სამუშაოების გაგრძელების მოთხოვნით საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე აქცია გაიმართა

სამუშაოების გაგრძელების მოთხოვნით საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე აქცია გაიმართა

აქცია "არემჯი გოლდის" თანამშრომლებმა და ადგილობრივებმა გამართეს, რომლებიც მოითხოვდნენ, რომ "არემჯი გოლდის" მიერ მიმდინარე სამუშაოები არ შეჩერდეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი შემოსავლის წყარო მიმდინარე სამუშაოებია და მისი შეჩერების შემთხვევაში, ხალხი უმუშევარი დარჩება.

"კაზრეთში დავიბადე, ადგილობრივი ვარ და ჩემს კომპანიაში ასამდე თანამშრომელია დასაქმებული, თბილისიდან კი ჩამოდიან და პროტესტს გამოთქვამენ, მათ არ აინტერესებთ, რომ ხალხი შემოსავლის გარეშე დარჩება",- აცხადებს აქციის მონაწილე რაის გუსეინოვი.

აქციის მონაწილეთა ვარაუდით, "არემჯის" მიერ წარმოებული სამუშაოების მოწინააღმდეგეებს სიტუაციის არევის მიზნით გაურკვეველი პირები აფინანსებენ.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი