ბელჰაუსის ახალი მაღაზია და საჩუქრების აქცია უნიქარდთან ერთად!

ბელჰაუსის ახალი მაღაზია და საჩუქრების აქცია უნიქარდთან ერთად!

ბელჰაუსი ახალი მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით, უნიქარდის ყველა მომხმარებელს ასაჩუქრებს. 4-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით, ბელჰაუსის მაღაზიებში ნებისმიერ შენაძენზე, უნიქარდის ყველა მომხმარებელს დამატებით 200 ქულა დაერიცხება. ბარათის მფლობელები, რომლებიც 10 000 ლარზე მეტ შენაძენს გააკეთებენ, 500 ქულას მიიღებენ საჩუქრად. ხოლო უნიქარდის მომხმარებელი, რომელიც აქციის პერიოდში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს, საჩუქრად მიიღებს ტურს ლოპოტაზე.

„ბელჰაუსი ავეჯის სხვადასხვა მწარმოებლების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. მიუხედავად ჩვენი 3 წლიანი ისტორიისა, კომპანიამ თავისი ადგილი დაიკავა ქართულ ბაზარზე. საკმაოდ ბევრი მომხმარებელი გვყავს, რომლებიც ბელჰაუსის ავეჯის ხარისხს ენდობა. მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე ყაზბეგის 12-ში მესამე შოურუმი გავხსენით, სადაც ავეჯის ყველაზე ფართო არჩევანია. აქამდე კომპანია ორი შოურუმით იყო წარმოდგენილი _ ცინცაძის 12-ში სამზარეულოსთვის საჭირო ყველა სახის ავეჯი და ინვენტარია განთავსებული, ცინცაძის 14-ში კი სხვა დანარჩენი ტიპის ავეჯი, რომელიც საჭიროა სახლის, აგარაკის ან ოფისის მოსაწყობად. შოურუმში წარმოდგენილი ავეჯის გარდა, მომხმარებელს საშუალებას აქვს საკუთარი გემოვნებით შეარჩიოს ავეჯი კატალოგიდან და ბელჰაუსი უზრუნველყოფს მის მიწოდებას. უნიქარდთან თანამშრომლობა წარმატებული და ნაყოფიერი აღმოჩნდა. ბარათზე დაგროვებული ქულების საშუალებით ჩვენს ლოიალურ მომხმარებელს ვასაჩუქრებთ. ამჯერად, ახალი მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით, უნიქარდის და ბელჰაუსის ყველა მომხმარებელი დასაჩუქრდება.“-აცხადებს ბელჰაუსის დირექტორი ზურაბ მოსახლიშვილი.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი