ქართული ვიდეორგოლი, რომლის ნახვისას ძნელია ცრემლი შეიკავო

ქართული ვიდეორგოლი, რომლის ნახვისას ძნელია ცრემლი შეიკავო

სოციალური კლიპი გაჭირვებულ ქართველ მოხუცებზე, რომლებსაც უფასოდ ემსახურებიან ფონდ ,, სოციალური პარტნიორობის" ექთნები.

კიევის ყოფილმა მერმა ფეისბუქის პირად გვერდზე, ქართველი მოხუცების შესახებ ამაღელვებელი ვიდეო განათავსა, მისი საქველმოქმედო ფონდი საქართველოში მათ სრულიად უფასოდ უწევს დახმარებას. ფონდი "სოციალური პარტნიორობა" საქართველოში ახორციელებს ყველაზე მასშტაბურ პროექტს, შინ მოვლის სახით, რომლის ფარგლებშიც ყოველდღიურად უფასო დახმარებას 500-მდე სოციალურად დაუცველი ქართველი მოხუცი იღებს. მათ ფონდი ეხმარება უფასო ექთნის მომსახურებით, მედიკამენტებით და საკვები პროდუქტებით.

,,არ შემეძლო ეს ვიდეო, რომელსაც უკვე არაერთხელ ვუყურე, არგ ამეზიარებინა ჩემი მეგობრების და საზოგადოებისთვის. ბედნიერი ვარ , რომ მაქვს საშუალება საქართველოშიც დავეხმარო ამ უკიდურესად გაჭირვებულ მოხუცებს, ისვე როგორც ამას ჩემს მშობლიურ ქალაქში-კიევში ვაკეთებ. მადლობელი ვარ ექთნების და მთლიანად პერსონალის, ჩემი ფონდის პრეზიდენტის, იმისათვის რომ ისინი ასეთ რთულ საქმეს აკეთებენ"– წერს ჩერნოვეცკი.

ფონდის პრეზიდენტ გიორგი ქვრივიშვილის თქმით ეს მხოლოდ დასაწყისია! "ჩვენი ფონდი ძალიან დიდი სისწრაფით ვითარდება ,ყოველდღიურად ვზრდით ჩვენი ბენეფიციარების რიცხვს, რომლებიც ჩვენგან ყოველდღიურად იღებენ სიცოცხლისთვის საჭირო და აუცილებელ დახმარებას. წლის ბოლოს ვფიქრობ , რომ გვეყოლება 1000 ბენეფიციარი, რომლებსაც ფონდი გაუწევს ყოველდღიურ დახმარებას.

ჩვენ ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და ძალისხმევას არ ვზოგავთ ვიზრუნოთ მზრუნველობამოკლებული ბავშვების მიმართულებითაც. და ძალიან მოხარულები ვართ, საზოგადობის მხრიდან ჩვენს მიმართ დადებითი განწყობის" - ნათქვამია გიორგი ქვრივიშვილის პრესრელიზში.

R

იხილეთ ვიდეო

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი