www.inndesign.ge - ახალი ქართული ონლაინ კატალოგი არქიტექტურის, დიზაინის, მშენებლობისა და რემონტის შესახებ

www.inndesign.ge - ახალი ქართული ონლაინ კატალოგი არქიტექტურის, დიზაინის, მშენებლობისა და რემონტის შესახებ

www.inndesign.ge - ახალი ქართული ონლაინ კატალოგია არქიტექტურის, დიზაინის, მშენებლობისა და რემონტის შესახებ, რომელიც 2015 წლის 16 მარტს გაეშვა ინტერნეტ სივრცეში.

კატალოგის მიზანია:

  • გააცნოს ფართო საზოგადოებას საქართველოში არსებული მდგომარეობა სამშენებლო კუთხით: სამშენებლო კომპანიები და მათი პორტფოლიო, მიმდინარე და დასრულებული პროექტები, მშენებლობა რეგიონებში და ა. შ.
  • წარუდგინოს მკითხველს და მომხმარებელს საქართველოში მოღვაწე და უცხოელი არქიტექტორები და დიზაინერები და მათი ნამუშევრები, რათა მოხდეს მათი დაკავშირება დამკვეთებთან და ახალი საინტერესო პოექტების წამოწყება.
  • მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და მარტივი გახადოს ინფორმაცია რემონტის შესახებ: მომსახურება, დიზაინი, მასალები და ა.შ.
  • გახდეს საქართველოში №1 ვებ - ჟურნალი დიზაინის, მშენებლობისა და არქიტექტურის სფეროში

კატალოგის მისია:

  • მიაწოდოს მომხმარებელს დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია რემონტის, არქიტექტურის, დიზაინისა და მშენებლობის შესახებ საქართველოში.
  • დაზოგოს მომხმარებლის დრო და ენერგია ინფორმაციის მოძიების პერიოდში.
  • შესთავაზოს მომხმარებელს პირდაპირი კონტაქტი უშუალოდ შემსრულებელ პირებთან - იქნება ეს არქიტექტორი, დიზაინერი თუ სარემონტო სამუშაოების შემსრულებელი პირი.
  • მიაწოდოს ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს სიახლეების შესახებ.
  • კატალოგი შედგება შემდეგი კატეგორიებისგან:
  • მშენებლობა
  • რემონტი
  • სამშენებლო და სარემონტო მასალები
  • ლანდშაფტი
  • ტექნიკა
  • ავეჯი და განათება
  • პორტფოლიო (არქიტექტორები და დიზაინერები)

თითოეულ კატეგორიაში წარმოდგენილი იქნება შესაბამისი ქვეკატეგორიები, სადაც განთავსდებიან ამ კუთხით საქართველოში მოღვაწე კომპანიები. მკითხველს საშუალება ექნება მისთვის სასურველ კომპანიაზე გაიგოს როგორც საკონტაქტო ინფორმაცია, ასევე მიმდინარე პროექტების, აქციების, სიახლეებისა და სხვადასხვა ღინისძიებების შესახებ, რომლებიც კატალოგში მოწოდებული იქნება თავად კომპანიების მიერ.

პროექტს,InnDesign.ge - რომელიც ეკუთვნის შ.პ.ს. INNOVATE-ს, საფუძველი 2014 წლის სექტემბერში ჩაეყარა.

შპს“INNOVATE“- ეს არის სწრაფად მზარდი IT და ინტერნეტ მარკეტინგული კომპანია, რომელიც დაფუძნდა თბილისში და ბაზარზეა 2010 წლიდან. კომპანიის ძირითადი კომპეტენციებია ვებ პროექტირება, ვებ პროგრამირება, პროგრამული უზრუნველყოფა, SEO/SEM, PPC, სოციალური მედია მარკეტინგი, ტექნიკური მომსახურება და კონსულტირება.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი