"სტრადა ჯგუფმა" ავტომობილ GAZelle Next-ის პრეზენტაცია Event Hall-ში გამართა

"სტრადა ჯგუფმა" ავტომობილ GAZelle Next-ის პრეზენტაცია Event Hall-ში გამართა

ავტომობილების ოფიციალურმა დისტრიბუტორმა საქართველოში "სტრადა ჯგუფმა" ავტომობილ GAZelle Next-ის პრეზენტაცია Event Hall-ში გამართა. პრეზენტაცია მოძრაობის თეატრის მსახიობების ცეცხლოვანი შოუთი გაიხსნა.

გაზ ჯგუფის კომერციული ავტომობილების გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორმა ოლეგ მარკოვმა პრეზენტაციაზე GAZelle Next -ის უპირატესობებზე დეტალურად ისაუბრა. "GAZelle Next - ეს არის აბსოლუტურად ახალი პლატფორმა. ჩვენი ვიმუშავეთ სამი ძირითადი მიმართულებით: საიმედოობის გაზრდა, რესურსის გაზრდა და კომფორტის გაზრდა, იმ ადამიანებისთვის, ვინც უნდა იმუშაოს ამ ავტომობილებზე", - განაცხადა ოლეგ მარკოვმა. როგორც "სტრადა ჯგუფის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით ზაუტაშვილმა განაცხადა, "სტრადა ჯგუფი", "გაზგრუპის" ავტომობილების ოფიციალური დილერი გახდა.

"GAZelle Next რომლის პრეზენტაციაც არის დღეს ეს არის სრულიად ახალი მანქანა, რომელიც გაზ გრუპმა შექმნა. ავტომობილი სრულიად შეეფერება ევროპის სტანდარტებს, აქვს ევრო ოთხის ძრავი და ასევე არის განახლებული დიზაინით, ის ძლიან გამძელა, რაც მომხმარებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ზაუტაშვილმა.

მისივე თქმით, GAZelle Next არის ის მანქანა, რომელსაც შეუძლია მეორედი ავტომობილების ჩანაცვლება.

"ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ბაზარზე გამოჩნდეს ახალი ავტომობილები მეორადის ნაცვლად. ეს იმის ხარჯზე, რომ ფასი არის ძალიან მისაღები და თუ ევროპიდან ავტომობილის ჩამოყვანა ჯდება 10 ათასი ან 14 ათასი დოლარი, ჩვენ შეგვიძლია ეს ავტომობილი გავყიდოთ 15 ათას დოლარში, სულ ახალი, რომელსაც ექნება 3 წლიანი გარანტია, რომელსაც ექნება სერვისი და ჩვენ სერვისის კუთხით ძალიან კარგად ვართ მომზადებული", - განაცხადა ზაუტაშვილმა.

ღონისძიებაზე სტამბულსა და ბარსელონაში მოგზაურობაც გათამაშდა. ორი იღბლიანი მოსაწვევის მფლობელი პრიზების მფლობელი გახდა.

"სტრადა ჯგუფისგან" ფასდაკლების ვაუჩერით დაჯილდოვბა კერძო პირი, რომლემაც უკვე ორი GAZelle Next-ის მანქანა შეიძინა. უმსხვილესი საავტომობილო კომპანია Gaz Group დაბალი, საშუალო და მაღალი ტვირთამწეობის ავტომობილებს, ავტობუსებსა და ავტონაწილებს აწარმოებს. Gaz Group-ი რუსეთის 7 რეგიონში 13 სტრუქტურულ ერთეულს აერთიანებს და კომერციული ავტომობილების სეგმენტში ბაზრის ლიდერია. დღეს ჯგუფის ფლაგმანი პროდუქტი ახალი თაობის კომერციული ავტომობილი GAZelle Next-ია, რომელიც 20-30%-ით იაფია კონკურენტებზე, ექსპლუატაციის პირობებითა და ტექნიკური პარამეტრებით კი ღირსეულ კონკურენციას უწევს მათ. GAZelle Next-ის მოდელები განსაკუთრებით გამოირჩევა მუნიციპალური, კომუნალური და სპეციალიზებული მოდიფიკაციებით. GAZelle Next-ის ქარხანა წელს თურქეთშიც გაიხსნა, რომლის მიერ წარმოებული ავტომობილებიც წარმატებით დამკვიდრდა ბაზარზე აქტიური კონკურენციის პირობებში.

"სტრადა ჯგუფი", საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდან მოღვაწეობს. ჯგუფი საქართველოშიFCA-is (FIAT Chrysler Automobiles, fiat-kraisler avtomobilebis: Abarth, Alfa Romeo, Chrysler, Dodge, Ferrari, Fiat, Jeep, Fiat Professional, Lancia, Maserati, Ram Trucks da SRT) და GAZ-ის ოფიციალური დილერი და თბილისში მეორადი ავტომობილების ყველაზე დიდი ავტობაზრობის მფლობელია.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი