სცადეთ, არაფერს კარგავთ გარდა წონისა!

სცადეთ, არაფერს კარგავთ გარდა წონისა!

დროა გათავისუფლდეთ ზედმეტი კილოგრამებისაგან, შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება, გახდეთ თავისუფალი და წარმატებული ადამიანი.

სიახლე ისრაელიდან, პროექტი - La Belle Be Well, რომელსაც საქართველოში საერთაშორისო ესთეტიკური მედიცინის ცენტრი La Belle Medical ახორციელებს, დაფუძნებულია პრინციპებზე, რომელმაც გაუძლო დროს. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აპრობირებული გახდომის ამ უნიკალური მეთოდით სარგებლობა, ახლა უკვე სქართველოშიც ხელმისაწვდომია.

პროგრამის ძირითადი პრიციპები შემუშავებულია ებრაელი ფილოსოფოსისა და ექიმის Rambam-ის ნაშრომების საფუძველზე.

სტატისტიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ კვების რადიკალური ცვლილება და “ექსტრემალური” დიეტები ყოველთვის კრახით და იმედგაცრუებით მთავრდება. ხშირ შემთხვევაში, დიეტის დასრულების შემდეგ, ადამიანი სწრაფი ტემპით იწყებს წონაში მატებას და ორმაგად იბრუნებს დაკლებულ კილოგრამებს.

ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა, ახალი სასარგებლო უნარების გამომუშავება, გარანტირებული და ხანგრძლივი შედეგი, La Belle Be Well პროგრამის მთავარი პრიორიტეტები გახლავთ.

„პროექტი ეხება ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, რომლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი სწორი კვებაა. ამიტომ ძირითადი აქცენტი გაკეთებულია კვებაზე და კვების რაციონის შედგენაზე. ინდივიდუალური კონსულტაციების საფუძველზე ხდება პირადი პროგრამის შედგენა პაციენტის დღის რეჟიმის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, სურვილების გათვალისწინებით. აგრეთვე პროგრამის შემადგენელი კომპონენტებია ტრენინგები და სპორტული აქტივობა” - აღნიშნავს ესთეტიკური მედიცინის ცენტრის La Belle Medical-ის ენდოკრინოლოგი და პროექტის ხელმძღვანელი.

როგორც უკვე აღინიშნა, პროგრამის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილია ტრენინგები, რომელიც მიზნის მისაღწევად საკმაოდ ეფექტური მეთოდია. კვლევებით დადასტურებულია, რომ ადამიანები ჯგუფურად გაცილებით მაღალ შედეგს აღწევენ, ვიდრე დამოუკიდებლად.

პროექტ La Belle Be Well-ის უპირატესობები:

1. პროგრამა აგებულია პაციენტის ინდივუდუალურ მიდგომაზე, მისი სურვილების, ცხოვრების სტილის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. ენდოკრინოლოგთან პირადი კონსულტაციის დროს, ხდება ინდივიდუალური პროგრამის შედგენა.

2. ჭარბწონიანობის პრობლემისადმი კომპლექსური მიდგომა, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ტრენინგ-კურსებია. ტრენინგებზე ადამიანები თავს მარტოდ არ გრძნობენ, ჯგუფის წევრებს აერთიანებთ საერთო პრობლემა და ერთად ცდილობენ მის გადაჭრას.

3. ჯგუფის წევრებს შორის ხდება ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარება, რაც კიდევ უფრო ამარტივებს დასახული მიზნისკენ სწრაფვას.

4. ჯგუფში ყოველთვის არის დადებითი და პოზიტიური ენერგია, რაც თითოეულ მონაწილეს აძლევს საშუალებას გულახდილად ისაუბროს თავისი პრობლემის შესახებ.

5. ჯგუფში ხდება მსჯელობა პრობლემის ირგვლივ და ქცევის ანალიზი, რატომ ვერ ვაკონტროლებთ თავს კვების დროს, რაში მდგომარეობს პრობლემის რეალური მიზეზი და როგორ გამოვასწოროთ მავნე ჩვევები.

6. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპნენტი, სპორტული აქტივობა, მოიცავს ვარჯიშის სხვადასხვა სახეობას ან ტრენაჟორებს ისრაელიდან მოწვეულ სერთიფიცირებულ ტრენერ-კონსულტანტთან.

პროექტ La Belle Be Well-ის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი ვარჯიშია, რომელიც არ უნდა იყოს მხოლოდ წონაში კლებისთვის. პირველ რიგში, ის სიამოვნებას უნდა გვანიჭებდეს და იწვევდეს დადებით ემოციებს. მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, რომ ვარჯიშის დროს გამომუშავდება ბედნიერების ჰორმონი “სეროტონინი”, რისი წყალობითაც გუნება-განწყობა მატულობს და ადამიანი გაცილებით ბედნიერია.

პროექტის მიზანია, ვარჯიში წარმოვარჩინოთ ჯანსაღი ცხოვრების განუყოფელ. პაციენტების ფიზიკურ აქტივობას La Belle Sport-ის სპორტული დარბაზი უზრუნველყოფს, რომელიც მდებარეობს ვაკეში, ყიფშიძის #2-ში. ისრაელიდან მოწვეული პროფესიონალი ინსტრუქტორი პაციენტებს ინდივიდუალურად შეურჩევს შესაბამის სპორტულ აქტივობებს და ვარჯიშის სტილს, გააკონტროლებს მათ ფიზიკური დატვირთვის დოზირებას საჭიროებიდან გამომდინარე. დადგენილია, რომ ზუმბა-ფიტნესის ერთსაათიანი ვარჯიშის დროს 500-დან 1000 კალორიამდე იხარჯება.

პროექტი La Belle Be Well განსხვავებულ მიდგომას სთავაზობს მომხმარებლებს, მათ შეუძლიათ თავად აირჩიონ გასახდომი პროგრამა სპორტით ან სპორტის გარეშე. სცადეთ, არაფერს კარგავთ, გარდა წონისა.

გახსოვდეთ, რომ ცხოვრების წესის შეცვლა არასდროს არის გვიანი.

ესთეტიკური მედიცინის ცენტრი La Belle Medical-ი და უნივერსალური დაგროვების ბარათი უნიქარდი უკვე 2 წელია წარმატებით თანამშრომლობენ. ლოიალური მომხმარებლების რიცხვი დღითი დღე იზრდება და ქულების დაგროვება უნიქარდის 200-ზე მეტ პარტნიორ კომპანიაშია შესაძლებელი, მათ შორის, La Belle Medical-ის 10 ფილიალში. უნიქარდი პარტნიორი კომპანიების ქსელს მუდმივად აფართოებს და ლოიალურ მომხმარებლებს ქულების დაგროვების და გახარჯვის საუკეთესო შესაძლებლობას სთავაზობს.

ეწვიეთ La Belle Medical-ის ვებგვერდს ან Facbeook-ის გვერდს და დარწმუნდებით, რომ ჩვენთან წონაში კლება მარტივი და სახალისოა.

http://labellemedical.com/ge/bewell/la-belle-be-well

https://www.facebook.com/LaBelleBeWell?fref=photo

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი