ბელჰაუსის და უნიქარდის აქცია – დახარჯეთ ნაკლები და მიიღეთ იმდენი, რამდენიც გეკუთვნით

ბელჰაუსის და უნიქარდის აქცია – დახარჯეთ ნაკლები და მიიღეთ იმდენი, რამდენიც გეკუთვნით

ავეჯის მაღაზია ბელჰაუსი და უნივერსალური დაგროვების ბარათი უნიქარდი, 23 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით, მომხმარებლებს ერთობლივ აქციას სთავაზობენ. მომხმარებლები 25%-იან ფასდაკლებას ბელჰაუსში ნებისმიერ ავეჯზე მიიღებენ და უნიქარდზე იმდენ ქულას დააგროვებენ, რამდენიც თავდაპირველ ღირებულებაზე, ფასდაკლების გარეშე უნდა დაეგროვებინათ. ბელჰაუსი ავეჯის სხვადასხვა მწარმოებლების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანია 2012 წელს დაარსდა და უნიქარდის ქსელში 2015 წელს ჩაერთო. ორი კომპანიის თანამშრომლობას წარმატებულად აფასებს ბელჰაუსის დირექტორი ზურაბ მოსახლიშვილი:

„მოხარულები ვართ, რომ უნიქარდის საშუალებით ჩვენს მომხმარებლებს დამატებით სარგებელს ვთავაზობთ. ბელჰაუსი ყოველთვის ორიენტირებულია მომხმარებლებზე და მრალფეროვან არჩევანს, მისაღებ ფასებსა და კვალიფიციური კონსულტანტების მომსახურებას სთავაზობს..ჩვენი კომპანიის ძირითადი საქმიანობა ყველა სახის ავეჯისა და სახლის ინტერიერისთვის განკუთვნილი აქსესუარების იმპორტირება და რეალიზაციაა. უპირატესობას ხარისხს ვანიჭებთ. ავეჯს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ვუკვეთავთ და შესაბამისად, პასუხს ვაგებთ მის გამძლეობასა და ხარისხზე. ჩვენს ორ შოურუმში მრავალფეროვანი არჩევანია: ცინცაძის 12-ში სამზარეულოსთვის საჭირო ყველა სახის ავეჯი და ინვენტარია განთავსებული, ცინცაძის 14-ში კი სხვა დანარჩენი ტიპის ავეჯი, რომელიც საჭიროა სახლის, აგარაკისა ან ოფისის მოსაწყობად. ბელჰაუსში წარმოდგენილი ავეჯის გარდა, მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ საკუთარი გემოვნებით შეარჩიოს ავეჯი კატალოგიდან და შემდეგ ჩვენ ვუზრუნველვყოფთ მის მიწოდებას.“

ბელჰაუსთან ერთად უნიქარდი საცალო სავაჭრო და მომსახურების სფეროდან 200-მდე კომპანიას აერთიანებს თავის ქსელში. დაგროვებული ქულებით საჩუქრის არჩევა უნიქარდის ონლაინ კატალოგშია შესაძლებელი, სადაც 1000-ზე მეტი ნივთი და მომსახურებაა შესული. უნიქარდი პარტნიორი კომპანიების ქსელს მუდმივად აფართოებს, ლოიალური მომხმარებლებისთვის პოზიტიურ გამოცდილებას ქმნის და ქულების დაგროვებისა და გახარჯვის საუკეთესო შესაძლებლობას სთავაზობს.

www.unicard.ge

www.belhouse.ge

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი