იუ ნესბოს ”თავებზე მონადირე” გამომცემლობა პალიტრა L-ისგან

იუ ნესბოს ”თავებზე მონადირე” გამომცემლობა პალიტრა L-ისგან

როჯერ ბრაუნს ყველაფერი აქვს: ჭკუა, ჯანმრთელობა, რეპუტაცია. თუ როდესმე თავებზე ნადირობა მობეზრდება, ხელოვნების ნიმუშებს მოიპარავს. კლას გრევე კი, შესანიშნავი კანდიდატურაა, ის ხომ თანამედროვე ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ნამუშევრის მფლობელია...

მსოფლიოს ახალი მოვლენის, ნორვეგიელი მწერლის, იუ ნესბოს ”თავებზე მონადირე” მალე ქართველ მკითხველსაც დაიპყრობს. ნაწარმოები გამომცემლობა პალიტრა L-ის ”ტოპ თრილერის” მეოთხე წიგნად გამოიცემა.

იუ ნესბოს პირველი დეტექტიური რომანი 1997 წელს ნორვეგიაში გამოიცა და წარმატება მაშინვე მოიპოვა: წილად ხვდა „შუშის გასაღები“ - ლიტერატურული პრემია, დაწესებული სკანდინავიის ქვეყნებში დაწერილი საუკეთესო დეტექტიური ნაწარმოებისთვის.

2014 წლის მარტში ნორვეგიაში მწერლის ნაწარმოებების 3 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა, მისი შემოქმედება კი 40-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი. იუ ნესბო, პირველ რიგში, ცნობილია როგორც მწერალი, მაგრამ ის ასევე არის ვოკალისტი და სიმღერების ავტორი ნორვეგიულ როკ-ბენდში: Di Derre.

გამომცემლობა პალიტრა L-ის "Top თრილერის" სერიამ, სლოგანით "წიგნები, რომელზეც მსოფლიო ლაპარაკობს", მკითხველს უკვე გააცნო ისეთი პოპულარული, თანამედროვე თრილერის ჟანრის ნაწარმოებები, როგორიც ჯეიმზ პეტერსონის "ობობას გამოჩენა", გილიან ფლიმის "გაუჩინარებული ქალი” და სტივენ კინგის "მობილურია”. მკითხველმა უკვე იმოგზაურა დეტექტივ ალექს კროსისთან ერთად, მასთან ერთად დაიწყო სკოლიდან ფინანსთა მინისტრის ვაჟისა და ჰოლივუდის ვარსკვლავის ქალიშვილის გატაცების საქმის კვლევა, ჩაერთო გაუჩინარებული მეუღლის ძებნის დამაინტრიგებელ ისტორიაში....

ახლა უკვე ქართველი მკითხველი როჯერ ბრაუნსთან ერთად იმოგზაურებს სიცრუის, ქურდობისა და მკვლელობის ოდიოზურ, მაგრამ მეტად საინტერესო სამყაროში.

”თავებზე მონადირის” შემდეგ "Top თრილერის" სერიას დინ ქუცის "უცნაური თომასი" და პაულა ჰოუკინსის "გოგო მატარებელში" გააგრძელებს.

,,თავებზე მონადირის” შეძენას მკითხველი უკვე შემდეგი კვირიდან შეძლებს.

თამარ კორკოტაშვილი

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი