როდიდან გაიყიდება GEM Fest-ის ბილეთები?

როდიდან გაიყიდება GEM Fest-ის ბილეთები?

30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით ანაკლიაში GEM Fest გაიმართება.

 

GEM Fest-ს ქმნის პროფესიონალი, ინტერნაციონალური გუნდი, რომლის ანგარიშზეა არაერთი "რესპუბლიკა Kazantip-ი" და "Exit-ის"  მასშტაბის წარმატებული პროექტი;  GEM Fest სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია, მისი რეალიზაცია ხდება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი სიგუას თაოსნობით.

GEM Fest პირველ რიგში ორიენტირებულია საქართველოსა და ქართულ ღირებულებებზე: მუსიკალური მხარის გარდა სხვადასხვა სოციალურ პროექტებს განახორციელებს: ნიჭიერი ახალგაზრდების, სტუდენტების, გამომგონებლების დაფინანსება. ფესტივალის თითო ბილეთის ყიდვის შემთხვევაში 1 ლარი გადაერიცხება "სოლიდარობის ფონდს".

8 ივნისს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ფესტივალის მონაწილე არტისტების მხოლოდ ერთი ნაწილი:Dubfire:Live Hybrid, Tiefschwarz, WhoMadeWho Live, David August Live, M.A.N.D.Y, Booka Shade, Radio Slave, Robosonic, Jan Krueger, Julian Perez, Alex Picone, Andre Crom, Anna Hanna, Anushka, Easy Changes, Gorje Hewek, Ian Pooley, Kolford, Maayan Nidam, Olga Korol, Roustam, Sammy Dee, Greenbeam&Leon, Bacho, Cobert, Tomma.

ბილეთები:

GEM Fest ის ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებებილია Multi Pass-ის ან Single Pass ისშეძენის მეშვეობით.

Single Pass —ერთჯერადი სამაჯური შტრიხკოდით და იძლევა ტერიტორიაზე ერთჯერადი შესვლის და გამოსვლის უფლებას.

Multi Pass —იძლევა საფესტივალო ტერიტორიაზე ულიმიტო შესვლა-გამოსვლის უფლებას 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით. ის სამნაირი არსებობს:1. Classic Multi Pass. კლასიკური მულტიპასის ღირებულება შეიცვლება გაყიდვების სხვადასხვა სტადიაზე. ამ მომენტისთვის პრომო პერიოდია და ის 99 ლარი ღირს.2. Full House Pass (კლასიკური მულტიპასი + საცხოვრებელი კარავში 2 პირზე საფესტივალო ტერიტორიაზე განთავსებულ კარვების ქალაქში). პრომო პერიოდში Full House Pass —ის ღირებულება 239 ლარია ერთ და 338 ლარი ორ პირზე.

Diamond Pass იძლევა არაერთ ბონუსს: გარანტირებული სასტუმროს ჯავშანი (მაგრამ არ შედის ნომრის ღირებულება), ავტომობილით შესვლა ტერიტორიაზე (აქვაპარკამდე) , ბექსთეიჯზე მოხვედრა, ვიპ-ლოჟები მთავარ სცენასთან, ვიპ-გასახდელები აქვაპარკში და ბევრი სხვა. Diamond Pass ყირებულება შეადგენს 1,000 აშშ დოლარს.

მულტი პასის შეძენა შეიძლება

- წინასწარ, ჩვენს პარტნიორ ვებგვერდზე www.eventer.ge

- სალაროებში ფესტივალის ტერიტორიაზე.

GEM FEST-ი. ბუნებრივი სუბტროპიკული პეიზაჟების, კონცეპტუალური არქიტექტურის  და არტ-ობიექტების დეკორაციების ფონზე გაიმართება. 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით 18 ჰა ტერიტორიაზე რამოდენიმე მუსიკალური სცენა და  ღია ცის ქვეშ კინოთეატრი 24/7 რეჟიმში იფუნქციონირებს.

GEM Fest ჩაფიქრებულია როგორც მულტიფორმატული ინტერნაციონალური

ფესტივალი, რომელიც მოიცავს ყველაფერს, რაც დღეს ბრწყინვალე,  გამორჩეული და ღირებულია ახალგაზრდულ კულტურაში,  საცეკვაო მუსიკასა  თუ სცენურ ტექნოლოგიებში. გრძელ და მარტივ სახელწოდებაში – Georgian Electronic Music Festival   იმალება  "gem" -  ძვირფასი ქვა, რომელიც საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდება. არსი იმისა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, შეიძლება ჩავატიოთ ერთადერთ ფრაზაში: "ეს აბსოლუტური ჯემია!" (It’s an absolute gem!).

ფესტივალის საიტის მისამართია Gem-fest.com

თაკო სალთხუციშვილი 596 11 11 17; saltkhutsihvilitako@gmail.com

ნიკა დვალიძე 599 30 14 10; nickdvalidze@gmail.com

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი