კოტე თოლორდავას განომ ღალატი ფილმ "ნაღმის" გამო აპატია

კოტე თოლორდავას განომ ღალატი ფილმ "ნაღმის" გამო აპატია

"ნაღმი" ასე ჰქვია ქართველი რეჟისორისა და სტუდია "სარკეს" მიერ გადაღებულ ქართულ-ამერიკულ ფილმს, რომელიც საქართველოს კინოეკრანებზე 23 ოქტომბრიდან გამოვა.

სიუჟეტის მიხედვით, სამი ამერიკელი ტურისტი: კრისი, დენიელი და ალისია საქართველოში ლაშქრობისას პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან - კრისი ნაღმზე დაადგამს ფეხს და იძულებულია ადგილიდან აღარ გაიძრეს, რადგან ნაღმი შესაძლოა, აფეთქდეს.

ფილმში სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება, როცა ტყეში ქართველი მონადირე ილია გამოჩნდება, რომელიც დახმარების ნაცვლად, ძალადობას იჩენს ერთ-ერთი ტურისტისადმი. ამის შემდეგ მოვლენები დრამატულად ვითარდება.

ქართულ-ამერიკულ თრილერში, რომელიც შურისძიებასა და ძალადობაზეა, ერთმანეთს პარტნიორიობას ამერიკელი და ქართველი მსახიობები უწევენ. კანადელიადრიან კოლუსის სცენარით გადაღებულ ფილმში მთავარ როლს სტერლინგ ნაითი ასრულებს, რომელსაც ქართველი და უცხოელი მაყურებლები "ჰანა მონტანასა" და "გრეის ანატომი"-ში შესრულებული როლებით იცნობს. ასევე მონაწილეობენ ღესიდენტ Eვილ-ის მსახიობი, ამერიკელი სპენსერ ლოქი და მსახიობი და მომღერალი, ავსტრალიური Iდოლ-ის მესამეადგილოსანი დეინ გაიერი.

მოძალადე მონადირის, ილიას როლს კი ქართველი მსახიობი კოტე თოლორდავა ასრულებს, რომელსაც "ნაღმში" საკმაოდ რთული როლის შესრულება და საკუთარი წონის "მსხვერპლად" შეწირვა მოუწია - მსახიობმა ამ როლისთვის 15 კილოგრამი მოიმატა.

გარდა ამისა, კოტეს ისეთი რთული დავალების შესრულება მოუხდა, როგორიც ფუტკრების სკაში ყოფნა და მეფუტკრეობის ათვისებაა, ორი თვის განმავლობაში კი, გადაღებების დაწყებამდე, ყოველდღიურად როტვეილერთან ერთად დადიოდა.

"ყოველდღე "ჯოკერასთან" და "ნორდთან" ერთად დავდიოდი, რომლებიც ერთმანეთის დუბლიორები იყვნენ ფილმში. როტვეილერის ჯიშის ძაღლები არიან და უნდა შევჩვეიოდი. როტვეილერი ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი ჯიშია, რომელსაც ისეთი ყბა აქვს, რომ მსხვერპლს ადვილად ამტვრევს. საჭირო იყო ძაღლი მოთვინიერებულიყო, რათა საჭირო დროს ჩემი დაეჯერებინა. ერთ-ერთ ეპიზოდში, ძაღლი ჩემს ამერიკელ კოლეგას ეცემა და კბენის მომენტში ჩემს ბრძანებაზე უნდა გაჩერდეს. სხვათა შორის ამ ძაღლებმა ფანტასტიურად ითამაშეს. თვიდან ურთიერთობა ალიკაპით დავიწყეთ. თან გამაფრთხილეს, რომ ძალიან აგრესიული ძაღლი იყო და პატრონის გარდა, არავის ეკარებოდა. თუმცა, ბოლოს ძალიან დავმეგობრდით", - ამბობს კოტე თოლორდავა.

როტვეილერებთნ და ფუტკრებთან დამეგობრების გარდა, კოტე თოლორდავას ფილმში საკმაოდ თამამი და რთული სცენის თამაში იმ დროს მოუწია, როდესაც ერთ-ერთი უცხოელ ტურისტზე ძალადობს.

ქართველი მსახიობის თქმით, როდესაც თავიდან უთხრეს, რომ ინტიმური სცენა უნდა ეთამაშა, ცოტა სკეპტიკურად შეხვდა ამ ამბავს. მაგრამ რეჟისორ ლევან ბახიას სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ შეძლო კოტეს დარწმუნება, რომ "ნაღმში" გადაღებული ინტიმური სცენა, განსხვავებით სხვა ქართული ფილმებისგან, მაღალპროფესიონალურად იქნებოდა გადაღებული.

"თავდაპირველად, როდესაც მითხრეს, რომ მიმიწევდა ინტიმური სცენის თამაში. ამას ცოტა სკეპტიკურად შევხვდი, რადგან როგორც წესი, საქართველოში ასეთი სცენები სანახაობრიობის თვალსაზრისით, არაესთეტიურია. თუმცა, როდესაც ფილმის რეჟისორმა ლევან ბახიამ დეტალურად ამიხსნა, როგორ მოხდებოდა ამ სცენის გადაღება, საბოლოოდ დავთანხმდი. რაც შეეხება თავად სცენას, გადაღების წინ, მეც და ჩემი პარტნიორიც ძალიან დაძაბულები ვიყავით. განსაკუთრებით მე, რადგან უნდა შემესრულებინა მოძალადეს როლის, რომელიც ქალზე ძალადობას სექსუალურად. თუმცა, სცენის გადაღების მომენტში ორივე ჩვენგანი ბოლომდე შევედით როლში, ერთი მომენტში კი იმდენად ცუდად გავხდი, რომ დახმარებისთვის და რჩევისთვის ჩემს მეუღლეს, განო დავურეკე. ვუთხარი, ვეღარ ვაგრძელებ, რა ვქნა, როგორ მოვიქცე-მეთქი. განომ არც მეტი, არც ნაკლები მშვიდად მითხრა, გააგრძელე თამაში და ისე იძალადე, რომ კრისი (ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი), სახლში რომ დაბრუნდება და ამას ნახავს, შენზე შურისძიება მოუნდესო", - იხსენებს კოტე თოლორდავა.

ქართველი მსახიობის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მონადირე ილიას პერსონაჟი თავისი მანიაკალური თვისებებით, აბსოლუტურად უცხო იყო მისთვის, "ნაღმზე" მუშაობისას ფანტასტიური სამუშაო პერიოდი გაიარა მთელს გუნდთან ერთად.

"მაგრამ არ შემიძლია არ გამოვარჩიო ლევან ბახია, ფილმის რეჟისორი. ლევანს იმდენად სწორი გასაღები ჰქონდა მოძებნილი თითოეულ მსახიობთან, საუბარი მაქვს ჩვენს სამეულზე . საოცარი მიდგომა ჰქონდა თითოეულ გმირთან. ყველამ ზუსტად ვიცოდით რა გვინდოდა, რა უნდა გვეკეთებინა და რაც მთავარია, ეს არის სრულიად იმპროვიზაციაზე აგებული ფილმი, სადაც ერთი სცენაც კი არ იყო დადგმული. უბრალოდ მსახიობებმა ზუსტად ვიცოდით რა გვინდოდა. დღემდე არ ვიცი, როგორ შეძლო ლევან ბახიამ, რომ კამერა არ იყო გაფრთხილებული ვინ სად წავიდოდა, ვინ როგორ ივლიდა. თითოეულმა მსახიობმა მართლაც ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ", - ამბობს კოტე თოლორდავა.

R

იხილეთ ფილმის თრეილერი

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი