარი შეკვეთები 9 ოქტომბრიდან იწყება, ხოლო Galaxy ALPHA-ს შეძენას 10 ოქტომბრიდან შეძლებთ. Galaxy Note Edge ქართულ ბაზარზე ნოემბერში გამოჩნდება.

სალომე შიხაშვილი

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი