თიბისის და Pay Pal-ის ექსკლუზიური პარტნიორობა

თიბისის და Pay Pal-ის ექსკლუზიური პარტნიორობა

თიბისი ბანკი ინტერნეტ და მობაილბანკის მომხმარებლებს ახალ მომსახურებას სთავაზობს. მომხმარებლებს საშუალება აქვთ პირდაპირ ინტერნეტბანკიდან, მარტივად და სწრაფად დარეგისტრირდნენ Pay Pal-ზე და განახორციელონ უსაფრთხო ონლაინ შესყიდვები ონლაინ-მაღაზიიდან და კერძო გამყიდველისგან.

მას შემდეგ რაც Pay Pal-მა საქართველო თავისი პარტნიორი ქვეყნების ჩამონათვალს დაუმატა, თიბისი ბანკმა Pay Pal -ის აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლობასთან მოლაპარაკებები აწარმოა და ინტერნეტბანკის მეშვეობით რეგისტრაციის ექსკლუზიური უფლება მოიპოვა.

PayPal არის ანგარიშსწორების სისტემა, რომლის საშუალებით ონლაინ-მაღაზიიდან სასურველი პროდუქციის შეძენა საბანკო ბარათის მონაცემების გარანტირებული დაცვით არის შესაძლებელი.

თიბისის ინტერნეტბანკით PayPal-ზე რეგისტრაცია მარტივი და სწრაფია. შეთავაზებების გვერდზე საჭიროა აირჩიოთ სერვისის გააქტიურება, რომლის შემდეგაც თქვენი ბარათი ავტომატურად ებმება PayPal-ის ანგარიშს.

თიბისი ბანკი ყოველთვის მოხარულია მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიეტირებული პროდუქტები და შეთავაზებები განავითაროს.

იჩქარეთ, თიბისი ბანკის ინტერნეტბანკის მეშვეობით მარტივად დაარეგისტრირეთ თქვენი ბარათი Pay Pal სისტემაში და იშოფინგეთ უსაფრთხოდ და კომფორტულად.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი