"ნიკორამ" "სანდეი"-ს, "კი ბატონო"-სა და "ჰომმარტის" სუპერმარკეტები შეისყიდა

"ნიკორამ" "სანდეი"-ს, "კი ბატონო"-სა და "ჰომმარტის" სუპერმარკეტები შეისყიდა

რა სიახლეებს შესთავაზებს კომპანია შემოერთებული სავაჭრო ქსელების მომხმარებლებს ვინც კვების პროდუქტების შეძენისას პრიორიტეტს ხარისხს, მრავალფეროვან არჩევანსა და მაღალი ხარისხის მომსახურებას ანიჭებს, "ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელის მხრიდან "სანდეის", "კი ბატონოსა" და "ჰომმარტის" ობიექტების შეძენა ნამდვილად გაახარებს. საზოგადოების დიდი ნაწილი სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა საინფორმაციო პორტალებზე "ნიკორას" ქსელის გაფართოების შესახებ გავრცელებულ სიახლეს ნამდვილად დადებითად შეხვდა - კომპანიას წარმატება მიულოცა და საკუთარ უბანსა თუ ქალაქში ახალი სუპერმარკეტების გახსნაც კი "შეუკვეთა".

12 ახალი სავაჭრო ობიექტის შესყიდვის შესახებ ინფორმაცია "ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. კომპანიამ ბაზრის ლიდერის პოზიცია კიდევ უფრო გაიმყარა და ამჟამად, ქართველ მომხმარებელს, ქვეყნის მასშტაბით, უკვე 110-მდე ობიექტით ემსახურება. თანამედროვე სტანდარტების სუპერმარკეტი, ქართული და უცხოური წარმოების კვების პროდუქტების, ჰიგიენის საშუალებებისა და სხვა ყოველდღიური მოხმარების საოჯახო ნივთების მღავალფეროვანი ასორტიმენტი, დადებითად განწყობილი მომსახურე პერსონალი და უმაღლესი ხარისხის მომსახურება - ასე ხასიათდება ბაზარზე უკვე არსებული"ნიკორას"სავაჭრო ობიექტები და როგორც კომპანიაში აცხადებენ, სულ მალე ანალოგიური სერვისით სარგებლობას "სანდეის", "კი ბატონოსა" და "ჰომმარტის" მომხმარებლებიც შეძლებენ.

ლიკა სუხიაშვილი, "ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელის კომერციული დირექტორი: "კი ბატონოსა" და "ჰომმარტის" 5 მაღაზიის ადგილას სულ მალე "ნიკორას" სუპერმარკეტები გაიხსნება. შესაბამისად, ყველა იმ სერვისითა თუ აქციით სარგებლობას, რასაც "ნიკორა" სთავაზობს საზოგადოებას, უკვე ამ ქსელების მომხმმარებლებიც შეძლებენ.

"ნიკორას" ჰოლდინგში შემავალი კომპანიების წარმოებული ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის პროდუქტების, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, ღვინის, იმპორტირებული ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელების გარდა, "კი ბატონოსა" და "ჰომმარტის" ადგილას გახსნილ "ნიკორას" სუპერმარკეტებში სხვა ქართული და უცხოური წარმოების კვების პროდუქტების მრავალფეროვანი ასორტიმენტის შეძენა იქნება შესაძლებელი. საერთო ჯამში, ჩვენი ობიექტები - სავაჭრო ფართიდან გამომდინარე 5-დან 8 ათასამდე დასახელების პროდუქტს სთავაზობენ მომხმარებლებს - მათ შორის, ჰიგიენის საშუალებებსა და სხვა ყოველდღიური მოხმარების საოჯახო ნივთებსაც.

სუპერმარკეტები მომხმარებლებს საინტერესო აქციებსაც რეგულარულად შესთავაზებენ. ვინც "ნიკორას" ქსელს ხშირად სტუმრობს იცის, რომ ჩვენთან ყოველთვიურად სეზონის თუ საზოგადოების მოთხოვნებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციაზე მოქმედებს აქცია. შესაბამისად, სულ ცოტა ხანში აქციების პირობებით სარგებლობის საშუალება "კი ბატონოსა" და "ჰომმარტის" მომხმარებლებსაც ექნებათ. აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და ერთგვარ ანონსს გავაკეთებ - მომავალ წელს "ნიკორას" ქსელის მომხმარებელს სასიხარულო სიურპრიზი ელის. კომპანიამ გაითვალისწინა საზოგადოების მოთხოვნა და 2015 წელს დანერგავს სერვისს, რომელიც ძალიან გაახარებს ჩვენს მომხმარებელს.

ზუგდიდში მოქმედ "სანდეის" 7 სუპერმარკეტს რა ბედი ელის?

სამეგრელოს რეგიონში "სანდეი" გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და თანამედროვე სტანდარტების მქონე ქსელი, რომელიც სუპერმარკეტის მომსახურების პრინციპით მუშაობს და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ზუგდიდის მოსახლეობაში. "სანდეი" 2 წელია ბაზარზე არსებობს და ამ ხნის მანძილზე ნამდვილად მოიპოვა მომხმარებლებში ლოიალური დამოკიდებულება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ ეტაპზე, რადიკალური ცვლილებები არ განვახორციელოთ და შევინარჩუნოთ ბრენდის სახე.

პირველ ეტაპზე, "სანდეის" ქსელში სიახლე ის არის, რომ სუპერმარკეტებში სრულად შევიდა "ნიკორას"პროდუქცია. სხვათაშორის, შაბათს შვიდივე სავაჭრო ობიექტის სტუმრებს ჩვენი წარმოების ხორცპროდუქტებით გავუმასპინძლდით. დეგუსტაციამ, რომელზეც პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი გახლდათ წარმოდგენილი, ხალხმრავალ გარემოში ჩაიარა და ზუგდიდელებისა და ქალაქის სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა. მომავალში, ქსელში, კიდევ უფრო დაიხვეწება მომსახურების ხარისხი. პერსონალს ჩაუტარდება სპეციალური ტრეინინგები, რის შედეგადაც "სანდეიში" სტუმრობა უფრო სასიამოვნო და კომფორტული გახდება. მოსახლეობას არაერთ საინტერესო აქციასაც შევთავაზებთ."

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი