ავეჯის ბაზრის ლიდერ "ვერონაში" უცვლელი მხოლოდ ცვლილებებია

ავეჯის ბაზრის ლიდერ "ვერონაში" უცვლელი მხოლოდ ცვლილებებია

2014 წლის შემოდგომის სეზონისთვის იტალიური ავეჯის სახლი "ვერონა" კვლავ განახლებულ შოურუმს, ახალ კოლექციას და ფასდაკლების სხვადასხვა აქციას გთავაზობთ. მისაღები და საძინებელი ოთახის გარნიტურები თხელი ფორმებით და ორიგინალური, ფერადი რბილი ავეჯი თქვენი სახლის დიზაინის განსაახლებლად საუკეთესო არჩევანია. სიახლეებზე უფრო დეტალურად "ვერონას" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, სალომე შენგელიძე გვესაუბრა:

"ვერონამ" წელიწადნახევრის განმავლობაში მოახერხა ქართულ ბაზარზე დამკვიდრება და ლიდერის სახელის მოპოვება. წარმატების მიღწევა რთულია, უფრო რთული კი მისი შენარჩუნებაა. ჩვენ არ გვეშინია სიახლეების და გვჯერა, რომ ახალი ტენდენციების შემოტანის, ბიზნესპარტნიორების მუდმივი ძიების, ორიგინალური შოურუმებისა და კრეატიული სარეკლმაო კამპანიის საშუალებით იზრდება კომპანია. განახლებული შოურუმი სიურპრიზია, რომელზეც დეტალურად არ ვისაუბრებ და რომელსაც მომხმარებელი ადგილზე უნდა გაეცნოს.

ჩვენი ბიზნესმოდელი მაგალითი გახდა ავეჯის სხვა სახლებისათვის და ზოგიერთმა მათგანმა ის საკუთარ რეალობასაც მოარგო. ჩვენ არ ვამბობთ, რომ კოპირება ცუდია, პირიქით, ქართველ მომხმარებელს ეძლევა შანსი, შეარჩიოს საუკეთესო. "ვერონასათვის" კონკურენტები არასდროს არ აღიქმებიან საფრთხედ, ეს ხელს უწყობს კიდეც კომპანიას, მუდმივად იყოს ძიების და ახლისკენ სწრაფვის პროცესში, რაც შემდგომში კვლავ მისაბაძი გახდება.

კიდევ ერთი მიმართულება, რითაც "ვერონა" ქართულ ბაზარზე მოქმედი ავეჯის სახლებისაგან გამოირჩევა, ფასდაკლების პოლიტიკაა. ის არ მიყვება საქართველოში ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას, როცა შოურუმების ვიტრინები აჭრელებულია წარწერებით "SALE", ხოლო მომხმარებელს შიგნით სრულიად სხვა ვითარება ხვდება. ჩვენი გრძელვადიანი და სტრატეგიული პარტნიორები არიან საქართველოში ლიდერი ბანკები და სამშენებლო კომპანიები, რომელთა შორის, შეგვიძლია, დავასახელოთ "საქართველოს ბანკი", "ბანკი რესპუბლიკა", "ბაზისბანკი" , "მ2" თუ "არქი ჯგუფი", რომელთა მომხმარებელი ფიზიკური თუ იურიდიული პირები "ვერონაში" ავეჯის, მატრასების, აქსესუარებისა და განათებების სრულ კოლექციაზე 7-დან - 10%-მდე ფასდაკლებით სარგებლობენ. იმ დროს, როდესაც სტრატეგიული პარტნიორების მომხმარებელთათვის ფასდაკლების პოლიტიკა უცვლელია, ცვალებადია თავად აქციის მონაწილეთა ჩამონათვალი, რომელიც მუდმივად იზრდება.

როგორც სალომე აღნიშნავს, კიდევ ერთი სიურპრიზი კრეატივის მოყვარულებს ელით: ძალიან მალე ქალაქს ორიგინალური ბანერები დაამშვენებს, რამდენიმე გაჩერებამ კი "ვერონას" დახმარებით, შესაძლოა, მეტად კომფორტული და დახვეწილი სახე მიიღოს.

მისამართი: ავეჯის სახლი "ვერონა"

აღმაშენებლის ხეივანი, მე-5 კილომეტრი (საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია, სასტუმრო "გოლდენ პალასის" წინა ფასადი)

ტელ: 596 444 224;

2 18 42 80

იხილეთ ბმულები:

www.facebook.com/verona.tbilisi

www.youtube.com/channe

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი