ხალხმრავლობა დირსის უბანში

ხალხმრავლობა დირსის უბანში

დირსის საცხოვრებელ კომპლექსში ბინის შეძენის მსურველეთა ცოცხალი რიგი დგას კომპლექსის წინასაახალწლო შეთავაზება გახდა - ბინის შეძენა ახლა მხოლოდ პირადობის მოწმობითაა შესაძლებელი, პირველადი შენატანის მოგროვება კი, 6 თვის განმავლობაში შეგიძლიათ.

"ჩვენი სურვილი იყო დირსიში ბინის შეძენის მსურველებისთვის ისეთი გადახდის სისტემა შეგვეთავაზებინა, რომელიც ხელსაყრელი და მოქნილი იქნებოდა. სწორედ ამიტომ გავაფორმეთ ხელშეკრულება "ვითიბი" ბანკთან და პროექტმა ნამდვილად გაამართლა. იპოთეკური სესხს ბანკი 10 წლამდე ვადით, წლიური განაკვეთით 11-დან 13 %-მდე გასცემს. პირველადი მინიმალური შენატანი 30 %-ია, თუმცა ამ პირობებში განსაკუთრებული ის არის, რომ სესხის აღება და ბინის შეძენა ყველას განურჩევლად შეუძლია. მთავარია სურვილი, პირადობის მოწმობა და პირველადი მინიმალური შენატანი - 30 %, ბინა უკვე თქვენია და რაც მთავარია მისი მშენებლობაც დასრულებულია - ეს არის დირსის იპოთეკის მთავარი უპირატესობა." - ამბობს კომპანია "ას ჯორჯიას" დირექტორი ანდრეი პატრაკოვი.

"თუკი მობინადრეს სხვადასხვა მიზეზის გამო იპოთეკური სესხი აქამდე არ უმტკიცდებოდა, ან იმყოფებოდა საზღვარგარეთ, ანდაც მისი შემოსავლები საბანკო ანგარიშზე არ რეგისტრირდებოდა, მას დირსის იპოთეკით აღნიშნული პრობლემა ფაქტობირვად, მოხსნილი აქვს. ეს არის საჩუქარი, რომელი საახალწლოდ გავუკეთეთ დირსის თითოეულ გულშემატკივარს. რეალურად, აღნიშნული პროექტით მივეცით თითოეულ მსურველს საშუალება შეიძინოს გარემონტებული ბინა და ახალ წელს ახალ ბინაში შეხვდეს. თუმცა, პროექტზე მუშაობა ამით არ მორჩენილა და სპეციალურად ახალი წლისთვის ჩვენს მომავალ მობინადრეებს მივეცით შესაძლებლობა თანამონაწილეობის 30% 6 თვეზე გაენაწილებინათ კვ.მ-ის მინიმალური ფასის 900$-ის პირობებში.

გამომდინარე იქიდან რომ 2015 წლიდან დირსიში ფასები მოიმატებს ჩვენ კიდევ ერთხელ ვაძლევთ შესაძლებლობას მინიმალური ფასების პირობებში მოვიდნენ ჩვენთან, გაყიდვების ოფისში, რომელიც მდებარეობს ქ.ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდ. მტკვარს შორის, აირჩიონ მათთვის სასურველი ბინა და გააფორმონ ხელშეკრულება ყოველგვარი პირველადი შენატანის გარეშე. 6 თვის ვადაში მომხმარებელი აგროვებს ბანკებთან თანამონაწილეობისთვის საჭირო თანხის მოცულობას 20-30%-ს, ტვირთავს იპოთეკით ქონებას და იფორმებს საკუთარ ბინას." - ამბობს ანდრეი პატრაკოვი.

მსგავსი პირობა უძრავი ქონების ბაზარზე აქამდე არასდროს ყოფილა, შესაბამისად საზოგადოების დიდმა ნაწილმა საახალწლო შეთავაზება ხელიდან არ გაუშვა.

"მე ბინას უკვე წლებია ვქირაობ. იმ თანხით, რაც იჯარის გადასახდში გადავიხადე, აქამდე ორ ბინას ვიყიდდი. დირსი ყოველთვის მომწონდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ბანკი სესხს არ მიმტკიცებდა, ვფიქრობდი რომ ბინის ყიდვას ვერ შევძლებდი. აი, ეს - საახალწლო აქცია კი, ზუსტად ჩემს სიტუაციასაა მორგებული. ახალ წელს ახალ ბინაში შევხვდები" - თამარ ღვინჯილია, დირსის მობინადრე.

შალვა გაბოშვილმა კი, კონტრაქტი ოფისში დღეს გაფორმა და ის შემდეგ კომენტარს აკეთებს:

"უკვე 20 წელია რუსეთში ვცხოვრობ და ვმუშაობ. მაგრამ ბინა მინდა ჩემს საქართველოში. ერთხელ ფული მშენებარეში ჩავდე და უკვე დავკარგე, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე უკვე აშენებული და გარემონტებული შემეძინა, რომ ჩემი შვილები შევიდნენ და იცხოვრონ. ამაზე კარგ პირობას კი, რასაც დირსი აცხადებს ვერსად ვნახავდი. მოვედი და გავაფორმე კონტრაქტი, იმიტომ რომ მევვიცნობ სამშენებლო ბაზარს. ამ ბინებზე ფასი უფრო და უფრო მოიმატებს."

მოგეხსენებათ, დირსიში ბინები დასრულებული რემონტით, ჩაშენებული სამზარეულოს ავეჯითა და მოწყობილი სააბაზანოთი ბარდება. კომპლექსი სულ 20 ათას მობინადრეზეა გათვლილი და ის ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი მრავალფუნქციური საცხოვრებლის სახელით სარგებლობს. დირსის კომპლექსს ხშირად უბანსაც უწოდებენ, ვინაიდან მის შემადგენლობაში უბნისათვის დამახასიათებელი ყველა ინფრასტრუქტურული ობიექტია: 20 საცხოვრებელი კორპუსი, საბავშვო ბაღი, სკოლა, სავაჭრო ცენტრი, სამედიცინო კლინიკა, ბულვარი, რეკრეაციული ზონა და კომერციული ობიექტები. უბნის მშენებლობის პირველი ეტაპი - 11 საცხოვრებელი კორპუსი 2014 წლის ნოემბერში დასრულდა, საერთო ჯამში კი, პროექტი 2016 წელს დასრულდება.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი