მეოთხე თაობის მეხსიერების USB ბარათები თქვენი ლოგოტიპით

მეოთხე თაობის მეხსიერების USB ბარათები თქვენი ლოგოტიპით

DTIG4/64GB; DTR30G2/64GB; DT100G3/64GB; HXF30/64GB

Kingston-მა ახალი, მეოთხე თაობის, მეხსიერების ბარათები გამოუშვა. გარდა მრავალფეროვანი დიზაინისა, აქვს უნიკალური შესაძლებლობა - GO Logo პროგრამის მეშვეობით მასზე კომპანიის ლოგოტიპის ან სურათის დაბეჭდვაა შესაძლებელი. ამგვარად, მახსოვრობის ბარათი შეგვიძლია საუკეთესო საჩუქარი გავხადოთ.

ეს ბარათები გამოირჩევა წყალგაუმტარი, გამძლე კორპუსით. მისი წაღება შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას ისე, რომ არ ინერვიულოთ მის დაზიანებაზე. მეოთხე თაობის მეხსიერების ბარათების კორპუსი სპეციალურად შეიქმნა რეზინის, ან პლასტმასისგან, რადგან არ ექვემდებარება ელექტრონულ დასხივებას და თამამად შეგიძლიათ მოათავსოთ სხვა ელექტრონულ მოწყობილობებთან ერთად.

ქინგსტონის მეოთხე თაობის მეხსიერების ბარათების კიდევ ერთი აღსანიშნავი თვისებაა USB 3.0 ინტერფეისი, რომელიც რვაჯერ აღემატება USB 2.0 ინტერფეისიან დამგროვებელს.

მოდით განვიხილოთ ისინი სათითაოდ.

Kingston DTIG4 – 32 GB ფლეშ ბარათი გამოირჩევა დიზაინითა და მეხსიერების მოცულობის ნაირსახეობით 8/16/32/64/128 GB.

მათში ჩამონტაჟებულია USB 3.0 პორტი, რომელიც თავსებადია USB 2.0 ჯეკთანაც. გააჩნია USB პორტის დამცავი სახურავი, მისი კორპუსი მთლიანად პლასტმასისგან არის დამზადებული და შესაბამისად, ბარათი ძალიან მსუბუქია.

ბარათის გატესტვის შედეგად მიღებული მაქსიმალური ლაბორატორიული სიჩქარის მაჩვენებლები ასე გამოიყურება: ჩაწერა - 45 მბ./წმ. წაკითხვა - 75 მბ./წმ.. აღსანიშნავია, რომ ამ ბარათის ფაქტობრივი სიჩქარეც საკმაოდ ახლოს არის ლაბორატორიულთან: ჩაწერისას მიღებულია მაქსიმალური სიჩქარე - 40 მბ./წმ. ხოლო წაკითხვისას - 70 მბ./წმ. იყო.

ამ შთამბეჭდავი სიჩქარის გამო, ბარათი მუშაობს შეფერხების გარეშე, როგორც მონაცემების შენახვისას, ასევე HD ვიდეოს, ციფრული გამოსახულებების ან სხვა ფაილების ნახვისას. მაღალხარისხიანი წარმოების USB 3.0 ინტერფეისიანი DTIG4 მეხსიერების ბარათით, 1080p Full HD1 ვიდეო ფაილების გადაცემისას დაახლოებით 20 წუთს დაზოგავთ.

ქვემოთ მოყვანილ გრაფიკებში შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს მიერ ჩატარებული ტესტების შედეგები:

Kingston DTIG4 მეხსიერების ბარათის უპირატესობები:

მრავალფეროვანი დიზაინი, მოცულობის მიხედვით (8გბ - ყვითელი, 16გბ - ლურჯი, 32გბ - წითელი, 64გბ - იასამნისფერი, 128გბ - მწვანე).

დიდი ფერადი რკალი, კომფორტული ფიქსაციისთვის. პრაქტიკული თავსახური, რომელიც იცავს USB ჯეკს დაზიანებისგან. ლოგოტიპის დასმის შესაძლებლობა Co-Logo პროგრამით.

  • ტექნიკური მონაცემები:
  • მოცულობა 2 8გბ, 16გბ, 32გბ, 64გბ, 128გბ
  • ზომა 55 x 21 x 10,1mm
  • სამუშაო ტემპერატურა 0°C до 60°C
  • შენახვის ტემპერატურა -20°C до 85°C
  • 5 წლიანი გარანტია და უფასო ტექნიკური მომსახურება
  • თავსებადობა:
  • USB 3.03 USB 2.0; Windows® 8.1 √ √; Windows 8 √ √; Windows® 7 (SP1) √ √; Windows Vista® (SP1, SP2) √ √
  • Mac OS X ვერსია 10.6.x და ზემოთ√ √; Linux ვერსია 2.6.x და ზემოთ √ √.
ახლა განვიხილოთ Kingston DTR30G2 – 64გბ. მოდელი. მისი რეზინის კორპუსი ხელში არ სრიალებს და სასიამოვნოს ხდის მის მოხმარებას, დაცულია ელექტრული ზემოქმედებისაგან, წყალგაუმტარია და დავარდნისას დაცულია დაზიანებისგან.

ეს მეხსიერების ბარათი მხოლოდ გარეგნული მონაცემებით არ გამოირჩევა. მას აქვს USB 3.0 x8 ჯეკი, რომელიც ახალი ტიპის კომპიუტერებში ინერგება და USB 2.0 ტექნოლოგიის მხარდაჭერასაც უზრუნველყოფს. მაღალი წარმადობის მქონე მეხსიერების ბარათს 16/32/64 გბ. მოცულობით, ოფიციალური მონაცემებით, 120 მბ./წმ. წაკითხვის და 45 მბ./წმ. ჩაწერის სიჩქარის მაჩვენებლები აქვს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს მიერ ჩატარებული ტესტისას, 64 გბ. ფლეშ მეხსიერების ბარათმა, უკეთესი შედეგები აჩვენა.

მაქსიმალური ჩაწერის სიჩქარე - 95 მბ./წმ. და წაკითხვის - 155 MB/S.

ხოლო პირად გამოცდილებაზე დაფუძნებით NTFS ფაილური სისტემის ქვეშ მივიღეთ, შემდეგი მონაცემები: ჩაწერის მაქსიმალური სიჩქარე - 75 მბ./წმ. ხოლო წაკითხვის - 140 მბ./წმ.

Kingston DT100G3 – გვხვდება სხვადასხვა (8/16/32/64გბ) მოცულობით.

მის ტექნიკურ მახასიათებლებში მოცემულია შემდეგი მონაცემები:

წაკითხვის- 40 მბ./წმ, ხოლო ჩაწერის- 10 მბ./წმ. ასევე აღსანიშნავია ორი ფაქტორი: მას არ გააჩნია თავსახური, სლაიდერის პრინციპით იხურება/იხსნება. თქვენ ვერ დაკარგავთ მის თავსახურს. ამავდროულად ის მორგებულია ბაზარს და ფასითაც ხელს უწყობს მყიდველს, მშვიდად გადავიდეს ახალ ტექნოლოგიებზე.

რაც შეეხება 64 გბ-იან მოდელს, იგი მაღალი წარმადობით ხასიათდება: ჩაწერის მაქსიმალური სიჩქარე დაფიქსირდა - 37 მბ./წმ, წაკითხვის - 55 მბ./წმ. სტანდარტულმა პირადმა ტესტმა კი აჩვენა ჩაწერის - 15 მბ./წმ. და წაკითხვის - 50 მბ./წმ. სიჩქარე.

Kingston HXF30 – 64გბ. მოდელის ფლეშ ბარათები კომპიუტერული თამაშის მოყვარულებს დააინტერესებს. იგი მუშაობს USB 3.0 სტანდარტით, აქვს მაღალი სიჩქარე და დიდი მოცულობა.

„გეიმერებს“ დააინტერესებთ ის ფაქტი, რომ ბარათსს გააჩნია PlayStation და Xbox–ის სხვადასხვა მოდელების მხარდაჭერა. მისი მონაცემები სიჩქარის თვალსაზრისით ასევე მომხიბვლელია: ჩაწერის სიჩქარე - 121 მბ./წმ. და წაკითხვის სიჩქარეა - 193 მბ./წმ. ამავდროულად, რეალურ გარემოში ტესტირებამ აჩვენა შემდეგი შედეგი: NTFS სისტემის ქვეშ მაქსიმალური ჩაწერის სიჩქარე - 120 მბ./წმ. და მაქსიმალური წაკითხვის - 175 მბ./წმ.

ტესტირება ჩატარებული 2Gami-ის ლაბორატორიის მიერ.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი