განახლებული ”გომი” კიდევ უფრო შეღავათიანი ფასით

განახლებული ”გომი” კიდევ უფრო შეღავათიანი ფასით

ქართული ალკოჰოლური პროდუქტის მწარმოებელი კომპანია ”გომი” ყველაზე მასშტაბური კომპნაიაა საქართველოში, რომელიც საუკუნეზე მეტია ხარისხიან არაყს აწვდის ქართველ მომხმარებელს. კვლევამ აჩენა, რომ კომპანიის მიერ წარმოებული არაყი რუსულ და უკრაინულ არაყთან შედარებით უფრო სასიამოვნო დასალევია და შესაბამისად მოთხოვნაც უფრო დიდია მოსახლეობის მხრიდან. ამჟამად კომპანია გადის რებრედინგის პროცესს, რაც მის ერთგულ მომხმარებელს საშუალებას მისცემს მიიღოს კიდევ უფრო გაუმჯობესებული ხარისხი დაბალ ფასად.

1) რას ისახავს მიზნად საწარმოს რებრედინგი?

”გომი” მრავალფეროვანი პროდუქტის ასორტიმენტს სთავაზობს მომხმარებლის სხვადასხვა სეგმენტს მისი გემოვნების მიხედვით. ამ ეტაპზე კომპანიაში მიმდინარეობს რებრენდინგის პროცესი, რის შედეგადაც ლოიალურ მომხმარებელს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტს შევთავაზებთ კარგ ფასად. ”გომი” განახლებულ შეფუთვასთან ერთად, არყის კიდევ უფრო გაუმჯობესებულ ხარისხს შესთავაზებს მომხმარებელს.

2) რა უპირატესობა აქვს ქართულ ხორბალს, რომელსაც იყენებთ არყის დასამზადებლად?

”გომის” არყები კომპანიის საწარმოში მზადდება საუკეთესო ქართული ხორბლის უმაღლესი ხარისხის სპირტისა და წყაროს წყლისაგან კავკასიის ყინულოვანი ქედებიდან. აღსანიშნავია, რომ ”გომი” ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ქართულ ხორბალს იყენებს არყის დასამზადებლად. ქართულ ხორბალს, ისევე როგორც ღვინოს, საუკუნოვანი ისტორია აქვს: არსებული 23 სახეობის ხორბლის ჯიშებიდან (არ ვთვლი ველურ ჯიშებს) 14 არის ქართული ჯიში. ეს ჯიშებია: დიკა, ასლი, თავთუხი, იფქლი, დოლისპური და სხვა. ქართული ხორბალი ხასიათდება მრავალფეროვნებით და უნიკალური გემოთი, რაც თავის მხრივ გამოარჩევს ”გომის” არყებს კონკურენტებისგან.

3) რა აირჩეთ შეფუთვის თემატიკად?

შექმნილია ”გომი ლუქსის”, ”ორიგინალის” და ”პრესტიჟის” ახალი შეფუთვა და ეტაპობრივად მიმდინარეობს სავაჭრო ობიექტების განახლებული პროდუქტით მომარაგება. შეფუთვაში აქცენტი სწორედ უნიკალურ ქართულ ხორბალზეა, რომლისგან დამზადებული სპირტი ”გომის” არყებს განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს და გამოარჩევს კონკურენტებში.

4) როგორ ფიქრობთ, გაუწევთ კონკურენციას იმპორტირებულ არაყს?

რებრენდინგის შედეგად ”გომის” არყები კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი გახდება ქართული არყის ბაზარზე. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პროდუქტის ხარისხზე როგორც ვიზუალური კუთხით ასევე ტექნოლოგიურად. გაუმჯობესებული ”გომი” ხარისხის თვალსაზრისით თავისუფლად გაუწევს კონკურენციას იმპორტირებულ, მათ შორის რუსულ-უკრაინულ არყებს და ამავე დროს ფასის თვალსაზრისით კიდევ უფრო მისაღები იქნება მომხმარებლისთვის. ჩვენი მიზანია ქართველ მომხმარებელს შევთავაზოთ კიდევ უფრო უკეთესი პროდუქტი კარგ ფასად. უკვე ჩატარდა სამომხმარებლო კვლევა, ”გომი პრესტიჟის” საგემოვნო თვისებების შესაფასებლად კონკურენტებთან მიმართებაში. შედეგების მიხედვით გამოვლინდა რომ ”გომი” პირველ ადგილზეა როგორც დადებითად შეფასებული არაყი (პირველ და მეორე ადგილას დასახელებული არყების ჯამი).” გომი პრესტიჟი” უმეტესწილად შეფასდა როგორც სასიამოვნოდ დასალევი, კარგი თვისებების მქონე არაყი. კვლევიდან გამომდინარე აღმოჩნდა, რომ ”გომის” პროდუქტის საგემოვნო თვისებები მომხმარებელს მოეწონა კონკურენტულ, მათ-შორის რუსულ-უკრაინულ ბრენდებთან მიმართებაში.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი