თავისუფალმა და აგრარულმა უნივერსიტეტებმა თიბისი ბანკი საუკეთესო დამსაქმებლად დაასახელეს

თავისუფალმა და აგრარულმა უნივერსიტეტებმა თიბისი ბანკი საუკეთესო დამსაქმებლად დაასახელეს

თიბისი ბანკმა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტებისგან საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსი მიიღო.

ბოლო ერთ წლის განმავლობაში თიბისი ბანკში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ყველაზე მეტი სტუდენტი და კურსდამთავრებული დასაქმდა.

საუკეთესო დამსაქმებელი კომპანიები თავისუფალ უნივერსიტეტში 26 მარტს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გამართულ დასაქმების ფორუმზე გამოცხადდა.

დასაქმების ფორუმზე თიბისი ბანკთან ერთად წარმოდგენილი იყვნენ ქართულ ბაზარზე სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კომპანიები.

"სასიამოვნოა, რომ დღეს თავისუფალმა და აგრარულმა უნივერსიტეტებმა საუკეთესო დამსაქმებლად "თიბისი ბანკი" დაასახელეს. ჩვენთან უკვე საკმაოდ ბევრი თანამშრომელია ამ უნივერსიტეტების კურსდამთავრებული. მათი უმეტესი ნაწილი დასაქმებულია ფინანურ, კორპორატიულ და რისკების განყოფილებებში, აგრეთვე ინფორმაციულ ტექნოლოგიებში. აღსანიშნავია, რომ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები განსაკუთრებით გამოირჩევიან თავიანთი უნარებით და პროფესიული შესაძლებლობებით. ამიტომაც ჩვენთვის ამ კურსდამთავრებულებთან თანამშრომლობა განსაკუთრებით სასარგებლოა და "თიბისი ბანკი" მომავალშიც გააგრძელებს ამ სტრატეგიას. " განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა ღაძაძემ

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი