MANGO საქართველოში ბრუნდება და ახალ მაღაზიებს ხსნის

MANGO საქართველოში ბრუნდება და ახალ მაღაზიებს ხსნის

სექტემბერში მოდის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ესპანური ბრენდი MANGO საქართველოში ორ ახალ მაღაზიას ხსნის. პირველი მათგანი თბილისი მოლში 4 სექტემბერს, პარასკევს საღამოს პრესისა და მოწვეული სტუმრებისთვის დახურულ პრეზენტაციას უმასპინძლებს; შემდეგ კი ქართველი მომხმარებლებისა და ქალაქის სტუმრებისთვის გაიღება, ხოლო მეორე მაღაზია სავაჭრო ცენტრ East Point-ში მომხმარებლებს 12 სექტემბერს ცენტრის გრანდიოზული გახსნისას ელის.

Tbilisi Mall-ის მაღაზიაში, რომლის ფართობიც 500 მ²-ზე მეტია MANGO–ს ქალისა და ბავშვის კოლექციები იქნება წარმოდგენილი, ხოლო East Point-ში მდებარე მეგა-მაღაზიაში შესაძლებელი იქნება MANGO–ს, MANGO Men–ის და MANGO Kids–ის კოლექციების შეძენა.

MANGO საქართველოს ბაზრის აქტიურ ათვისებას გეგმავს, რომელზეც ბრენდი უაღრესად თბილად მიიღეს 2008 წელს.

ესპანური კომპანია გლობალურ ზრდას განაგრძობს, ბრუნვის 83% უცხოურ ბაზრებზე, ხოლო 17% – შიდა ბაზარზე მოდის. საქართველოში MANGO-ს Retail Group Georgia წარმოადგენს.

Retail Group Georgia 35-ზე მეტი გლობალური ბრენდის ფრენჩაიზ-პარტნიორი და Alhokair ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც 2012 წლიდან ოპერირებას უწევს საქართველოში არსებულ ქალის, მამაკაცისა და ბავშივის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარებისა და კოსმეტიკის ბრენდ-მაღაზიებს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი