საქართველოში Coffeesta-ს ქსელი შემოდის

საქართველოში Coffeesta-ს ქსელი შემოდის

საქართველოში Сoffeesta-ს ქსელის პირველი ობიექტი თბილისის ცენტრში ოფიციალურად 1 ივნისს, რუსთაველის 52-ში გაიხსნება. „კოფისტა“ მეცნიერებათა აკადემიის შენობაშია განთავსებული, რუსთაველის მეტროსთან ახლოს, მხატვრების გამოფენის მიმდებარედ.კომპანია ქართულ ბაზარზე ამბიციური გეგმებით შემოდის და წლის ბოლომდე კიდევ ხუთი ობიექტის გახსნას გეგმავს. "კოფისტა" ნედლეულად იყენებს მხოლოდ 100%-იანი არაბიკას მარცვლებს და ყავის გურმანებს ცივი და ცხელი სასმელების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.

"კოფისტას" სტუმრებს აგრეთვე შეეძლებათ კრუასანების, დონატების და სხვა ტკბილეულის, სენდვიჩებისა და სალათების, ნაყინის, უგემრიელესი ფრაპეებისა და ადგილზე დამზადებული ლიმონათების დაგემოვნება.

მიუხედავად იმისა, რომ "კოფისტას" 300 კვ.მ-მდე ფართობის 4 დახვეწილი და კეთილმოწყობილი დარბაზი აქვს (რაც თავისთავად რეკორდული სივრცეა საქართველოში ყავახანისთვის), კომპანია კონცენტრაციას სწრაფ მომსახურებაზეც ახდენს და თვლის რომ თან წასაღები ყავის ტრენდს (СoffeetoGo) ახალ ეტაპზე აიყვანს. "კოფისტას" ორმაგი თერმული რეგულაციის მქონე მუყაოს ჭიქები ექნება გამოყენებაში, რაც კიდევ ერთი სიახლეა იქნება ჩვენი მომხმარებლებისთვის.

ის მთავარი განსხვავება, რასაც „კოფისტა“ ქართულ ბაზარზე შემოიტანს არის ექსკლუზიური ბრენდის 100%-იანი არაბიკა და პორციების დიდი მოცულობა. როგორც მოგეხსენებათ, კაფეები ძირითადად 200მლ-იან ჭიქებში გვთავაზობენ ძირითად ასორტიმენტს, მაშინ როდესაც „კოფისტაში“ შესაბამის ასორტიმენტზე 400-500 მლ-იანი პორციებით მოგვემსახურებიან.

"ჩვენ გვინდა კარგი ხარისხის ყავა ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ და ქართველ მომხმარებლებს შევუქმნათ ყველანაირი კომფორტი მათი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე. ყავა ეს არ არის მხოლოდ სასმელი, არამედ რიტუალია რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აახლოებს. გარკვეულწილად ის თვითშემეცნების საშუალებაცაა. განმარტოვდე ყავასთან ერთად და ამავდროულად, არ იყო მარტო - ეს არის ის, რისი შეთავაზებაც თითოეული ჭიქით გვინდა ჩვენი მომხმარებლებისთვის. ჩვენი მყუდრო გარემო და ხელსაყრელი ლოკაცია კი იმის გარანტი იქნება რომ მეგობრებთან თუ კოლეგებთან ნებისმიერი ხანგრძლივობის შეხვედრა კომფორტული და სასიამოვნო იქნება.

21-ე საუკუნეში ყავა უკვე მოდის ნაწილია, ის, თუ რომელი ბრენდის ჭიქით მოძრაობ ქუჩაში, წარმადგენს შენი სტილის ნაწილს. გვინდა თან წასაღები ჭიქებით მოძრაობა ქართველების კიდევ უფრო მოსახერხებელი, კომფორტული და სახალისო იყოს. ჩვენ გვინდა ყველა ადამიანს გავუხანგრძლივოთ საყვარელი სასმელის ტკბობით სიამოვნება იქ, სადაც მას უნდა. სწორედ ამიტომ ჩვენთან მხოლოდ დიდი ზომის ჭიქები და კონკურენტული ფასებია. ჩვენს დარბაზში მოინდომებს სტუმარი დარჩენას თუ თავის გზას განაგრძობს, ის კმაყოფილი უნდა დარჩეს თავისი არჩევანით და მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება." ასეთი კომენტარი გააკეთეს "კოფისტას" მენეჯმენტში. მათივე თქმით, "კოფისტა" გამუდმებით შესთავაზებს სიახლეებს თავის სტუმრებს და გაანებივრებს ლანჩ-მენიუსა და სხვა სპეციალური შეთავაზებებით.

ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ყავის თითოეული ჭიქა ჩვენს სტუმრებს პოზიტივითა და ენერგიით ავსებდეს და ჩვენგან გასულებმა, კმაყოფილი ღიმილით განაგრძონ გზა.

როგორც პოპულარული გამოთქმა გვაუწყებს - Youarewhatyoudrink. გვინდა რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა დააგემოვნოს "კოფისტას" ყავა და გახდნენ "კოფისტები" :) ჩვენი სახელიც ხომ აქედან წარმოდგება, Сoffeesta - ის ვისაც ყავა ძალიან უყვარს და მისი მიმდევარია.“

შეგახსენებთ, რომ „კოფისტა“ ოფიციალურად 1 ივნისს გაიხსნება და საღამოს საათებში სტუმრებს და ნებისმიერ მსურველებს შეეძლებათ ისიამოვნონ დათო ლომიძისა და მისი ბენდის, TheJetbird, რეპერტუარის ცოცხალი შესრულებით.

„კოფისტას“ კიდევ ერთი სიურპრიზი აქვს მომხმარებლებისთვის,ყველა სტუმარს 1-15 ივნისის ჩათვლით 10%-იან ფასდაკლებას სთავაზობს!

დამატებითი ინფორმაციისთვის და სიახლეების მისაღებად შეგიძლიათ მოიწონოთ „კოფისტას“ ოფიციალური ფეისბუქის გვერდი და იხილოთ ვებგვერდი.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი