1 ოქტომბერს საგამოფენო ცენტრში მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გამოფენა იხსნება

1 ოქტომბერს საგამოფენო ცენტრში მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გამოფენა იხსნება

AquaTherm Tbilisi 2015, გათბობის, წყალმომარაგების, სანტექნიკის, ვენტილაციისა და აუზის მოწყობილობების საერთაშორისო გამოფენაა. მისი უნიკალური კონცეფცია მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული საერთაშორისო საგამოფენო ცენტრის Reed Exhibitions–ის მიერ არის შემუშავებული და უკვე მრავალი წელია სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებულად ტარდება. პირველად შარშან ამ გამოცდილებას საქართველოც შეუერთდა და პირველი აკვათერმ თბილისი საგამოფენო ცენტრში „ექსპოჯორჯია“ ჩატარდა.

წელს გამოფენ უკვე მეორედ, 1-დან 3 ოქტომბრის ჩათვლით ტარდება და კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო იქნება სამშენებლო ინდუსტრიაში მომუშავე ყველა ადამიანისა და კომპანიისათვის. გამოფენის მიზანია დააკავშიროს ერთმანეთთან მწარმოებლები და მომხმარებლები, შემოიტანოს უახლესი სამშენებლო ტექნოლოგიები საქართველოსა და კავკასიის ბაზარზე, გააცნოს ქართველ პროფესიონალებს მსოფლიოში დამკვიდრებული ინოვაციური მეთოდები და საბოლოო ჯამში შესაძლებელი გახადოს ქართული კომპანიების მარტივად დაკავშირება უცხოელ და ადგილობრივ პარტნიორებთან.

ქართულ კომპანიებთან ერთად გამოფენაზე წარმოდგენილნი იქნებიან ორგანიზაციებისხვადასხვა ქვეყნებიდან: ბელგია, იტალია, პოლონეთი, რუსეთი, შვედეთი, თურქეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები.

გამოფენა ჩატარდება საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“, წერეთლის 118–ში, 1–დან 3 ოქტომბრის ჩათვლით. მონაწილეებისა და წარმოდგენილი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ გამოფენის ვებ გვერდს: www.aquatherm.ge

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი